აფხაზეთში, მდინარე გუმისთასთან, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტული ბაზა "ეშერა“ 30 წელი შენდებოდა. მას საბჭოთა კავშირში საუკეთესო სპორტულ ბაზად მოიხსენიებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც კი გამორჩეულად მიიჩნეოდა.

სხვადასხვა პერიოდში ამ ბაზაზე ვარჯიშობდნენ კავშირის ბუმბერაზი სპორტსმენები.

ეს უნიკალური ადგილი იყო: შავი ზღვის სანაპირო, თერმული წყლები, მანდარინის და ლიმონის ბაღები. მთელი წლის განმავლობაში სითბო... იფიქრებდით, სპორტსმენების მოსამზადებლად ამაზე კარგი ადგილი, შესაძლოა, მთელ პლანეტაზე არ არისო.

ეს ყველაფერი კი 90-იანების დასაწყისში, თითქმის ხელის ერთი მოსმით გაქრა. დღეს ლეგენდარული ბაზისგან მხოლოდ ნანგრევები და მოგონებები დარჩა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში ეშერასთან ახლოს, გუმისთას მდინარესთან, ფრონტის ხაზი გადიოდა. სპორტული კომპლექსის, უფრო ზუსტად კი, მისი 10-სართულიანი სასტუმრო გამოიყენებოდა, როგორც სამხედრო მნიშვნელობის სიმაღლე.

რუსული გამოცემა "სპორტს.რუ" აქვეყნებს ბაზის დღევანდელობის ამსახველ ფოტოებს:

ბაზის მისასვლელ გზაზე არძინბას ძეგლი შეგხვდებათ. შემდეგ 5 წუთი ფეხით სასიარულოა, სადაც რამდენიმე წინაღობის გადალახვა მოგიწევთ: მავთულები, ნანგრევები, გაუთავებელი სარეველა. შავი ზღვის მხრიდან "დაცვაც" დგას - ძროხები, რომლებიც სანაპიროსთან ალაგ-ალაგ ბალახს ძოვენ.

კომპლექსის ტერიტორია - გიგანტურია, დაახლოებით 64 ჰექტარი. აქ ვარჯიში ერთდროულად 3 ათას სპორტსმენსაც შეეძლო. შეხედეთ ბაზის სქემას:

ფეხბურთის 5 მოედანი (მათ შორის, ხელოვნური საფარით);

კალათბურთისა და ფრენბურთის დარბაზები;

ტანვარჯიშის კომპლექსი;

დახრილი სარბენი ბილიკები;

რამდენიმე აუზი (ზოგიერთი ღია ცის ქვეშ);

ველოტრეკი;

სპეციალური მოედნები მშვილდის სროლისთვის, მინი-გოლფისთვის;

წყარო, დასასვენებელი კოტეჯები, სათბური, სპორტდარბაზები, შადრევანი, ბენზინგასამართი სადგური

და, რა თქმა უნდა, ცეკვის მოედანი.

გამოცემასთან ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სვეტლანა გლადიშევა იხსენებს:

"ეს იყო საბჭოთა კავშირის მარგალიტი, კოლოსალური ფული იდებოდა. მერე ფრონტის ხაზის სიმაგრე გახდა. ერთ მხარეს აფხაზები ომობდნენ, მეორე მხარეს - ქართველები. გუმისთა ფრონტის ხაზი იყო. ბაზა კი ყველაზე მაღალი წერტილი გახლდათ, საიდანაც ხდებოდა დაკვირვება. ვფიქრობ, აღდგენას აქაურობა აღარ ექვემდებარება".

დღეს ძველებურ დიდებას უკვე არაფერი მოგაგონებთ. მხოლოდ ნანგრევებით უნდა მიხვდეთ, სად რა იყო. აი, მაგალითად, ეს ის მოედანი იქნებოდა, სადაც სოხუმის "დინამო" ვარჯიშობდა.

ეს კი ყველაზე მაღალი კორპუსი იყო.

როგორც ჩანს, გრაფიტის მოყვარულები აქ პერიოდულად თავს ირთობენ.

ასევე ისინი, ვინც სროლაში ცდილობენ გაუმჯობესებას;

არის ომის მოგონებებიც.

ბაზა სულ რაღაც ორ წელიწადში დაინგრა, ვიდრე დაუნდობელი შეტაკებები მიმდინარეობდა.

ნებისმიერი მოგონება, რომელიც 90-იანების დასაწყისს უკავშირდება, ორივე მხრიდან ერთსა და იმავე განწყობას იწვევს - ან ტირილით იხსენებენ, ან სიჩუმეა.

მკითხველი იკითხავს, რატომ არ ხდება ბაზის აღდგენა? მშვენიერი გარემოა, სპორტსმენებს შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში ვარჯიში და მომზადება, მაგრამ ეს ყველაფერი

ა) ძალიან ძვირია;

ბ) ძალიან სახიფათოა: არავის უნდა იმ ტერიტორიაზე ძვირად ღირებული მშენებლობების დაწყება, რომლის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს.

"აქ ტერიტორიის გამო ჩვეულებრივი ბრძოლაა. ხომ ხედავთ, რამხელა მიწაა, ვიღაცებს აქვთ ინტერესები", - გვითხრა კაცმა, რომელიც ბაზის შესასვლელთან, შვილთან ერთად ხეს ჭრიდა.

ანატოლი აშუბა, რომელიც ბაზას 1972 წლიდან ზედამხედველობდა, ჰყვება:

"ვცდილობდით, ბაზა აღგვედგინა. ომის შემდეგ გავასუფთავეთ ფეხბურთის მოედნები, მოვაწესრიგეთ კალათბურთისა და ფრენბურთის დარბაზები. მაგრამ ერთხელ დირექტორი რაფაელ არშბა მოვიდა და დაინახა, იარაღიანი ტიპები როგორ გვძარცვავდნენ, ინვენტარი მანქანაში ჩაალაგეს და საზღვრის იქით წავიდნენ. მოროდიორობა იყო..."

ლეგენდარული ბაზა მიწას უბრუნდება: ბუნებამ გადაიბარა და თავისი, აფხაზეთისთვის დამახასიათებელი ტროპიკული მცენარეებით შემოსა. აპოკალიფსურ გარემოს ომის შემდეგ, ახლა უკვე დრო ანადგურებს.

"სპორტს.რუ"-ს სტატიას უამრავი კომენტარი მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმეს:

"ძალიან მძიმე წასაკითხია..."

"რამდენი ფული იხარჯება აფხაზეთში, სინამდვილეში კი არაფერი იცვლება. ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?“

"აფხაზეთში ყველგან ასეა. გეგონება, ომი გუშინ დასრულდა. რიწის ტბასთან საპირფარეშოებიც კი არ გაურემონტებიათ. როგორც ახლა ცხოვრობენ ამ დანგრეულ შენობებში, ასევე გააგრძელებენ ცხოვრებას. მათ აწყობთ ეს სიტუაცია. ქართველები დიდი ხნის წინ აღადგენდნენ ამ ყველაფერს. გაგრაში ყოველი მეორე შენობა დანგრეულია".

წყარო: ambebi

ავტორი: ანრი კურტანიძე

ჩორნა
მე მიყვარს აფხაზეთი და მჯერა რომ ერთ მშვენიერ ლამაზ დღეს ჩვენ ერთმანეთს შევხდებით მტკივნეული მოგონებებით და ბედნიერი ცრემლებით.. იმედი არ დაკარგოთ ჩემო დებო და ძმებო აჭარა 300 წელი ტყვედ იყო მაგრამ ეხლა ერთად ვართ და მჯერა რომ ქართული სული არ მოკვდება აფხაზსა.. მჯერა,მწამს ეს დრო მალე მოვა.. სისხლი მიდუღს როცა აფხაზ ხალხზე ჩემს ქართველებზე ვფიქრობ აი იმ აფხაზებზე ფაქტობრივად ტყეში როა გახიზნული 30 წელია და იჩაგრება.. სამწუხაროა რომ უმეტესობას გონია რომ აფხაზი სოხუმში ცხოვრობს(((
ჩორნა
უკაცრავად 1990 წელში ვარ დაბადებული,მე და ჩემი თაობა კარგად თუ დაგვაკვირდებით 2-3 და 4 სამსახურში შეთავსებით ვმუშაობთ...იცით რატო?? პასუხი მარტივია ჩვენ ბავშვობა არ გვქონია არც სტუდენტობა(მადლობა მიშას ომისთვის 2008) და ვქმნით მომავალს რომ კიდევ ერთი 30 წელი რომ გავა იმათ დაუტოვოთ საძირკველი ვინც ჩვენს მერე დარჩება ,,თაობები,, თითიშვერა მარტივია ამიტომაც არ ვეიმედებით არც აფხაზებს და არც ერთმანეთს ცუდი გადმონაშთი ხართ ვინც აწმყოდან წარსულში დამნაშავეს ეძებთ..და მარტივი კითხვა ჯაბას ბრალი არაა ჩემი ბრალია მე ცოცხალი ვარ!! რამე შეიცვალა ამით თქვენთვის?
Levani
ჩვენ როცა დავიბრუნებთ გავაკეთებთ? ჩვენ გავაკეთებთ-კაზინოებს და რესტორნებს,სამშენებლო კომპანიები ააშენებენ კორპუსებს და თურქებზე და ირანელებზე გაყიდიან(ქართველებს სადა აქვთ მაგდენი ფული). რაც შეეხება ბაზას-სადა გვაქვს მაგის თავი 30 წელიწადში 2 სტადიონს ძლივს აშენებს ქვეყანა. გრიგოლეთში არა გვაქვს ბაზა? რა დღეშია გრიგოლეთის ბაზა? რატო ვერ გავავითარეთ? თუ "გურია" გადიოდა იქ შეკრებებს ქართულ გუნდებს არ ეკადრებათ? მაგრამ ხო,მაგათ ბიუჯეტის ფულით თურქეთში უნდა დაასვენონ აფრიკიდან ჩამოყვანილი ბიჭები.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
სანამ აფხაზეთზე ვისაუბრებთ,აგერ ფოთის სანიჩბოსნო ბაზა ნახეთ სამეგრელოში,ერთ დროს ლეგენდარული სპორტსმენები,რომ ვარჯიშობდნენ,გაპარტახებულია! ნაომარია! და ვინ მოთვლის,ასეთ რამდენი ბაზაა დღეს ცენტ.მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე,მიტოვებლი და მიგდებუული! ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითოები ყველა მიმართულებით,პირველ რიგში ეკონომიკურად,რომლის ფუნდამენტი ჯერაც არ ჩანს საწმუხაროდ,თუ გვინდა,რომ ერთ დღესაც მოხდეს გაერთიანება!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
100% ხარ ძმაო! ტკბილ ტყუილში ცხოვრებას სჯობს,მწარე სიმართლე მომავლისთვის!
ზაზა
ვინც სეპარატისტობდა 90 იანებში ისინი არ არიან აფხაზები არ არიან აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა ეგენი არიან ჩერქეზულ ტომ აფსუების შთამომავლები რომელიბიც აფხაზეთში დასახლდნენ 17-18 საუკუნებში ჩრდილო კავკასიდან თურქების მხარდაჭერით და მერე თავი გამოაცხადეს აფხაზებად საბჭოთა პერიოდშიც კი ე.წ აფხაზი მოსახლეობა (აფსუები) იყვნენ უმცირესობა უმრავლესობა იყვნენ ქართველები უცხო ქვეყნის ჯარების დახმარებით ამ "სეპარატისტებმა"გენოციდი მოუწყო მოსახლეობის უმრავესობას ქართველობას რის შედეგადაც 300 000 ადამიანი იქცა ლტოლვილად არანაირი სეპარატისტები ეგენი არ არიან არც ხელმოწერები არ შეუგროვებიათ იმათ და არც რეფერენდუმი ჩაუტარებიათ გამოყოფაზე გენოციდი მოუწყეს მოსახლეობის უმრავლესობას და აიღეს ხელში ძალაუფლება ეგენი არიან ჩვეულებრივი ბანდიტები რომელებსაც დღესაც კი ტეროტის ქვეშ ჰყავს იქაური მოსახლეობა რუსების ზურგით და მხარდაჭერით მოვა დრო რომ ჩვენ დავბრუნდებით ადხაზეთში და მაგ ბანდიტებს სათანადო პასუხსაც დავუბრუნდებთ ოდესმე დადგება ეგ დღე მთავარია ჩვენ არ დავივიწყოთ აფხაზეთი.
შოდა
აფხაზეთზე როცა ამბობთ "ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?" -ო, საკუთარ გაჭირვებას და უბედურებას ვერ ხედავთ, ხომ? თქვენ საქართველო მართლა დამოუკიდებელი გგონიათ? არ იცით, რომ მკვლელი იოსელიანისა და მისი ბინძური "მხედრიონის" მიერ დატოვებულ ქვეყანაში ცხოვრობთ? -- არ გეწყინოთ და სამწუხაროდ ბნელეთია ჩვენში!
ქობულეთიდან
ასე იქნებით სულ, მანამ სანამ ჭკუაზე არ მოხვალთ.თუმცა შეილება ჭკუაზე მოსულებიც კი ხართ მაგრამ აზრი?უფროსი "ძია" განაგებს აქ ყველაფერს და თუ ასე გაგრძელდება, აფხაზი ეთნოსი საერთოდ გაქრება.რუსებმა და სომხებმა დაიბუდეს ამ მართლაც საოცარ ტერიტორიაზე.
Tarieli
Apokalipsuri ixo isic saqartvelos xvela qarxan,fabrika ro daishala da jartad gaixida tu magaze ar mosula saubari?))cotaa chventan gapartaxebuli da gaoxrebuli shenobebi?rato geslav xalxs ?
ვაჟა
დამოუკიდებლობა კაია ხო იცი სხვის მიწა წყალზე!
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია