2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მსოფლიო რაგბი "ბორჯღალოსნების" კაპიტან მერაბ შარიქაძეს ესაუბრა და გასული წლის შეფასებასთან ერთად, წლევანდელ პერსპექტივებზეც ესაუბრა:

„2021 წელი საქართველოსთვის მოედანზე აღმავლობის და მის მიღმა დაცემის წელიწადი იყო. "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოიგო ხუთიდან ხუთი თამაში და ტიტული მორიგ ჯერზე შემართა. მათ 24 ქულა მოაგროვეს და 10 ქულით გაასწრეს უახლოეს მდევარ რუმინეთს. ეს პოზიცია მათ აახლოებს 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასთან. წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაგროვილი ქულები, რომელიც 5 თებერვალს იწყება, 2021 წლის შედეგებს დაემატება და გაერთიანებული ცხრილის ორი საუკეთესო გუნდი საფრანგეთის პირდაპირ საგზურს მიიღებს, ხოლო მესამე ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება.

მას შემდეგ, რაც ტურნირი კიდევ ერთხელ მოიგო, საქართველოს ნაკრები ივლისში მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას სტუმრად ებრძოლა და მხოლოდ ბოლოსკენ გატყდა – 9:40 წააგო. მოგვიანებით იგივე განმეორდა საფრანგეთთან მატჩშიც, რომელთაც ასევე დასჭირდათ ოფლისღვრა ქართველების დასამარცხებლად (41:15). და ბოლოს იყო ფრე ფიჯისთან – 15:15, რომელიც რეიტინგში ერთი ადგილით უსწრებს საქართველოს. საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-12 პოზიციაზე რჩება და მზადაა პროგრესისთვის უახლოეს თვეებში იბრძოლოს.

თუმცა გასული წლის ივლისში, როდესაც "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კოვიდით დაინფიცირდა და ექსპერტების აზრით, ძალიან გაუმართლა, ცოცხალი რომ გადარჩა. გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე იმ პერიოდს ასე იხსენებს:

„საშინელი დრო იყო ქართული რაგბის ოჯახისთვის. როდესაც მისი მდგომარეობის შესახებ გავიგეთ, მოთამაშეები და მთელი პერსონალი ძალიან ვნერვიულობდით, რადგან ის შესანიშნავი ადამიანია და ბევრი რამ აქვს გაკეთებული ქართული რაგბისთვის. მას სამხრეთ აფრიკაში მოუწია დარჩენა, რადგან მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა უდიდესი ბრძოლის უნარი გამოავლინა. როდესაც ჩვენი ფრენჩაიზი "შავი ლომი" ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერთასზე ჩაერთო, ლევანი უკვე ჩვენთან ერთად იყო და გუნდს ხელმძღვანელობდა. ვერც კი ვიჯერებდით, რომ ასეთი მდგომარეობიდან ორიოდე თვეში, ის კვლავ ჩვენთან ერთად იყო. ამის შემდეგ ქართულ რაგბიში სიტუაცია პოზიტიურად წარიმართა“.

28 წლის შარიქაძის ანგარიშზე უკვე 80 კეპია ეროვნულ გუნდში. მისი აზრით, ახალი ტურნირი, რომელშიც "შავი ლომი" ჩაება, კარგი ასპარეზია ახალგაზრდა მორაგბეებისთვის თავის გამოსაჩენად. 2021 წლის უკანასკნელ თვეებში გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 თამაში მოიგო, 1 დათმო და უკან ჩამოიტოვა ორი რუსული და ერთი ისრაელის გუნდი. წინ ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა და პლეი-ოფის ეტაპია.

„სუპერთასი ნამდვილად წაადგა ქართულ რაგბის. 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიაროს სრული გზა ეროვნულ ნაკრებამდე. ეს კარგი იქნება ნაკრებში კონკურენციის გასაზრდელად, სიღრმეების გასაჩენად. 2020 წელი პანდემიის გამო მთელი მსოფლიოსთვის რთული იყო, ახალგაზრდა მორაგბეებმა კი "შავი ლომის" წყალობით კარგი გამოცდილება შეიძინეს. მათ ნაკრებს ახალი ენერგია შემატეს და ჩვენც, შედარებით გამოცდილ მორაგბეებს, გვაიძულებენ უფრო მეტი ვიშრომოთ, რათა გუნდში ადგილი შევინარჩუნოთ. ეს დაეხმარება ქართულ რაგბის უფრო მაღალ დონეზე ასვლაში“.

ახალი თაობა

ქართული რაგბის ახალ, ნიჭიერ თაობას თედო აბჟანდაძე ლიდერობს, რომელსაც 22 წლის ასაკში თითქმის 30 კეპი აქვს მოხვეჭილი. და როდესაც შარიქაძე სტანდარტის აწევაზე საუბრობს, მას კარგად ესმის, რომ ამის დამტკიცება გუნდს უახლოესი ორი თვის განმავლობაში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს.

„შარშან მარტში პორტუგალიას ვესტუმრეთ და მეტოქემ კარგი თამაში შემოგვთავაზა (საქართველომ 29:16 მოიგო). ეს არის გუნდი, რომელიც ბოლო წლებში სწრაფად პროგრესირებს. ამ თამაშის ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვუყურეთ და ვიცით, რომ მათ წინააღმდეგ კარგი დაცვა უნდა ვითამაშოთ. მაგრამ თუ ისე შევუტევთ, როგორც გვიყვარს, ვიცით, რომ ტურნირს გამარჯვებით დავიწყებთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ყველა გუნდი ჩვენთან თამაშით საკუთარ სტანდარტს იმაღლებს. ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონები ვართ და დანარჩენი ხუთი გუნდი მაქსიმალური მობილიზებით გვეთამაშება, რაც ახალ დონეზე გადასვლაში გვეხმარება. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და შედეგები გავაუმჯობესოთ. მოუთმენლად ველოდები ტურნირის დაწყებას“.

rugby.ge

გიორგი 50
მეგობრებო, მინდა გთხოვოთ, ვისაც საშუალება გაქვთ, 6-ში ყველანი სტადიონზე.... რაგბი ჩვენი თამაშია...
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა