დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. კახა ცხადაძის გუნდი ამჯერად სერბული სუპერლიგის მეხუთე ადგილოსანს - კრუშავეცის ნაპრედაკს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში მე-8 წუთზე სერბებმა გახსნეს, დინამოელთა მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშით სრდიან კოჩიჩმა ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა პირველივე წუთებში ორი ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. გაშვებული გოლის შემდეგ დედაქალაქელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. შეტევებმა შედეგი 43-ე წუთზე გამოიღო, გიორგი გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებთან მოიპოვა ბურთი და მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი დიდ არ შეცვლილა, ინიციატივას დიმნაო ფლობდა, მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

განვილი შეხვედრა დინამოელთა მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორმა გიორგი გაბედავამ შეფასა:

გიორგი გაბედავა: "ვთვლი, რომ ცუდი მატჩი არ ჩავატარეთ და გუნდს ეტყობა, რომ მომატება შეგვიძლია. ჯერ ბევრი რამე დასახვეწია, თუმცა ამ შეხვედრაში ბევრი მომენტი შევქმენით და დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეგვეძლო.

გამარჯვება ყოველთვის კარგია, თუმცა ტესტ-მატჩებში ანგარიშს ნაკლები ყურადღება ექცევა, მთავარია მოცემული დავალებების ზუსტად შესრულება, ყურადღების გამახვილება კონკრეტულ დეტალებზე... ვთვლი, რომ დღეს წინა თამაშთან შედარებით უფრო გამოჩნდა, რომ გუნდი ნელ-ნელა იმ ხარისხს მიაღწევს, რაც ჩემპიონატის დაწყებამდეა დასახული."

დინამო (სასტარტო): პრიეტო, ბენიო, პაპავა, ჯანგიძე, გვიშიანი, ხარაბაძე, მოისწრაფიშვილი, ლომინაძე, გაბედავა, ანტილევსკი, იობაშვილი

შეცვლაზე გამოვიდნენ: კერესელიძე, მაისურაძე, კალანდაძე, ხვადაგიანი, ოსეი, მექვაბიშვილი, სხირტლაძე, ბილენკი

დინამო თბილისი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 1 თებერვალს ბულგარეთის ჩემპიონის რაზგრადის ლუდოგორეცის წინააღმდეგ გამართავს.

fcdinamo.ge

Levani
ქვემოთ მარცხნივ პირველი "ჯეოთიმის" იუთუბერი საბაა?:) მაზიანზე მოუგო ალბათ ცხადაძეს დინამოში მათამაშეო.
კახა
რატომღაც არააქვს ცხადაძის იმედი სანამ ნამდვილ პროფესიონალ მწვრთნელს არ მოიყვანენ რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი იქნება დაამტკიცოს თავისი კვალიფიცირება და შედეგის დადებით არამარტო დინამოს არამედ საკუთარი მომავლისთვისაც პერსპექტივის და ამბიციების წარმოჩენას მთავარი.
Ehhhh
მარუსიჩი რადინი რამ გაგაშვებიათ იმენა გონში არ ხართ არაფრის გაბედავათი და კამარათი გინდათ რამის მიხწევა ეჰ ეჰ ეჰჰჰჰჰჰ..ცხადაძე ჭკვიანი კაცი მეგონა მაგრამ რას ფიქრობს მე არვიციიიი ვერაფერს ვერ მიახწევთ ვერსადდდ თუ ვინმე ნორმალურიი ფეღბურთელები არ დაიმატეთ ამის პირობას გაძლევთ!!!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა