ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის შეცვლამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ 2023 წელს მნიშვნელოვან მოვლენას ვმასპინძლობთ - 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს.

ინგლისელი თანატოლების მშვენიერ სტილში (3:2) დამარცხების შემდეგ რამაზ სვანაძისა და ქართველი ახალგაზრდების მიმართ რწმენა გაძლიერდა.

ამა თუ იმ ტურნირის მასპინძლებს ყოველთვის ერთი პრობლემა აქვთ - შესარჩევი ეტაპის გარეშე, მხოლოდ ამხანაგური შეხვედრებით რთულია, შესაბამისი რიტმითა და დინამიკით მოემზადო, თუმცა, მასპინძლის სტატუსი რომ არა, ევროფორუმზე მოხვედრა ძალიან რომ გაგვიჭირდებოდა, ესეც გააზრებული გვაქვს...

სამწვრთნელო შტაბთან მიმართებით ერთი მნიშვნელოვანი დილემა არსებობს. ახალგაზრდული ნაკრები მზადებასა და მატჩებს მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ბირთვით ატარებს, თუმცა, როცა შესაძლებელია, რომ 2000 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულებს დავეყრდნოთ, ასეთები ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ არიან. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ უშუალოდ ტურნირის წინა მოსამზადებელ პერიოდში შეთამაშების საკითხი მაინც აქტუალური იქნება - "უფროსი ჯვაროსნები" მათ უკანასკნელ ეტაპზე თუ შეუერთდებიან.

საკადრო საკითხებს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, მანამდე კი შეგვიძლია იმ მოთამაშეებზე ვიმსჯელოთ, რომელთაც ტურნირზე მონაწილეობის უფლება ექნებათ. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ - ვინც 2023 წელს 24 წლის არ გახდება, მათზე დაყრდნობა შეგვიძლია.

იქამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მით უმეტეს, ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაში დიდი პროგრესიც გვინახავს და რეგრესიც. ერთი რამ ფაქტია - არ გვაქვს იმის ფუფუნება, ისეთ ფეხბურთელებზე ვთქვათ უარი, რომლებიც ვილი სანიოლის გუნდში გამოირჩევიან. ამაზე მსჯელობის უფლება შეიძლება ევროპის ტოპ-ნაკრებებს ჰქონდეთ. თუკი ასე არ მოხდება, შემდეგ ნებისმიერ წარუმატებლობაზე თითის გაშვერა 21-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბის მიმართაა მოსალოდნელი.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საკმაოდ დიდი ინტერესს იწვევს - "მომავლის ვარსკვლავები იწყებენ დღეს" ტურნირის ერთ-ერთი მახასიათებელია. მაგალითად ესპანელი დანი სებალიოსი შეიძლება ვახსენოთ - "ბეტისის" ნახევარმცველმა კარგი U21 ჩემპიონატი ჩაატარა, რის შემდეგაც ის მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა და ლონდონის "არსენალში" გატარებული ორი სეზონის შემდეგ ისევ "სამეფო კლუბში" დაბრუნდა. ხშირად ვამბობთ, რომ გამორჩეული კლუბების ყურადღება გვაკლია, იმ მოთამაშეებს კი, რომელთა ტრანსფერის მიმართ დიდი მოლოდინია (თუკი მანამდე არ განხორციელდა), ამის კარგი საშუალება ექნებათ.

ვის შეუძლიათ ეროვნული ნაკრებიდან?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი კიპერი გიორგი ლორიაა, გიორგი მამარდაშვილმა კი ინგლისთან უკვე ხსენებულ ამხანაგურ შეხვედრაში იასპარეზა. დიდი ალბათობით, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე "ვალენსიას" კარის დარაჯი ითამაშებს.

მომავალ ტურნირზე შეგვიძლია ირაკლი აზაროვიც მოვიაზროთ. ამ პოზიციაზე (მარცხენა მცველი) სვანაძე ხშირად თბილისის "დინამოელ" ლევან ხარაბაძეს ეყრდნობა. ასევე, სხვა ვარიანტებიც არსებობს.

გიორგი გოჩოლეიშვილის მშვენიერი თამაში თვალებიდან არ ამოგვდის, თუმცა შესაძლებელია, მომავალ ტურნირზე, მაგალითად, გიორგი წიტაიშვილმაც იასპარეზოს და კონკურენცია გაძლიერდეს.

"ალავესის" ფორვარდმა გიორგი გაგუამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - მას თანამედროვე ფეხბურთის მშვენივრად გაეგება, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ გიორგი მიქაუტაძე ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. ბოლო დროს მშვენივრად ათამაშებული 20 წლის ზურიკო დავითაშვილიც უნდა გვახსოვდეს.

სად იქნება ხვიჩა?

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მიმართ იმხელა აჟიოტაჟია და ტოპ-გუნდების ინტერესზე იმდენი იწერება, ახლა იმის თქმა, რომ 2023 წელს ის კარგ ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს და ევროპულ გრანდში გადასვლას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს, ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო არ იქნება. მთავარია, ხვიჩამ პროგრესი განაგრძოს და ფეხბურთელმა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ლიდერობს და შვედებს დუბლი შეუსრულა, ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც უნდა შეძლოს და ბევრი აალაპარაკოს.

არა მხოლოდ უფროსებით...

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეების გარეშე რამაზ სვანაძის გუნდი უშანსოდ იქნება. ყველა პოზიციაზე არიან ფეხბურთელები, რომელთა პროგრესისა და კიდევ უფრო კარგი ფორმის იმედი გვაქვს. გულშემატკივართა ყურადღებას "ურალის" ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იმსახურებს, რომელიც მოსკოვის "დინამოს" საკუთრებაა. ამ რგოლში ეროვნულ ლიგაშიც არიან - გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე მორჩილაძე... გუნდშია ჩეხური "სპარტას" მცველი ივა გელაშვილი, საბა ხვადაგიანს კი უკვე ვილი სანიოლიც დაეყრდნო.

გიგა
სვანაძეს დიდი წარმოდგენა ჰქონია თავის თავზე. კარგად აქვს გააზრებული რასაც ამბობს? კვარას თავი დაანებოს და სხვებს ასწავლოს თამაში, ესეც იმ შემთხვევაში თუ ტაქტიკური განსწავლულობით ევროპულ საშუალო დონეს მაინც აღემატება.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]