6 თებერვალს "ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში ლიდერ "დარმშტადს" გასვლაზე დაუპირისპირდება და დიდი ალბათობით, სტუმართა გუნდში ოფიციალურ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგება. საკითხავი მხოლოდ ისაა, მწვრთნელი ტიმ ვალტერი მას სასტარტოში დააყენებს თუ შეცვლაზე შეუშვებს.

მომავალ შეხვედრაზე ყურადღება "ბილდმა" გაამახვილა და ქართველის თამაშის შესაძლებლობაც განიხილა:

"ეს შეხვედრა "ჰამბურგისთვის" უმნიშვნელოვანესია. წაგება აკრძალულია! მიზეზი ისაა, რომ მარცხის შემთხვევაში "დარმშტადს" 8 ქულით ჩამორჩება.

ვალტერი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთ პოზიციაზე განახორციელებს ცვლილებას - დისკვალიფიკაციის გამო სონი კიტელი ვერ ითამაშებს (მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო).

22 წლის ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე ხუთშაბათს ბელგიიდან დაბრუნდა, დილით დამატებით ივარჯიშა, შემდეგ კი - გუნდთან ერთად. თუმცა ბევრი რამ იმას მოასწავებს, რომ ვალტერი ძირითად შემადგენლობაში დევიდ კონსომბის დააყენებს".

ვალტერმა კლუბის საიტთან გიორგის შესახებ ისაუბრა: "როდესაც ბურთი აქვს, უდავოდ კარგია, მაგრამ ბურთით კიდევ უფრო ინტენსიურად მუშაობა მოუწევს. თუმცა, ჩანს, რომ სწავლა უნდა და ჩემთვის ეს მთავარია.

ბიჭებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, თამაშის შანსი ყველას აქვს, ამიტომ ამაზე არ ვღელავ".

"დარმშტადისა" და "ჰამბურგის" მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

ნიკა
Chakve erti tamashit ar wydeba yvelaferii mtavaria iq xar sadac yvelaze metad jirdeba shens texnikas meti ukve sidzlieris damateba gmerti gfaravdes sheni imedi gvakvs qartvelebs
ნიკა
არ ნიშნავს მაგას, არამედ ნიშნავს, რომ როდესაც უბურთოდ არ ირჯები, არ იხსნები და თავისუფალ ზონებს არ ეძებ, შესაბამისად მეტი შრომა გიწევს ბურთით, ვინაიდან უფრო სიჭიდროვეში გიწევს თამაში.
დ
არაფერზე არ იდარდო ჩაკი, ყველაფერს შეძლებ. ვისაც ჩაკის ტექნიკას და ბურთის ფლობას უწუნებთ, რატომ იტანჯავთ თავს ფეხურთის ყურებით, უყურეთ მაგ. ფიგურულ სრიალს.
გიზოგ
გასაგებია, მაგრამ ზრდილობიანად ვპასუხობ, რომ თუ რამე არ უჭირდა გიორგის, ვისაც მისი თამაშები გახსოვთ დინამოდან და ერთა ლიგაზე ნაკრებში, სწორედ ბურთთან ურთიერთობა იყო. ეხლა მას სათამაშო პრაქტიკა აკლია და ბურთის დაჭერა ამიტომ უჭირს, ყოველ შემთხვევაში ფრთხილობს. დიდ წარმატებებს გისურვებ გიორგი, შინი ნამდვილად გვეიმედება. ძნელია ასეთ ფორმაში მყოფი უცებ გერმანული ფეხბურთის წინაშე აღმოჩნდე, მაგრამ შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გვჯერა ნელ-ნელა ყველას ყველაფერს დაუმტკიცებ.
რონი
ამან იცი როდის მოირჩინა ტრამვა? გასული წლის აპრილ მაისში...... მაგის მერე თითქმის 1 წელი გავიდა.... გოლი გოლზე გაიტანეო ვინმე ეუბნება? მაგრამ ფიზიკურად რო იყოს ჯანზე მაგას სთხოვენ და დანარჩენი მოვა მერე.. 20 წუთში რო იღლები მერე საფეხბურთო აზროვნებაც გეხშობა და აღარ მოგყვება ამას თუ უნდა სულ ნუ უთამაშია ვაკრიტიკებთ იმიტო რო გული შეგვტკივა და საქმეს როარ უდგებოდა გულითადად ეს ხო გარედანაც ჩანს? ქეცბაია სულ უთამაშებელი იყო მაგრამ ნაკრებში რო მოდიოდა იმ გაპიარებულ არველაძეზე და ქინქლაძეზე კარგად თამაშობდა და გუნდის ლიდერი იყო არც ფეხს უფრთხილდებოდა და არც თავს! ეს კიდე ნაკრებში ჩამოვიდა მოუმზადებელი და თან ვარჯიშებზეც თავს არ იკლავდა ამიტომაც მოისრიალა სანიოლმა. ტიპი იმიტო განოიძახა რო ჩაკვეა სტიმულს მივცემო და ეს დაზოზინობს ვარჯიშზე პატარა ბიჭი აღარ არის თუარ გაინძრევა დაამთავრებს თავის ბურთაობას ჩვენ მაგისთვის ვაკრიტიკებთ რომ გამოფხიზლდეს თორემ მაგით არ დაწყებულა ქართული ფეხბურთი და არც მაგის არ ყოფნით დამთავრდება.
Levani
ვინც ამ ბიჭს აკრიტიკებთ თქვენი გამვირვებია და გენტის მწვრთნელისაც.ბიჭს 2 წელი გაუცდა და მაგ ვადაში ფეხბურთს ამთავრებენ,ახლა უცებ უნდათ რო შეტევაში და დაცვაში ერთნაირად იმუშაოს.შეტევაში მაგრა ითამაშოს,დაკარგულ ბურთს უკან გამოეკიდოს,პადკატში გასრიალდეს,მერე წამოხტეს და კონტრშეტევაზე გაიქცეს-ასე რო იყოს ცოტა არალოგიკური არ იქნებოდა? ნელ-ნელა შევა ფორმაში,დრო სჭირდება უბრალოდ.
SILVERMARCS
როცა ლაპარაკობენ, რომ ბურთით კიდევ მეტი მუშაობა მოუწევს, ეს ზრდილობიანად ნიშნავს, რომ ბურთის ფლობის ტექნიკას უწუნებენ!
რონი
ტიპიური ქართული დამოკიდებულება საქმისადმი.. კვერცხი სანამ არ მოადგება იქამდე რო არ ინძრევიან..... ეს ასე გამალებით რომ ვარჯიშობს იმის ნიშანია რომ ამას კლუბში კაი ხანია არ უვარჯიშია წესივრად... არ გათამაშებენ ცხადია მაგრამ ივარჯიშე მაინც კონდიციაში იყვე რო რამე იყო ჯანზე. ეხლა ორმაგად იხარჯება რომ დაიბრუნოს კონდიციები. წარმატებები ჩაკვე
გელა
წარმატებები გიორგი, შრომა რაც მთავარია, ნიჭი და საფეხბურთო ინტელექტი აშკარად გაქვს, რომ დიდი ფეხბურთელი გახდე, აკლიხარ ნაკრებს ძალიან.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია