ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის "მილსამისთან"გამარჯვებამ თბილისის "დინამოს" მეპატრონე ძალიან გაახარა
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის "მილსამისთან"გამარჯვებამ თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია ძალიან გაახარა.

"კარგია, რომ ლამაზად გავიმარჯვეთ, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა. ახლა მეორე ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი გვაქვს. ხალხმა დაინახა, რომ ჩვენს ბიჭებს ფეხბურთის თამაში შეძლებიათ და ნელ-ნელა ეჩევევიან იმ ფეხბურთს, გულშემატკივარს რომ მოსწონს. მე ეს ყველაზე მეტად მახარებს. თბილისის "დინამომ" სწორედ ასე უნდა ითამაშოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დასახვეწია, მაგრამ მიმართულება და თამაშის სტილი მოსაწონი იყო", - თქვა ფიფიამ.

"დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი კი ამბობს:"ძალიან მიხარია, რომ პირველი შეხვედრა წარმატებით ჩავატარეთ. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც მრავლად მოვიდა და მხარი დაგვიჭირა. მთავარია, ასე გავაგრძელოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ეტაპზე გავალთ და ქომაგებს უფრო მეტად გავახარებთ. ისიც მაიმედებს, რომ მეორე ეტაპზე ესპანელები დაგვემატებიან, გუნდიც უფრო შეთამაშდება და გავძლიერდებით. ეს ყველაფერი კი თამაშსა და შედეგებზე აისახება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა