"სამგურალის პრეზიდენტმა" მიხეილ იაშვილმა კლუბის საიტთან ინტერვიუში გუნდის სიახლეებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

- გუნდი ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება, ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა, რამდენად კმაყოფილი ხართ თამაშის ხარისხით?

- ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ და დიდი დატვირთების ფონზე გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ორივე მატჩი მოვიგეთ, რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ საკონტროლო მატჩებს სხვა დატვირთვა აქვს, ჯერ მზადების პირველ ეტაპზე ვართ, მწვრთნელები ტაქტიკურ სამუშაოებს ატარებენ, შემადგენლობებიც ექსპერიმენტალურია.

რამდენიმე დღეში გუნდი მიემგზავრება ანტალიაში, სადაც 4 ან 5 საკონტროლო მატჩს გავმართავთ. მწვრთნელების თხოვნით, სპარინგებისთვის ძლიერი მეტოქეები შეირჩა. უკვე გარკვეულია სამი მეტოქე. ძალიან კარგი გუნდია "კოლოსი", რომელიც უკრაინის სუპერლიგაში ასპარეზობს. ასევე, ვორონეჟის "ფაკელი", ვორონეჟელები რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოს არიან და კარგი შემადგენლობაც ჰყავს, "ფაკელის" თამაშები ვნახეთ - წამყვან რუსულ კლუბებთან და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე ძლიერი გუნდია დანიური "ჰელსინგორი", რომელიც პირველი ლიგის ლიდერია. კიდევ ორი მეტოქე ადგილზე გაირკვევა. მოკლედ, ანტალიაში კარგი სპარინგები გველოდება. გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება და კარგად მოემზადება.

- გუნდის გაძლიერების პროცესი თუ გაგრძელდება?

- ვფიქრობ, საკმაოდ კარგი და დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს, თუმცა შეიძლება კიდევ დაგვემატნონ ფეხბურთელები. 4 თებერვალს ანტალიაში ველოდებით სენეგალელ ფორვარდს, რომელიც წინა სეზონში იტალიის სერია C-ს კლუბში თამაშობდა, ასევე პეტერბურგის "ზენიტის" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელს. მათ მწვრთნელები საქმეში ნახავენ და ამის შემდეგ გადაწყდება, დარჩებიან თუ არა გუნდში. მინდა გითხრათ, რომ იმედიანად ვარ განწყობილი, ვფიქრობთ, წლეულს "სამგურალი" იმაზე გაცილებით კარგი გუნდი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო.

დონალდ ჯუსი
წელს ყველაზე საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატი გვექნება. ბათუმი, თბილისის დინამო, ტორპედო და დილა. ოთხეული ალბათ ასეთი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი