ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?" - ღურწკაია ხვიჩაზე საუბრობს

"ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?" - ღურწკაია ხვიჩაზე საუბრობს

თუ "რუბინს" ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილიც ჩაუვარდება, ეს დიდად იმოქმედებს გუნდის ლიდერების სატრანსფერო ღირებულებაზე - ამის შესახებ რუსეთში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ Comment.Show-ის ეთერში განაცხადა.

ღურწკაია გაკვირვებულია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არცერთი კლუბის მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არ ყოფილა. არადა, ჯერ კიდევ ზაფხულში მის ევროპაში 20 მილიონ ევროდ გაყიდვას ელოდნენ.

"ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ მიდის, - თქვა თემურმა. - თითქოს ასეთი ფეხბურთელი არც არსებობს. მის მიმართ ინტერესი საერთოდ არ არის. თუ გაზაფხულზეც ვერ ათამაშდება, ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს? "რუბინისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, შემოდგომა კი დამღუპველი იყო."

სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. დეკემბერში, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების განახლების შემდეგ, გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა ხვიჩა 16 მილიონ ევროდ შეაფასა, თუმცა მანამდე მის გასწვრივ 18 მილიონი ეწერა.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

• Tashi.

რუსული ნარატივი სუფთა

• მე ქართველი ვარ.

რაც მოგივა დავითაო....არ უნდა წახვიდე მოსკოვებში არც სათამაშოდ არც სამუშაოდ და საერთოდ. რაო რას ელით რუსებისაგან ??

• ემიგრანტი

ჩვეიჩა ისეთი დაბრუნდება რომ ესეთები გააჩუმოს ბოღმიანები , მე მჯერა კვარასი ის ჩვენი ქვეყნის სიამაყეა სხვა დანარჩენ სპპრცმენებთან ერთად ❤❤❤❤

• Thomas

საქართველოს და რუსეთის ურთიერთობას ჰგავს ხვიჩას და რუბინის მდგომარეობა. თან აკრიტიკებენ, აბულინგებენ, თან სეზონის საუკეთესი ფეხბურთელად ასახელებენ ორჯერ ზედიზედ, თან არ უშვებენ, თან 20 მილიონად შეველევით მხოლოდ და ბრილიანტია, რომელსაც მტვერი არ უნდა მიაკაროო იძახიან (სლუცკის სიტყვებია), რუსეთში რომ აღარ უნდა ყოფნა მაგის გამო ცალკე გადაუარეს, ერთი ხელით გვეფერებიან მეორეთი ზურგში დანას გვირტყამენ. ბოლოსდაბოლოს რა უნდათ ამ 20 წლის უნიჭიერეს ბიჭთან თქვან ხმამაღლა და გაუშვან ერთხელ და სამუდამოდ თუ არ მოსწონთ მისი თამაში.

• Michael

ხვიჩაზე ცუდი კომენტარები რომ არა სულ არ გვეცოდინებოდა ვინ არის ეგ ღურწკაია:)

• ilia

კვარაცხელიათი ჭკუას გვასწავლიან რუსები, რათა ფეხბურთში წარმატებაზე და ქვეყნის წარმატებაზე ბევრი არ ვიაცნებოთ.

როგორც კი ვესტჰემმა სიტყვა დაძრა მაშინვე თქვა (იუმორნარევად) რუბინის დირექტორმა, არსად არ მიდის და 20 მილიონად დავფიქრდებოდითო. ამიტომაც არის ახლა სიჩუმე მის ირგვლივ. 15 მილიონად რომ გაეყიდათ მშვენიერი ვარიანტი იქნებოდა. თან არ ყიდიან და თან აკრიტიკებენ, თითქოს მისი თამაშით უკმაყოფილო არიან. სასაცილოა ცოტა არიყოს

• ჟორა

სად მოეთმინა? რუსთავის მეტალურგში თუ ჭიათურის მაღაროელში? სლუცკიმ და რუბინმა ხვიჩას დიდი საქმე უყვეს და უნდა გამოიყენოს.

• ჟორა

ჟორიკა, რუსეთის ჩემპიომატს რას ერჩი, ბიჭი აღარ თამაშობს. მიყიდეთ და ავთამაშდებიო ამას ვიღა ჭამს? მე რომ მწვრთნელი ვიყო ასეთი ფეხბურთელისკენ არც გავიხედავ, ხასიათის ფეხბურთელად ყალიბდება რაც დამღუპველია.

ზუსტად ეგრეა და მერე ხვიჩას ბრალდება წარუმატებლობა და მის თამაშს ეძახიან ჩავარდნილს. აჩვენა მღალი კლასის გუნდებთან (შვედეთთან) რაც შეუძლია!

• ჟორიკა

თუ საგაზაფხულო ნაწილიც ისე ჩაატარა როგორც საშემოდგომო, ეჭვი მეპარება რომ ვინმეს მოუნდება 20 მილიონის გადახდა. აქ რუსული ფეხბურთის მეხოტბეები იბრდრვნიან და იპუტავენ თმას ოღონდ რუსეთზე არაფერი ითქვას, მაგრამ ფაქტი ხომ ნათელია რომ მაგ ლიგიდან გადასვლა ევროპის წამყვან კლუბებში ძალიან ძნელია თვითონ რუსებისთვის არც რადგან ფეხბურთის დონე უაღრესად დაბალია და ყველამ იცის რომ რუსული ფეხბურთი მხოლოდ შავი ფულის გათეთრებისათვის არსებობს

• simartle

ბოდიშით მაგრამ ჟურნალისტბმა იმდენი იჭორავეთ ამ ბიჭზე რომ კარიერა დაუფრთხეთ. შეეშვით დრო გვანახებს გაიყიდება არ გაიყიდება...ჯერ ადამიანის გაყიდვა რა სალაპარაკო არის რომ ვთქვათ კონტრაქტი გაუფორმეს ანდ მას ახალი სამსახური შესთავაზეს... მონობის პერიოდი ხომ არ არის, კბილები გავუსინჯოთ, კიდევ ... მისი სამსახურსათვის ამდენს იდიან და ასე შემდეგ... აცადეთ ამ ბიჭს აურიეს ამ აგენტებმაც ტვინი და ამ ჭორებსაც კითხულობს ალბათ... შემოდგომა კიდევ რუბინმა ჩააგდო და არა კვარამ, კვარამ იქაც ბევრი იმუშავა და ნაკრებში ხომ მთლიანად შეცვალა თამაში. ყველა თამაში ვნნახე და მის გარდა მოედანზე მარტო ინ ბომს თუ გამოვყოფდი აქა იქ და სამოშნიკოვს... დანარჩენი დოყლაპიები არიან, მეკარე ძლიერია მაგრამ რა ჰქნას დაცვა დირკა და ინ ბომს შუაში თამაში თუ არ წაუვიდა, სერთოდ შუა ხაზი არ სჩანს...კვარას ერთ რამეს დავუწუნებდი რომ მიჯაჭვული არ უნდა იყოს ერთ ფლანგზე და ადგილმდებარეობა უნდა იცვალოს ხან შუაში ხნა მარჯვნივ, ორივე ფეხით კარგად თამაშობს და ურტყავს და ამით უფრო მეტად აგაიხსნნებოდა და სივრცესაც ბევრად უკეთ გამოიყენებდა...

• Levani

რუბინი ბულკი იყო პორველ წრეში.სლუცკიმ თუ რამე არ მოიფიქრა ასე ადვილია- ჩაკეტავენ ხვიჩას და სხვები ვერ აკეთებენ ვერაფერს.ადრე როცა ხვიჩას კეტავდნენ ამით საეგებლობდა მაკაროვი,დესპოტი,იევტიჩიც კარგად უბრახუნებდა ცენტრიდან. ესენი ვინც მოიყვანეს ახლები 10-15 მილიონები გადაიხადეს და დადიან კუს ნაბიჯებით.

ეს ღურწკაია ვინ არის საერთოდ, რატომ არის მისი აზრი მნიშვნელოვანი? ხვიჩაზე უაზრობების საუბრით უნდა ხალხს თავი გააცნოს? დარწმუნებული ვარ არც არავინ იცოდა აქამდე ვინ იყო, რუსები კიდე მიკროფონით დასდევენ იქნებ ხვიჩაზე რამე ვათქმევინოთო :)

• Winter

სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი ფეხბურთელი, ვინც შვედეთს დუბლი გაუტანა საქართველოს ნაკრების მაისურით, ასევე საბერძნეთს და ესპანეთს გაუტანა და კიდევ გაუტანს. 20 წლის ასაკში დაუმთავრეს ლამის კარიერა. ნეტა ცნობილი სთარები თუ გახსოვთ სად იყვნენ 20 წლის ასაკში. ნუ გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ 17 წლისები რომ გამოჩდნენ. თუმცა ისეთებიც გვინახავს, ვინც ძალიან ადრე გამოჩნდა და ახლა აზრზე არ ვართ სად არიან. მაგალითად ბოიან კრკიჩი. 17 წლის იყო ლამის მესის დონეზე თამაშობდა და როგორ წავიდა მისი კარიერა ხომ ვნახეთ. ფეხბურთი ისეთი სპორტია წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის და მოდი ხვიჩას თავი დაანებონ ამ რუსებმა რა :დ

• Skeleton

ეს ბიჭი ჯერ 20 წლის არის და მოდი შეეშვით რუსი და ქართველი ჟურნალისტები მისი კარიერის დაღუპვაზე საუბარს. ახლა ვერ შევცვლით იმ ფაქტს, რომ 18 წლის ასაკში რუსეთში წაიყვანეს. ჩავარდნაზე რომ საუბრობენ ჯერ, იმას მიაქციონ ყურადღება, რომ ტრავმა ჰქონდა და პლიუს რუბინში რა დონის მოთამაშეებთან უწევდა თამაში. ნაკრებში შვედეთთან რომ გაიბრწყინა იმის მერე სულ ორი სამი თამაში ჩაატარა რუბინში და რას ნიშნავს კარიერის დაღუპვა და თვითგვემა? თავიდანვე რომ არ წაეყვანათ რუსეთში კარგი იყო, მაგრამ ახლა ეს მოცემულობა გვაქვს და რუსი ჟურნალისტების უაზრო კრიტიკას თუ არ აყვებით აქ კარგს იზამთ. თქვა კიდეც ხვიჩამ, დიდ ყურადღებას არ ვაქცევო და იმედია მართლა ეგრეა :)

• me

რუსულ პრემიერ ლიგას ვერ თამაშობს და ბარსელონა მანჩესტერში თამაში უნდა, ნახეთ იტალიის ნაკრები სასუოლოს ფეღბურთელებითაა ლამის დაკომპლექტებული ქართველს რო საუოლო უხსენო შეურაწყოფად მიიღებს ბაიერნზე ნაკლები როგორ შეიძლება!

• ფდ

შეიგნეთ რომ რუსეთში არ არის პრობლემა. პორტუშიც თამაშობს ქართველი, ლევანტეში, ალავესში, მაგრამ მეორე გუნდების სათადარიგოები არიან უკვე რა ხანია. რაღა შორს ჩაკვეტაძე თამაშობს ბელგიაში. წარმომიდგენია რას დაწერდით იგივე სიტუაციაში ჩაკვეტაძე რუსეთში რომ ჩავარდნილიყო. კვარაცხელია თამაშობს ძირითადში სულ, რა რუსები უშლიან კარგად თამაშს?! კლოუნობას შეეშვით ხალხო სასაცილოა

• ტომი

კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები რუსეთს დაუკავშირა ამ ფეხბურთელმა,რამაც განაპირობა ის კარიერა რაც აქვს . კი იყიდა ალბათ 1-2 სახლი ხელფასით მაგრამ შეეძლო სასახლეები ეყიდა ცოტა რო მოეთმინა და ევროპაში წასულიყო.

• 2024-ში უმთავრდება კონტრაქტი

ყველაზე ცუდი ვარიანტი რაც შეიძლება მოხდეს, არის უს რომ ამ ზაფხულსაც არ ან ვერ გაყიდონ, რადგან ბევრს მოითხოვენ. თუმცა 2023-ის ზაფხულში მოიწევთ შეელიონ, სულ უფასოდ რომ არ დაკარგონ მომდევნო წელს. არ მინდა მაგის დაშვება რომ კიდევ მოუწევს დარჩება, თუმცა უარესს მაინც უნდა ელოდე და არც ისეთი დამღუპველი იქნება რუსეთიდან თუ 23 წლის წავა. მთავარია მაგათ დააღწიოს თავი.

[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა

რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე