რამდენიმე საათში ოფიციალურად უნდა გახდეს ცნობილი, რომ შოთა არველაძე ინგლისური "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი გახდება. ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთ კლუბს უგულშემატკივრებენ, რადგან ჩვენი თანამემამულის წარმატება ყოველთვის სასიამოვნოა...

ადრე და ახლა

"ჰალი" ტრადიციული კლუბია, თუმცა ბოლო პერიოდში კარგი შედეგებით ვერ გამოირჩევა. მათ 2014-15 წლების სეზონში FA თასზე წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ლიგაზე იასპარეზეს, ამჟამად კი ჩემპიონშიპში მე-19 ადგილს იკავებენ - მოწინავე ექვსეულში მყოფ "ჰადერსფილდს" საკმაოდ ბევრი, 15 ქულით ჩამორჩებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ კლუბს 2017 წელს ამჟამად "რუბინის" დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი თავკაცობდა, თუმცა წარმატებით ვერ დაიკვეხნიდა.

საკადრო რესურსი

არველაძის მომავალ კლუბში ერთი გამოცდილი ნახევარმცველია - 35 წლის ტომ ჰადელსტოუნი, რომელიც "ტოტენჰემიდან" კარგად უნდა გვახსოვდეს. გუნდში ამ ამპლუის საინტერესო ფეხბურთელია - 24 წლის შოტლანდიელი გრეგ დოჩერტი, რომელსაც სამშობლოში შოთას ყოფილ კლუბ "რეინჯერსშიც" უთამაშია.

"ჰალის" ყველაზე ძვირად ღირებული (2.5 მლნ ევრო) მოთამაშე დი'შონ ბერნარდია - 21 წლის ცენტრალურ მცველს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდებში უასპარეზია.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 20 წლის მარცხენა გარემარბი ლევის-პოტერ კენია.

მოსალოდნელი ტრანსფერები

უკვე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალის" მფლობელის პირველი შენაძენი სერბი ალეკსანდრ პესიჩი იქნება - 29 წლის ფორვარდი "კარაგუმრუკში" ვატო არველაძის თანაგუნდელია, 12 გოლითა და 2 შედეგიანი პასით კი სუპერლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს. კიდევ ერთი ტრანსფერი ისევ თურქულ კლუბს უკავშირდება - "ფენერბაჰჩედან" უკრაინულ "ზორიაში" განათხოვრებულ 20 წლის ირანელ ფორვარდ ალაჰიარ საიდმანეშს.

პირველი გამოცდა

"ჰალი" ჩემპიონშიპის 29-ე ტურში "სუონსს" უმასპინძლებს, სადაც შესაძლოა, შოთას დებიუტიც მოესწროს. მომავალი მოწინააღმდეგეს მათზე 3 ქულით მეტი აქვს და მე-17 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 2 შეხვედრაში ჰალელებმა ლიდერები - "ბლექბერნი" (2:0) და "ბორნმუთი" (1:0) დაამარცხეს.

რა ვიცი
თვითონ შოთა მეგობარმა გაჩითა მაგ კლუბში და...
კირკიტა
უზბეკეთში რომ იყო, იქ ვინ წაიყვანა რო?
zaza
წაიყვანე რა მასე არ ხდება, მწვრთნელი მაგ საკითხის 5%-სწყვეტს. საქართველო კი არ არის ინგლისია, ინგლისიიიიიიიიიიიიიიიი
ბაბუაწვერა
დააცადეთ ხალხო ჯერ წავიდეს
ლშა
როგორ არ წაუვანია , ხიზანა , ამისულაშვილი და კიდე იყვნენ ბიჭები
ბაჩი
ამას თურქეთშაიდა უზბეკეთში არ წაუყვანია ჩვენებური არავინ და ინგლისში წაიყვანს?მითუმეტეს რა ჭირს ხვიჩას ჰალზე სახვეწნი?...
Winter
კვარაცხელია წაიყვანეთო რომ უწერთ ნახევარი საქართველო ჯერ ერთი როგორ ირონიულად ისაუბრა კვარაცხელიაზე ნახეთ ალბათ. სიმეონესთან ნაჭორავები რაღაცეები რომ მოგვიყვა... მერე მეორე რა სჭირს ვინმეს წასაყვანი და შესახვეწნი კვარაცხელიას და მერე მესამე, მეორე ლიგის გუნდში რატომ უნდა გადავიდეს, როცა ვერსტჰემისნაირ გუნდში თავისფლად შეუძლია გადასვლა თუ რათქმაუნდა რუბინი გაუშვებს და თუ რუბინი არ გაუშვებს ვერც ჰალშიც გადავა და ვერც ბათუმის დინამოში, ასე რომ ტყუილად ეხვეწებით არველაძეს წაიყვანეთო. არავის წასაყვანი არაფერი სჭირს!
გოგა
რომელი ქართველი წაუყვანია შოთას თავის გუნდში? იქაც არავის წაიყვანს.

ჩაკვეტაძე წაიყვანოს მაინც აღარავის უნდა ეგ ფეხბურთელი არადა პოტენციალი ისევ აქვს და შოთაზე მეტად ვინ გამოაცოცხლებს. ამ მომენტისთვის 3 მილიონად მარტივად შეიძენს, ნაკლებად თუ არა.
ზურა
ეს ქეცბაია არავის გეგონოთ,ქართველის წამყვანი გუნდში ეს არაა,არ გარისკავს არანაირად. რა ინგლისი კარგით რა,უზბეკეთი და თურქმენეთი ხომ არ გგონიათ ინგლისის ჩემპიონატი? სივისთვის გამოადგება სამომავლოთ.
tngh
წარმატებები შოთის!!!
ზურა
ეს ქეცბაია არავის გეგონოთ,ქართველის წამყვანი გუნდში ეს არაა,არ გარისკავს არანაირად. რა ინგლისი კარგით რა,უზბეკეთი და თურქმენეთი ხომ არ გგონიათ ინგლისის ჩემპიონატი? სივისთვის გამოადგება სამომავლოთ.
di ma
ესეც თუ ტყუილი გამოდგა აღარაფერი დაწეროთ წინასწარ....
მწვრთვნელი
წაიყვანე შოთა, თუ მანდ მიხვალ კვარაცხელია,ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი. საუკეთესო შუა ხაზს დააყენებ ერთ ორ წელში და ნაკრებსაც შეეშველები ცოტათი.
paata
წარმატებები შოთის! ღმერთმა ხელი მოუმართოს.
შოკირებული გულშემატკივარი
ეს პირველი შემთხვევაა პროლიცენზია იგივეს რო ნიშნავს რაც ევროპაშია
Status quo
ოოო,ვატო თუ გადაიყვანა,უეჭველი გადავლენ პრემიერლიგაში.
რონი
ვატო არველაძის დამატება უნდაო სადღაც წავიკითხე რა ვატო ამას ინგლისი საქართველო ხოარ გონია? ან რატო არ ეუბნებიან მაგ ბავშვს რომ მაგისგან ფეხბურთელი არ დადგება და რამე სხვა საქმე მონახოს :/
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა