ბოლო დროს გიორგი ჩაკვეტაძის უთამაშებლობა გვაღელვებდა, თუმცა, მოულოდნელად, სასიამოვნო და საინტერესო ამბავი გავიგეთ - ის იჯარით "ჰამბურგში" ითამაშებს. ახლა მთავარია, რომ გიორგიმ მწვრთნელის უნდობლობასა და მისთვის არასასიამოვნო გარემოს თავი დააღწია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ახალი კლუბი ახლა ელიტაში არაა, "ჰამბურგს" დიდი ისტორია აქვს და ბუნდესლიგაში აღზევების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, სადაც გადასვლა ჩაკვეტაძის კარიერას ძალიან უნდა გამოადგეს.

გიორგის საკუთარ თავზე მუშაობა ისევ მოუწევს - ფაქტია, რომ მასთან გარკვეული შეკითხვები ვილი სანიოლსაც ჰქონდა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ძველებური "ჩაკვე" ვერა და ვერ ვიხილეთ - "ერთა ლიგაზე" მეტოქეებს შიშის ზარს რომ სცემდა და ნაკრების ლიდერი იყო, ნამდვილი ლიდერი!

ასევე, უკვე საკმარისი მაგალითები გვაქვს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ - ბელგიის ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი თავის სრულად რეალიზება უჭირთ. გიორგი მიქაუტაძის მაგალითი სხვა შემთხვევაა და ის შესადარებლად არ გამოდგება. ახლა ჩაკვეტაძეს დიდი მოტივაცია აქვს - ყველა დაარწმუნოს, რომ ისევ შეუძლია!

"ჰამბურგი" "დინამოსთან" და ახლა...

1979 წელს, თბილისის "დინამომ" "ლივერპულის" ურთულესი ბარიერი რომ გაიარა, შემდეგ მძლავრ "ჰამბურგს" დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა - საერთო ანგარიშით 3:6...

ამბობდნენ, რომ მიუნხენის "ბაიერნს" "ჰამბურგი" ძალიან იმის გამო არ უყვარდა, რომ ისინი ბუნდესლიგიდან არასდროს ვარდებოდნენ. თუმცა ეს დღეც დადგა და ახლა ჩაკვეტაძესა და მის თანაგუნდელებს ელიტის საგზურისთვის ბრძოლა უწევთ.

მეორე ბუნდესლიგაში 20 ტურია გასული და "ჰამბურგი" 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მათ ყველაზე ცოტა - 20 გოლი აქვთ გაშვებული, თუმცა არც ისე ბევრი გაიტანეს - 34.

ქართველი ლეგიონერის ახალი კლუბი გერმანიის თასზე წარმატებით გამოდის - უკვე 3 მეტოქე - "ბრაუნშვაიგი", "ნიურნბერგი" და "კიოლნი" ჩამოიცილა და მეოთხედფინალშია.

მწვრთნელი და ტაქტიკური სქემა

"ჰამბურგს" 46 წლის გერმანელი სპეციალისტი ტიმ ვალტერი ხელმძღვანელობს. მან სამწვრთნელო კარიერა "კარლსრუეს" ასაკობრივ გუნდებში დაიწყო, რასაც მიუნხენის "ბაიერნი" და მისი მეორე გუნდიც მოჰყვა. ტიმი ამის შემდეგ "კილსა" და "შტუტგარტში" იყო, დღევანდელ კლუბში კი მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა.

ვალტერის მთავარი სათამაშო სქემა 4-3-3-ია, რომელსაც ფაქტობრივად, არასდროს ცვლის. თუკი "ჰამბურგის" შეხვედრებს თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ გერმანელ სპეციალისტს საკმაოდ ხშირად ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობა გამოჰყავს. როგორც ჩანს, ფეხბურთელებს ბოლომდე ენდობა. საინტერესოა, ამ ტაქტიკურ განლაგებაში მწვრთნელი გიორგი ჩაკვეტაძის ადგილს სად დაინახავს...

საკადრო რესურსი

ჩაკვეტაძის ახალ კლუბში კევინ კიგანის, ფელიქს მაგათის, რაფაელ ვან დერ ვაარტისა თუ ივიცა ოლიჩის დონის ფეხბურთელები ახლა არ არიან. გუნდი, ძირითადად, გერმანელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. გიორგის გარდა, 30-კაციან განაცხადში სულ 8 ლეგიონერია. აქედან 2 მეკარე - შვედი იოჰანსონი და პორტუგალიელი ფერნანდესი. გარდა ამისა - ხორვატი ვუსკოვიჩი, გამბიელი ჯატა, შვეიცარიელი მუჰეიმი, ნიდერლანდელი რაისი, ფინელი სუონენი და დანიელი სორენსენი.

მეორე ბუნდესლიგა

მეორე ბუნდესლიგაში შესვენებაა და შეხვედრები 6 თებერვალს განახლდება. ცხრილში სიმჭიდროვეა - ლიდერ "დარმშტადს", რომელსაც ახლა სწორედ ჰამბურგელები ესტუმრებიან, 39 ქულა აქვს. მეორეზე "სტ. პაულია" - 37 ქულით, "ვერდერს" კი "შალკეს", "ჰამბურგსა" და "ჰაიდენჰაიმზე" 1 ქულით მეტი - 35 აქვს. სხვა გუნდებიც აქვე არიან...

სერგი
ვუყერე თამაშს, უსუსტესი გუნდია.
beqa
შანსი გგაქ გადატვირთო კარიერა. 6 თვეში უნდა მოასწრო დამკვიდრება რო გამოგისყიდოონ
G.LA
ახლა ყველაფერი გიოზე დამოკიდებული. დიდი შრომაა საჭირო რომ თავი დაიმკვიდროს ძირითადში. ჰამბურგი საკმაოდ ძლიერი და ტრადიციული გუნდია. მშვენიერი შანსი აქვს დაბრუნდეს ბუნდეს ლიგაში. წარმატება ჩვენ გიოს!
gia jashi
ისტორიას საფეხბურთო სამყაროში, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, ჰაბურგი დიდი საფეხბურთო კლუბია!ამ მხრივ ჩაკვეტაძეს ძალიან გაუმართლა.ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ბუნდესლიგაში დაბრუნების რეალური შანსი.ჯანმრთელობის საკითხი ვფიქრობ ამჟამად დამაკმაყოფილებელია,გერმანიაში სამედიცინო შემოწმება უმაღლეს დონეზეა, სხვა შემთხევაში არ აიყვანდნენ.რჩება რამდენიმე საკითხი პირველი ფსიქოლოგიური მდგრადობა და აქედან გამომდინარე თუ როგორ მოერგება გუნდს და მეორე მისთვის სწორი ადგილის გამოძებვნა და მწვრთნელის ნდობა,ნდობას კიდევ დამსახურება უნდა ,ცოტა ფორტუნამც თუ გაუღიმა ყველაფერი გამოუვა.ახლა კვარაცხელიას ტრანსფერსაც მოუთმენლად ველი.წარმატებები ბიჭებს!
რონი
კომენტარებია ისეთი რო რავი )) ინგლისში სწრაფი ფეხბურთია ლალიგაში მჭიდროდ თამაშობენ ბელგია საფრანგეთში ხისტად უბერავენ გერმანიის მეორე ლიგაში ფეხს მოაძრობენ... საქართველოში ჩამოიყვანეთ მაშინ... ეს ბიჭი არიყო ტრამვისკენ მიდრეკილი შეუშვით მაგ თავებში არასწორი მკურნალობის გამოა რაც დაემართა. ჰამბურგი კია მეორე ბუნდესლიგაში მაგრამ გამართული ინფრასტრუქტურა აქვთ მიხედავენ ამ ბიჭს და მჯერა იყიდიან კიდეც წლის ბოლოს. ბუნდელიგაში მეორე დებრუინი უნდა გახდეს ჩვენი ჩაკვე!!!!
tngh
წარმატებები გიოს!!! ეხლა მისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა... წინ ნაკრების თამაშებია!!!
სხვა
ცუდი ვარიანტია ჰამბურგი, ჩაკვეტაძეს ყნდა განვითარება, 20 წლის მერე არ განვითარებულა, ესეთ შემოქმედებით ფეხბურთელს სხვა მიდგომა უნდა, ნორმალური აგენტი რომ ყავდეს ამისგან ბრილიანტს გააკეთებდა, განვითარებისთბის ჰოლანდიის ჩემპიონატია ზედგამიჭრილი და არა ჰამბურგი სადაც თუ არ ჩაჯდა სქემაში იქნება უსევ სკამზე

დარმშტადი რამოდენიმე წლის წინ იყი ბუნდესლიგაში, ზანქტ პაული კი ცნობილი ადი ჩადი იყო 1-2 ბუნდესლიგებში მცირე ხნის წინ
ერიჰაა
ჰოდა, სტრესის დაძლევა უნდა ისწავლოს და ბურთი ნაკლებად დაკარგოს. თუ წინსვლა და დიდი ფეხბურთის თამაში უნდა, მაშინ თქვენმა კრიტიკამ არ უნდა გააღიზიანოს. (((
100%
ზოგადად, შემოქმედი ფეხბურთელები როგორებიც არიან, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, კოუტინიო, დიბალა და ა.შ. არ უნდა ჩასვა მკაცრ ჩარჩოებში. ასეთი ფეხბურთელები ჰქმნიან ამინდს, თამაშის დროს. ერთხელ დაკარგული ბურთის გამო, არ უნდა დასვა ,,ზამენაზე,,. მათ მიმართ ნდობაა საჭირო. სტრესის ქვეშ, ასეთი ფეხბურთელები ვერ თამაშობენ ისე, როგორც შეუძლიათ.
Levani
დარმშტადტი პატარა ქალაქია და არა მგონია ბუნდესლიგაზე გაიქაჩოს- ხალხს ზოგჯერ მეორე ბუნდესლიგაში ურჩევნია დარჩენა,პირველს მაინც ვერ გავქაჩავთ და მარტო ბილეთები გაგვიძვირდებაო ამბობენ. ზანკტ პაულიც ჰამბურგის ერთ-ერთი უბანია ბორდელებით განთქმული-არა მგონია როდესმე ბუნდესლიგაში ითამაშოს. ასე რომ ვერდერი,შალკე და ჰამბურგი გადავლენ წესით.
Zaza
პირველი ბუნდესლიგა რთულია ბურთს თავის ფეხიანად აგახევენ თუ ბურთი დროზე არ მოიცილე.ვნახოთ როგორდა რა იქნება.
ფეხბურთის ქომაგები
კარგი ბედ -იღბალი და წარმატებები გიორგის, თუ კითხულობ უმორჩილესად გთხოვთ, ვარჯიში, დიეტა, მედიცინა, დისციპლინა, სამაგალთო ყოფაქცევა დანარჩენი უხვად მომადლებული გაქვს ღმერთისაგან!
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია