გიორგი მიქაუტაძის მიერ "ბეერსხოტის" კარში გოლის გატანასა და კარგ თამაშს დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.

Voetbalkrant-ი წერს, რომ მიქაუტაძემ მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა და "სერენის" (2:1) გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მაღალი შეფასებები მიიღო - DH-ისგან 8 დაიმსახურა, Le soir-ისგან 7.5.

მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პოპულარულმა Whosored-მა აღიარა, ისევე, როგორც ბელგიურმა Sporca-მ.

გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო - კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, საიდანაც 3 ზუსტი გამოდგა, ერთხელ კი ბურთი ძელსაც მოხვდა. 21 წლის ფორვარდმა 3 წარმატებული დრიბლინგი და 1 სახიფათო პასი გააკეთა. გარდა ამისა, 2 საჰაერო დუელიც მოიგო. გამოსარჩევი იყო 64-ე წუთზე მოწყობილი მშვენიერი რეიდი, რაც სამწუხაროდ, გოლით არ დასრულდა, თორემ გიორგის შედეგი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

მატჩის შემდეგ ქართველმა შემტევმა კომენტარი გააკეთა:

"შეიძლება ითქვას, გოლის გატანის გრძნობა დამავიწყდა კიდეც, მაგრამ დავიბრუნე. დიდი დრო გავატარე უგოლოდ, მაგრამ საკუთარ თავში ეჭვი არასდროს შემპარვია, ჩემი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა."

"სერენი" 29 იანვარს "ეუპენს“ უმასპინძლებს.

ლშა_იუვენტინო
ისეთი მაგარი მომენტები სექმნა , ჯერ მარტო ძელს რო გაარტყა რა გააკეთა , ზიდანი ფინტიტ ჩამოიშორა ორი ფეხბურთელი , ერთი გოლი აფსაიდში არ ჩაუთვალეს , ცოტა დეტალურად რო დაწეროთ რაღაცეები არა ?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ