სერხიო ბატისტას გაწვრთნილმა მასპინძლებმა ბოლივიის ეროვნულ გუნდთან ვერაფერი გააწყეს და საბოლოოდ ფრეს (1:1) დასჯერდნენ
ლა პლატა, "სიუდად დე ლა პლატა"

არგენტინა-ბოლივია 1:1 (0:0)

არგენტინა (4-3-1-2): რომერო, ძანეტი, ბურდისო, მილიტო, როხო, ბანეგა, მასკერანო, კამბიასო (დი მარია 46), მესი, ლავესი (აგუერო 71), ტევესი.

მწვრთნელი: სერხიო ბატისტა.

ბოლივია (4-4-2): არიასი, რალდესი, ალვარესი, რივერო, გუტიერესი, ვაკა (ჩავესი 64), რობლესი, ფლორესი, კამპოსი (არსე 80), ედივალდო (კარდოსო 90), მარტინსი.

მწვრთნელი: გუსტავო კინტეროსი.

გოლები: 0:1 ედივალდო (48), 1:1 აგუერო (76).

გაფრთხილებები: ტევესი 38, ლავესი 55 – ფლორესი 35, გუტიერესი 39, ჩავესი 76, რივერო 87.

მსაჯი: რობერტო სილვერა

კოპა ამერიკის 43-ე გათამაშება, რომელსაც არგენტინა მასპინძლობს, სენსაციით დაიწყო - ტურნირის უმთავრესმა ფავორიტმა, მასპინძელთა ნაკრებმა ბოლივიის ეროვნულ გუნდთან ვერაფერი გააწყო და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.

პირველი გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში, ედივალდომ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ქუსლით გაიტანა და სტუმრები წინ გაიყვანა.

მანამდეც და მას შემდეგაც არცთუ დიდად შთამბეჭდავად მოთამაშე მესიმ და კომპანიამ წონასწორობის აღდგენა მხოლოდ 76-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსული აგუეროს ეფექტური გოლის წყალობით შეძლეს, თუმცა სერხიო ბატისტას შეგირდები, მცდელობის მიუხედავად, მეტს ვეღარ გახდენენ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა