პირველი ივლისისთვის ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიდე) საუკეთესო მოთამაშეთა ტრადიციული რეიტინგლისტი გამოაქვეყნა
პირველი ივლისისთვის ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიდე) საუკეთესო მოთამაშეთა ტრადიციული რეიტინგლისტი გამოაქვეყნა.

ვაჟთა ასეულის სათავეს კვლავ დაუბრუნდა ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი, რომელმაც განვლილ ორ თვეში მონაგარი 2821 პუნქტამდე გაზარდა. მას მცირედით ჩამორჩება ინდოელი მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (2817). რჩეულთა ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან: ლევონ არონიანი (სომხეთი, 2805), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2788), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2781), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2768), რუსლან პონომარიოვი (უკრაინა, 2768), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2768), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2766), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2765).

ვაჟთა პირველ ასეულში უწინდებურად მხოლოდ ერთი ქართველი დიდოსტატია - ბაადურ ჯობავა, რომელსაც 2713 პუნქტით 30-ე ადგილი უკავია.

ქალებს ისევ უნგრელი იუდით პოლგარი მეწინავეობს, რომელსაც 2700-იანთა კლუბში შესასვლელად ერთი პუნქტიღა აკლია. ნანა ძაგნიძე მეოთხედან მე-7 საფეხურზე ჩამოქვეითდა. პირველი ივლისისთვის ათეულში ასეთი მდგომარეობაა: იუდით პოლგარი (2699), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2614), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2575), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2560), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2557), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2538), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2537), კატერინა ლახნო (უკრაინა, 2536), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2528), ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2524).

ქართველ დიდოსტატ ქალთაგან ასეულში შედიან: 16. მაია ჩიბურდანიძე (2500), 21. ბელა ხოტენაშვილი (2487), 30. ლელა ჯავახიშვილი (2469), 41. ნინო ხურციძე (2440), 42. სალომე მელია (2437), 47. ანა მათნაძე (2418), 50. სოფიკო ხუხაშვილი (2426), 59. ნაზი პაიკიძე (2416), 77. ნინო ბაციაშვილი (2381), 80. თამარ წერეთელი (2379), 94. მაია ლომინეიშვილი (2366), 95. მაკა ფურცელაძე (2364), 98. ნონა გაფრინდაშვილი (2360).

ოცწლიან ვაჟთა ოცეულში წარმომადგენელი არ გვყავს, გოგონებში კი ოთხი ჩვენებურია: 6. ნაზი პაიკიძე (2416), 17. სოფიკო გურამიშვილი (2329), 18. ქეთი წაწალაშვილი (2318) და 20. მერი არაბიძე (2311). სიის სათავეშია 17 წლის ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (2575).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე