ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა დაასრულა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა გულშემატკივარს საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით აცნობა:

"ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ ბევრი რამის თქმა გსურს. ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემს ცხოვრებაშიც გამორჩეულია. ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა; მადლობა ჩემს ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის და ახლობელი ადამიანის დიდი დამსახურებაა, რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი.

მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და ურთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო სანაკრებო კარიერა. წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა" - წერს ჯაბა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე.

შეგახსენებთ, კანკავამ ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და თავი 10 გოლითაც გამოიჩინა.

• ეჰ,,,

თუ კარგად გაიხსენებთ, შემოდგომაზე გაურკვეველი მიზეზით არ ათამაშეს ის 101-ე თამაში

• ასეა ეს

სირცხვილია, როცა კაპიტანს და ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს იმიტომ აიძულებენ სანაკრებო კარიერის დასრულებას, რომ ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს არ გადაასწროს ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით! ეს დანაშაულია! ასე წინ ვერ წავალთ! კობიაშვილს რცხვენოდეს!!!

• jiji

მადლობა ღირსეულო კაპიტანო!

• ლადი

მადლობა კაპიტანო!

• მადლობააააა

ნაღდი ქართველი…მაგარი ადამიანი…კარგი ფეხბურთელი …ძლიერი კაპიტანი…აწი დიდ ხანს არ იქნება ცენტრში ეგეთი ჩამჭრელი არ ვიცი კლუბებში მაგრამ ნაკრებისთვის იყო არა ნაკლები ვიდრე გატუზო მილანისთვის …ბევრი თამაში ყოფილა ცენტრში არ გაუხარებია არავინ ( რუსებს აქვთ ეგეთი გამოთქმა “ выжженная земля «აი ეგრე ახერხებდა ცენტრში)და არ მახსოვს არცერთი თამაში რომ სულით და გულით არ ეთამაშა იხარჯებოდა ბოლომდის …ქეცბაიას შემდეგ ჯაბაც ყველა რომ გაჩერებულიყო ეს მარტოც იბრძოდა ….ასე რომ ძაან მძიმე დანაკარგი არის ნაკრებისთვის !!’ თავისი საქმე მან ჩვენზე უკეთ იცის რა თქმა უნდა თორემ დონით და თავდადებით 40 წლისაც რომ იყოს კანკავა ვინც დატოვა იმათ მაინც აჯობებს…!!! და თან არც მეგულება არავინ ვინც 90 წუთს ბრდღვნაში იქნება სულ…!!!ისე ვიცი ერთი ეგეთი გვარად ქართველი ( მაგრად წაადგებოდა ჩვენ ნაკრებს ) მაგრამ აზრი …? არ მოდის ან უფრო სწორად ვერ მოდის..

• mamuka

ეს როგორ წავიდა ეხ და ვის იმედზე ვიყოთ

• Რაგბის ფანი

დამენანა, მინდოდა კიდევ 2-3 წელი. იმედია ერთ თმაშს კიდევ ითამაშევს, რომ პირაშად ვუქომაგოთ

• დავით 67

დამწუხრებული- ს ! კობიაშვილმა უთხრა წადიო და მერე ჯაბამ მადლობა გადაუხადა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა??? რა ბედნიერებაა რომ ყველა შენნაირად არ ფიქრობს.

• lsd

მადლობა ჯაბა

• გიორგი

მადლობა თავდადებული დაუღალავი შრომისთვის

• თამაზი

კარგადაა დაწერილი, ორიგინალურად, ნიჭიერად. მადლობა ჯაბა თავდადებისათვის წლების მანძილზე!

• თემური

მადლობა კაპიტანო.წარმატებები

• EA7

მადლობა ჯაბა

• დამწუხრებული

ვერ ხვდებით რატომ წავიდა? კობიაშვილმა უთხრა წასულიყო რადგან 101-ე თამაშს თუ ითამაშებდა კობიაშვილს გაუსწრებდა ნაკრრბში თამაშების რაოდენობით

• გიორგი

პირველ რიგში კაცური კაცი და მერე ძალიან კარგი სპორტსმენი! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!

• Shoti

Madlobaaa kapitanooo ❤️

• sandro

მადლობა ჯაბა ყველაფრისთვის. ქეცბას სტილის ფეხბურთელი იყო რეალურად. ნამდვილად ღირსეული კაპიტანი და ღირსეული ადამიანი. იმედია გამოსამშვიდობებელ მატჩს მოაწყობენ.

• Levani

რა შუაშია ბიჯო კობიაშვილი.თვითონ დაიკიდა რეკორდი,რადგან 100 ექნება თუ 105 სულ ერთია,ვის აინტერესებს დილეტანტების გარდა. ნაკრებს ივნისში უწევს მნიშვნელოვანი თამაშები და სექტემბერში.აქ ჯაბა ნახევარი წლით კიდე უფროსი იქნება და არც სისწრაფე და სისხარტე მოემატება აწი. თუ პირველი ადგილი მოვიპოვეთ 1/2 ფინალი და ფინალი 2023 წელსაა და თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო ნაკრებში? მიხვდა რო ახლა მარტის თამაშების წინ ვილისაც მეტი დრო ექნება ცენტრის ასაწყობად. ჩვენ იმაზე ვიფიქროთ აწი რა გვეშველება.გვილია-კვეკვეს იმედზე ყოფნა არ გამოვა.არც აბურჯანია ყოჩაღობს. ახალგაზრდებიდან ლუკა გაგნიძე იზრდება კარგი ცენტრი,მაგრამ 1-2 წელი კიდე უნდა ჩამოსაყალიბებლად. ისევ კიტე უნდა დაწიოს უკან და ვინმე შეუწყვილოს.

• ზურა

პირადად ჩემგან დიდი მადლობა ჩვენი და ქვეყნის სიყვარულისთვის!

• გულშემატკივარი

დიდი მადლობა კაპიტანო! ძალიან დააკლდები ნაკრებს, შენი ჟინი მისცემოდა ყველა ქართველ ფეხბურთელს. წარმატებას გისურვებ ყველა შენს საქმეში! მოგვენატრები

• bujanga

მადლობა ჩვენს კაპიტანს..ყველა თამაშში თავდაუზოგავი იყო..მებრძოლი და მუდამ შეტევაზე ორინეტირებული...თავისი შრომისმოყვარეობით და მაღალი ტექნიკით დაგვამახსოვრა ყველას თავი...ძალაინ კარგად მახსოვს მისი თამაშები უკრაინაში..პატარა ბიჭი უკვე გუნდის ჩამოყალიბებული ლიდერი იყო...რომ არა მძიმე ტრამვა რომელმაც ფაქტიურად წელიწადნახევარი მოწყვიტა ფეხბურთს...ევროპის საუკეთესო კლუბებშიც კი მოხვდებოდა..უამრავი შემოთავაზებები ჰქონდა მაშინ..ღირსეული პიროვნება და დიდი ფეხბურთელი..ასეთი პროფესიონალები მუდამ მაგალითი იქნება მომავალი თაობისათვის..წარმატებები ყველგან სადაც კი გააგრძელებს მის მომავალ საქმიანობას..

• ბობა

მადლობა კაპიტანო!!!❤️

• ვახო...

უღრმესი მადლობა ჯაბა!

• დიმო

მადლობა ყველაფრისთვის კაპიტანო!

• aka

ადრეა ჯერ კიდევ შეგიძლია. წასვლას ყოველთვის მოასწრებ

• juna

დიდი მადლობა ერთგულებისათვის და მუდამ საბრძოლო სულისთვის!

• ირაკლი

გუშინდელი დღესავით მახსოვს ჯაბას პირველი თამაშები ნაკრებში, სტადიონზე ვუყურებდი იტალიასთან თამაშს, უსამართლო გაძევებას და მას შემდეგ უამრავ თავდაუზოგავ და თავდადებულ თამაშს საქართველოსთვის. მადლობა კაპიტანს მთელი ამ წლებისთვის, ის ყოველთვის იყო რიგით ჯარისკაცი მაგრამ არასდროს ყოფილა რიგითი ფეხბურთელი, ნაკრების ისტორიაში სამუდამოდ დარჩება როგორც მაგალითი პროფესიონალიზმის, თავდადების და სამშობლოს სიყვარულის!

• Irakli

შენ რა გითხარი რა ამ კომენტარისთვის

• ჯაბა

კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ როგორც ანალიტიკოსი ნული ხარ!

• ბათუმელი ექსპერტი

კობიაშვილმა უთხრა აღარ ითამაშებო, ჩემზე მეტი თამაში არავის უნდა ქონდეს ნაკრებშიო!

• Fexbutis uzomod moyvaruli.

Ehh guli mwydeba mara rasvizavt.madloba yvelafristvis kapitanoo❤

• გაბუ

მადლობა კაპიტანო!!!მართალია ყველაზე მთავარი თამაში ვერ მოიგე, უნამუსო ქნება ის გულშემატკივარი ვინც შენ მადლობას არ მოგიხდის შენი ჯიგრიანი თამაშისთვის ნაკრებში. დიდი მადლობა კაპიტანო!!!

• ბექა

წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და ამდროს წასვლა იქნებოდა? ძალიან დამწყდა გული კაპიტანო!

• ID

მადლობა დაუღალავ კაპიტანს. კიდევ უფრო დიდი მადლობა რომ (2005 წელს ალანიაში ჩატარებული 12 თამაში არ ითვლება), რუსეთში სათამაშოდ არ წასულხარ. ვისურვებდი რომ მოგბაძონ პატარებმაც და არანაირი დაპირების ფასად იქით არ გაიხედონ. წარმატებები შენ !!!!

• შალვა 73

მადლობა ყველაფრისთვის შენი ოჯახის და სამშობლოს ღირსეულო ადამიანო, გისურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!!!

• დააT

არ უნდა წასულიყო ნაკრებიდან, მისნაირი მებრძოლი ჩვენ ნაკრებში აღარავინ დარჩა. ჯერ კიდევ შეეძლო ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ მისი გადაწყვეტილებაა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. დიდი მადლობა ჯაბა რომ ჩვენს ნაკრებში იყავი გამორჩეული, ბოლომდე მებრძოლი და ჯიგრიანი კაცი.

• მწვრთვნელი

იცოცხელე და გაიხარე ჩვენი ბევრჯერ გახარებისთვის! ჯანი და ღონე არ გამოგლეოდეს ჯაბა!

• არაფერი მნიშვნელოვანი

კარგი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც კაპიტანი ნულია, მაკედონიასთან მარცხის მერე 1 სიტყვა არ უთქვამს, და ზოგადად ამ თაობას ქართული ფეხბურთისთვის არაფერი მიუცია, არც არავის გაახსენდება.

• გაიოზი

მადლობა ჯაბას, ყველაფრისთვის.

• ქობულეთიდან

მადლობა ჯაბა, მადლობა კაპიტანო !!! შენ ხარ კაცი, რომელიც მოედანზე სულს და გულს დებდი. ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის ჩატარება, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და შენ მართლაც რომ გამორჩეული ხარ ჩვენი ნაკრების ისტორიაში. ჯანმრთელობა და წარმატებები მინდა გისურვო ცხოვრებაში.

• ჯონი

ნამდვილი კაპიტანი !!!! რომელიც ყველას და ყოველთვის ეყვარება !! ადამიანი რომელიც ნაკრების მაისურით გადიოდა მოედანზე და მუდამ იბრძოდა!!! წარმატებები ნამდვილო კაპიტანო !!!!

• ჯონი

ნამდვილი კაპიტანი !!!! რომელიც ყველას და ყოველთვის ეყვარება !! ადამიანი რომელიც ნაკრების მაისურით გადიოდა მოედანზე და მუდამ იბრძოდა!!! წარმატებები ნამდვილო კაპიტანო !!!!

• დათო

…ღირსეული ქართველი!!! მადლობა!!!

• ჭიჭე

ჯერ კაცი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი, მადლობა თავდადებისათვის!!!

• Alex

ძალიან სამწუხაროა რომ მიდის. მართლაც ღირსეული და საამაყო კაპიტანი იყო. მთელ გულს და სულს დებდა თამაშში. მადლობა!!!

• ამხანაგური ეკუთვნის თბილისში გასაცილებლად

თუ ვერ მოხერხდა ცალკე გასაცილებელი მატჩის გამართვა ხარჯების და ორგანიზაციის გამო, მაშინ ნაკრების რომელიმე ამხანაგური უნდა დაიგეგმოს საქართველოში შემოდგომაზე მაინც და იქ მოხდეს მისი ღირსეული გაცილება. ზაფულამდე უკვე დაგეგმილია ამხანაგურებუ და სამწუხაროდ ყველ გასვლაზე

• კირკიტა

როგორ ველოდებოდი, რომ 101-ედ ითამაშებდა და კობიაშვილის რეკორდს გააუმჯობესებდა. ზუსტად 100 თამაშზე რომ გაჩერდა და დაასრულა კარიერა, რას უნდა ნიშნავდეს?! იმას ხომ არა, რომ ზემოდან უთხრეს - დაისვენე აწიო. ახლა ჯაბა ისეთ ფორმაშია, რომ ძალიან კარგად შეიძლებოდა ნაკრებს დახმარებოდა გაზაფხულზე. იმედია, გურამ კაშია მაინც გააუმჯობესებს ახლა უკვე კობიაშვილი-კანკავას რეკორდს და 101-ე თამაშის წინ სადმე ფეხს არ მოტეხავენ :)))

• ქომაგი

ნამდვილად, მეც ეგ შთაბეჭდილება დამრჩა! თუნდაც ბოლო თამაშს ჩავატარებო და მივდივარო რომ ეთქვა მეტი გამოსდიოდა. კიდევ ერთხელ სირცხვილი კობის.

• beqa

დიდებული კაპიტანი! მადლობა! ვისურვებდი გაცილების მოწყობას გეკუთნის

• Talo

დიდი მადლობა კაპიტანო!!! სულს და გულს დებდი და ამას ყოველთვის ვგრძნობდით და ვაფასებდით...

• რრრ

დიდი მადლობა ჯაბას, ამას ქვია წახვიდე უნდა დროულად, რათა დარჩე ხალხის გულში, უმრავლესობას ეპარება წასვლის დრო და მერე უპატივცემულოდ მიდის.

• ავჭალიდან

ჯაბა რა სიტყვები უნდა იყოს შენი საქმის ლერევანტული რომელიც იმ ღვაწლს და შრომას გაუტოლდება იმ 100 მატჩში ჩადე. შენს დიდ საქმეს ქვეყნის წინაშე ჩვენი ყოვედღიური პატივისცემა და გულშემატკივრობა დააფასებს. პ.ს ერთს დავამატებდი და ყველამ ობიექტურად მიიღოს მიბაძოს ყველამ, ჯაბა რომ წავა რამდენია წასასვლელი მავანისათვის მიმინდვია...

• ლაშა

მადლობა კაპიტანო!

• კონსტანტინე თავართქილაძე

კობის წასვლის შემდეგ მიუხედავად იმისა თამაშობდა თუ არა იმ დღეს მოედანზე იყო თუ არა როდესაც ჯაბა ნაკრებშია სხვა კაპიტანი უბრალოდ არ არსებობდა. მადლობა კაპიტანო!!!! ლეგენდა!!!!!

• ბათუმი

მადლობა ჯაბა! შენ ყოველთვის გამორჩეული მებრძოლი იყავი, მთელ სულს და გულს დებდი მოედანზე,ცეცხლს ანთებდი და კაპიტნობდი ეროვნულ გუნდს. წარმატებები

• ბათუმი

მადლობა ჯაბა! შენ ყოველთვის გამორჩეული მებრძოლი იყავი, მთელ სულს და გულს დებდი მოედანზე,ცეცხლს ანთებდი და კაპიტნობდი ეროვნულ გუნდს. წარმატებები

• გიორგი-11

მადლობა ჯაბას ოჯახს, ასეთი კარგი კაცი რომ გაზარდეს!

• DAVE

მადლობა ჯაბა, ყოველთვის მაგარი იყავი, ნამდვილი კაპიტანი !!!! წარმატებები

• სხვა რამე

ერთადერთი გამონაკლისი ვიზეც გული დაგვწყდება რომ დაასრულა, ამის ჩაგდებული და უემოციო თამაში არ მახსენდება, წაატებები

• მადლობა კაპიტანო

დაასრულებინეს... ბოლოს არ ათამაშეს კობიაშვილზე მეტი თამაში რო არ ქონოდა ნაკრებში...ტფუი მელოჩნიკებს

• levan

მადლობა კაპიტანო,მოგვენატრება შენი ჯიგრიანი თამაში საქართველოს ნაკრებში

• ალექსა

ღირსეული გაცილება ეკუთვნოდა ამ კაცს!

• ქომაგი

დიდი მადლობა ჯაბა! მართლაც რომ ღირსეული კაპიტანი იყო. იმედია გურამ კაშიაც 100-ზე არ დაამთავრებს სანაკრებო კარიერას.

• მოგება

მადლობა შენ კაპიტანოოოოო!!!

• მინდია

ძალიან დაგვაკლდები. ამ ასაკშიც კი ძალიან ბევრს ნიშნავდი ნაკრებისთვის. დიდი მადლობა თითოეული თამაშისთვის კაპიტანო

მადლობა შენ, კაპიტანო, იმ შემართებისთვის და თავდადებისთვის, რომლითაც ნამდვილად გამოირჩეოდი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში!

• mamuka09ze

შენ ყოველთვის ჯიგარს დებდი მოედანზე, ნამდვილი მებრძოლი იყავი, არავის უშინდებოდი...წარმატებები შემდგომში... ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები...

• მირო

მადლობა ჯაბა!!!

• ირაკლი

მადლობა კაპიტანო! წარმატებები ჯაბა! ნაკრებისთვის ამ დანაკლისის შევსება შეუძლებელია.

• ბაჩო რომანაძე

დიდი მადლობა იმ ჯიგრიანი ფეხბურთისთვის, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში გვაჩვენებდი და ამიტომ ღირსეულ ადგილს დაიჭერ ქართული ფეხბურთის ისტორიაში

• ლუკა

ხუმრობ? ვიღამ უნდა ითამაშოს?

• rable

ჯაბას მადლობა ყველაფრისთვის. ნათელი მაგალითი -მშრომელი და თავდაუზოგავი ფეხბურთელობის!

• Levani

დამსახურებული მადლობა ჯაბას.იმედია სხვიბი მიბაძავენ-ვინც უკვე ვეღარ დარბის და ადგილზე ტრიალებს ტროლეიბუსივით.

• llcl

მადლობა კაპიტანს! ერთადერთი ადამიანი ქეცბას შემდეგ რომელიც თავს არ ზოგავდა ნაკრების მაისურით!

• მადლობა კაპიტანს

ფეხბურთელი რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და გულით თამაშობდა. ერთი ხელის თითებსაც ვერ შევავსებთ მსგავსი მაგალითები რომ ჩამოვთვალოთ საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

• ქომაგი

მადლობა!!!

• ზაზა.

ღირსეული ადამიანი ხარ, მადლობა შენ,ვერც წარმოიდგენ ალბათ რამხელა სიყვარული დაიმსახურე ქართველ და არა მარტო ქართველ გულშემატკივრებში,წარმატებები შემდგომ საქმიანობაში, გაიხარე ძმაო!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია