პორტუგალიასთან ნამატჩევს (25:25) "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა:

"სამწუხაროდ, ამ თამაშისთვის ვერ შევძელით თავიანთ პოზიციებზე პირველი ნომრების ჩამოყვანა. ჯამში 11 ასეთი მოთამაშე მოვისაკლისეთ და ამის ძირითადი მიზეზი კოვიდი იყო. რაც ყველაზე ცუდია, მთელი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველდღე გვიხდებოდა შემადგენლობის როტაცია. კოვიდი ჰქონდა შერკინების მწვრთნელსაც და დერეფანსა და შერკინებაში ვერცერთხელ შევძელით სრულყოფილი ვარჯიშის ჩატარება. გამოძახებული სამი ძირითადი კვაჭიდან, სამივე ამ მიზეზით გამოგვაკლდა. ამან დიდი გავლენა იქონია და 8 თუ 9 ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი პრაქტიკულად არ გვქონია. რამდენიმე მოთამაშემ წნეხს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ.

არ მინდა ღვაწლი დავუკარგო პორტიგალიელებს. ეს გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძვის, დღესაც ასე იყო და შედეგის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთეს. შეცდომებზე ვსწავლობთ და დიდი იმედი მაქვს მთელი გუნდი სწორ ანალიზს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, შემადგენლობის მხრივ ფუფუნება არ გვაქვს. არ გვყავს სრულფასოვანი მეორე და მესამე ნომრები და ეს უნდა იცოდნენ როგორც მწვრთნელებმა, ასევე თავად მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა. მოთამაშეებმა იმიტომ, რომ თუ ამ გუნდში ადგილის დამკვიდრება უნდათ ბევრი უნდა იშრომონ, ხოლო გულშემატკივრებმა იმიტომ, რომ სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. როდესაც მოთამაშეს მიეცემა შანსი, უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრებში ყოფნას იმსახურებს.

დერეფანში პრობლემები გვქონდა, რადგან დაგვაკლდა სამივე ძირითადი კვაჭი და ასევე, სამი ძირითადი გამომცხადებელი. ამას დაემატა ისიც, რომ შერკინებასა და დერეფანში ვერცერთი სრულყოფილი ვარჯიში ვერ ჩავატარეთ.

კვირის განმავლობაში ჯამში 12-ჯერ მოგვიწია შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება. ამიტომ, მონახაზის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცით რა სიტუაცია იქნება ხვალ და ზეგ პანდემიის კუთხით. დამოკიდებულები ვართ მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე".

rugby.ge

zura
უცხოელი მწრთვნელი გვინდა მაისაშვილი ამეტაპზე არ არის ისდონე რაც ნაკრებს უნდა.რეგრესია ნაკრებში

გეთანხმებით, რომ მიზეზი არ ელევათ არასტაბილური თამაშის გასამართლებლად. უნდა ცივოდეთ სინამდვილეში რაშია საქმე. კარგად უნდა დაუკვირდეთ და აუცილებლად მიხვდებით! საქართველომ ადრინდელივით თამაშები დიდი ანგარიშით თუ მოიგო, ამით ეს ტურნირები ხომ უინტერესო გახდება!პაულო დუარტეს პორტუგალიელ მსაჯს თუ ამჩნევთ, ჩვენი მონაწილეობით ყველა თამაშებში ცდილობს ინტრიგა მატჩის ბოლომდე შენარჩუნდეს. ზემოდან ავალებენ, ტურნირი საინტერესო რომ გახდეს!

გეთანხმებით, რომ მიზეზი არ ელევათ არასტაბილური თამაშის გასამართლებლად. უნდა ცივოდეთ სინამდვილეში რაშია საქმე. კარგად უნდა დაუკვირდეთ და აუცილებლად მიხვდებით! საქართველომ ადრინდელივით თამაშები დიდი ანგარიშით თუ მოიგო, ამით ეს ტურნირები ხომ უინტერესო გახდება!პაულო დუარტეს პორტიგალიელ მსაჯს თუ ამჩნევთ, ჩვენი მონაწილეობით ყველა თამაშებში ცდილობს ინტრიგა მატჩის ბოლომრე შენარჩუნდეს. ზემოდან ავალებენ, ტურნირი საინტერესო რომ გახდეს!
zviads
აბსოლუტურად სწორი შეფასება.....
ქომაგი
მე ერთი რამ მაინტერესებს, ხომ შეიძლება ისეთი წელიწადი დადგეს რომ თქვა რომ "წელს ჩვენი ნაკრები ერთი თავით მაღლა დგას ვიდრე წინა წელს იყო" სულ ნულიდან ხომ არ შეიძლება იწყებდე და ხან თაობათა ცვლას დააბრალო ხან კოვიდს ხან რას და ხან რას. ასეთი სუსტი თამაში მე არ მახსოვს (უდისციპლინო, სამოყვარულო, უვარჯიშებელ და უმწრთველო გუნდს გავდა) ნამდვილი კატასტროფა იყო.

ისე, რომ ვთქვათ მაისაშვილს რას ვერჩით??? თავის საქმეს ვერ აკეთებს, თუ რა? საფრანგეთის მომავალ მსოფლიო თასზე ხომ ფაქტიურად მოხვედრილები ვართ! ევროპის ერთა თასი ყოველ წელს ჩვენია! ევროპის სარაგბო სუპერ თასზე გუნდი შავი ლომი წარმატებით გამოდის! ყველასთვის ნათელია, რომ 6 ერში არ გვღებულობენ! მწვრთნელად ვინც არ უნდა მოვიდეს, ამ დონეზე თამაშით მსოფლიო თასზე ტიერ 1-ის გუნდებს ვერ დავამარცხებთ! მივეჩვიეთ ასეთ დონეზე მოგებებს! პანიკის შექმნა არ შეიძლება! წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, დავაცადოთ ამ ხალხს მუშაობა და თუკი სეზონის ბოლოს შედეგს ვერ დადებენ, მოვითხოვოდ მათი გადაყენება!

ლაზი აზნაური არზნევ მუსკიას - მოდი რეალურად შევხედოთ. 6 ერის გათამაშებაში არ გვღებულობენ! ახლა სადაც ვართ(ევროპის სანაკრებო ჩემპიონატზე თუ ევროპის საკლუბო სუპერ თასზე)მაისაშვილი და მისი შტაბი თავის მოვალეობას ასრულებენ! მწრვთელად ვინც არ უნდა მოვიდეს, ამ დონეზე თამაშით მსოფლიო თასზე ტიერ 1 გუნდებს ვერ დავამარცხებთ!
kaxa
ძალიან გული დამწყდა არავის წყენინება არ მინდა,მაგრამ ასე მგონია უკან მივდივართ , ჰეიგი რომ ჩამოიყვანეს ასე ითქვა დერეფანი და ხელით თამაში უნდა გავაუმჯობესოთო და გაუმჯობესება კი არა რაშიც ძლიერები ვიყავთ (შერკინება) ისიც დაგვავიწყდა -რაც მთავარია გუნდური თამაში დავკარგეთ ისე ჩანს (და არა მარტო ამ თამაშში) რომ თითქოს მოთამაშეები საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. ჩვენი მორაგბეების თამაშს რო უყურებდი ადრე სიამაყეს განიცდიდი- ის სულისკვეთება თავდადება და შემართება აღარ ჩანს.მაპატიეთ მეგობრებო მაგრამ მართლა ძლიერ განვიცადე არა შედეგი არამედ სამწუხაროდ უნდა ვთქვა უსუსური თამაში.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
არაპროფესიონალებისგან დაკომპლექტებული რაგბის კავშირი,რომელსაც არ გააჩნია არავითარი გეგმა ქვეყანაში რაგბის განვითარების. მოთამაშეები საქართველოს ჩემპიონატიდან გარბიან,პოლონეთი,ბალტიისპირეთ,რუსეთის მიმართულებით, დიდ-10 დიდი ხანია უკვე აღარ არის ის ჩემპიონატი,სადაც გუნდებში გამოცდილი,ტექნიკური მოთამაშეები თამაშობდნენ, მხოლოდ ბათუმში შემორჩა გამოცდილი მოთამაშეები და ცოტაც ყოჩებში,დანარჩენებში სულ ახლად ფეხადგმული ბავშვები თამაშობენ. წლებია,ნაკრებში მოხვედრა ხდება "ლელოს" გავლით, სხვაგარად პრაქტიკულად შეუძლებელია (არაფერი საწინააღმდეგო ამ გუნდის მიმართ). საშინელი,სამარცხვინო ე.წ არჩევნები,სადაც სპეცნაზის გამოყენებით,გუნდების დაშინებით დასვეს კაცი,რომელსაც უბრალოდ არავითარი კვალიფიკაცია არ აქვს სარაგბო მიმართულებით. გააკეთეს ფრანჩაიზი "შავი ლომი" სადაც მილიონებია ჩაყრილი და რეალურად ბიჭებს უწევს სეზონშიი 10-12 თამაში, ესს თანხა უნდა მიმართულიყო ადგილობრივი გუნდების გაძლიერებაზე,საქართველოში სარაგბო არეალის გაზრდაზე, გუნდების დაფინანსებაზე, მწვრთნელთა გადამზადებაზე. სრული კოლაფსი და რეგრესია ეროვნულ ნაკრებში და ეს არ დაწყებულა გუშინ. მაისაშვილი კარგი მენჯერია და მწვრთნელიც ,თუმცა მან უკვე დიდი ხანია ამოწურა თავი და სჯობს წავიდეს!
გაგა
მათიაშვილს რას ერჩი, ბჭო? გონზე არ ხარ თამაშის, ორ წინადადაებაში გეტყობა. სანამ ნინიასვილი გამოჩნდებოდა, ვინ ჯობდა 15ზე? 1 კაცი დამისახელე! ბოლო ბოლო 20 წლისამ დაიწყო თამაში! უკეთესი რო ვერ გამოჩნდა, მისი ბრალია? მოვიშორეთ, რას ნიშნავს? შენ ვინ ხარ რო ვინმე მოიშორო? კრიტიკა თუ გინდა, ზრდილობის ფარგლებში ჩაეტიე და არგუმენტები მოიშველიე ან წადი შესაბამის ფორუმებზე.
Tor
რაც შენ ხარ ნაკრებში, იმის მერე დღითი დღე რეგრესი იგრძნობა. ან ფედერაცია რას აკეთებს წესიერი მწვრთნელი რომ არ მოყავს ან შენ როგორ ვერ ხვდები რომ გაა@ვააა. ყელშია უკვე. ნაკრების თამაშს არ ვტოვებდი, არც ტელევიზიაში არც სტადიონზე, ბოლო წლებია ვეღარ ვუყურებ ამათი შემყურე...
Rezo
რა უნამუსოდ იმართლებთ თავს, ლეგიონერების გარეშე შავი ლომითაც უნდა ვუგებდეთ პორტუგალიას. ამ მწვრთნელით 6 ერში არ მიგვიღებენ
დავით
პირველ ხაზში არ გვეყოო პირველი ნომრები არ უთქვამს. პირველ ხაზში პირველი ნომრები იდგნენ დღეის მდგომარეობით
გიორგი
ეგრეა,თევზი თავიდან ყარს
დავითი...
რომ გაიძახის მოთამაშეები არ გვეყო მაღალი დონის წინა ხაზშიო რატომ არ იძახებს ჩილაჩავას? რომელი ყავს მისი დონის წინა ხაზელი?ან თუნდაც დიდი ხნის ამათგან მოძულებული ჟვანია?მაგრამ პირად წყენას და პრინციპებს აყენებენ ნაკრებზე წინ.... აშკარაა მაისაშვილი არ არის ნაკრების დონის მწვრთნელი, მიუხედავად იმისა რომ ბევრი აქვს რაგბში გაკეთებული.... წარმატებები ნაკრებს და ქართულ რაგბს....
ლევანს
ლევან, აჯობებდა უბრალოდ ბოდიში მოგეხადა. ეგ გამართლებები არ მიიღება! მოდი მივყვეთ რა11 მოთამაშეზეა საუბარი. პირველ ხაზში ისინი გყაბდა, ვისაც იძახებ (ბურჯები). ჰუკერზე მამუკაშვილი დაგვაკლდა, ბრეგვაძე ისედაც არ გყოლია გამოძახებული და ჭყოიძეს გულუსხმობ? ჭყოიძეა ძირითადის კვაჭი? ულაპარაკოდ ჯობს კარკაძეც და ნიორაძეც. მეორე ხაზში მიქაუტაძე გვაკლდა გამორჩეული. დანარჩენები ერთი დონეა. მესამე ხაზში საღინაძე და გორგაძე.მეტი ვინ? ციცქირიძეს ჯალაღონიაზე წინ ვერ დავაყენებ. 9-10 გყავდა. ანუ შერკინება- ნახევარდაცვაში 4 პოზიცია. ხაზში ახალგამოჩენილი, უდაოდ საუკეთესო ნინიაშვილი, კვესელაზე და ვეტერანი თოდუა. ე.ი. სულ 7 და არა 11! როდესაც ასე თამაშობ პორტუგალიასთან, აღარ უნდა გაბედო 6 ერის პერსპექტივის ხსენებაც კი. და ეს ერთი თამაში რო იყოს, ჯანდაბას. რეგრესი უკვე თვალნათელია. აწი უარესი იქნება, სამწუხაროდ. სიკეთე შეცდომების აღიარებით იწყება და არა მიზეზების ძებნით გასამართლებლად.p.s. ხვალ რო იტალუათან თამაში გვქონდეს 40- 45 ქულას მოგვიგებდნენ
კახ
ეს პანდემია რა დებილური მიზეზია , პორტუგალიაში არ აქვთ პანდემია, და მეორე და მესამე ნომრებირო არ გვყავს ეგ მჭვრთნელების ბრალია მარტო. რეებს ამბობთ ტო მე მრცხვენია თქვენს მაგივრად
სტატუს ქუო
პორტუგალიაში არ არის კოვიდი,იმათ არ ერჩის?ამ კაცს მიზეზები არ გამოელევა.
S.K.K.
ნებისმიერი ცვლილება მისთვის იქნება დაქვეითება, აქედან ყველანაირ შანსს ებღაუჭება. ერთხელ არ გაუმტყუნებია საკუთარი თავი. გადააყენეთ, ტყემალაძესთან ერთად!!!
simartle
კარკაძის ბრალი არ არის ეგ. ეს არის უცოდინარი მწვრთელის ბრალი, რომელიც ძალით არის შეტენილი. ლპობა ნიჟარაძის დროს დაიწყო და გრძელდება. Hეიგის ჩამოყვანაც მატრაკვეცობა იყო. ჩამოვიდა და ლომები დახვდა გუნდში. ვითომ უკანა ხაზს მივხედავო, უკანა ხაზი საერთოდ ვერ თამაშობდა მის დროს, კვირიკაშვილი თუ გაარღვევდა აქა იქ. მოვიდა შემდეგი პრესიდენტი ბოქლომა და ნახა რომ ბიუჯეტში მაიმუნობდნენ. რომ დააპირა გამოსწორება მოიშორეს და მას დააბრალეს თავისი. ეს ხომ მთელმა საქართველომ იცის რომ ის ხანდაზმული მწრთნელი, რომელიც ბიძინასთან დაახლოებული პირია და რომლისგანაც მთელი ლელოს მოთამაშეები მოდიან ნაკრებში, რომ უკეთესი წარმოაჩინონდა შემდგომ ევროპაში ან რუსეთში კონტრაქტების გასარტყამად, საიდანაც პროცენტი ალბათ უბრუნდებათ, და მაქედან მოდის მაისაშვილიც. ამ დროს მაისაშვილის შეიძლება კარგიც უნდოდეს და მჯერა რომ უნდფა მაგრამ ადამიანს რომელსააც რაგბი სამოყვარულო დონეზეც თითქმის არ აქვსა ნათამაშები და ღთამაში არც ესმის. ღოგგორ შეიძლება გუნდმა ერო სამი დამუშავებული კომბინაციაც ვერ აჩვენოს თამაშში? დაცვაში არასწორად დგანან, შეტევაშიც არაფერი, შერკინება დასუსტებულია და დალასლასებდა აქეთ იქეთ დროულად ხვრელებს დაცვაში ვერ ავსებდნენ როგორც ეველებათ, შარიქაძეს და ერთ ადგილას ჯალაღონიას რომ არ ეყოჩაღა რომელიც მესამე ხაზელია ალბათ 2 ლელოთი უნდა მოეგოთ მაინც. ის მაკლდა ეს მაკლდა კი არა ცოდნაც აკლია და კლასიც რომ ბოდიში მოიხადოს და გადადგეს. მაგრამ ბიზნესია აგებული მასზე მანდ ყოფნით და შავი ლომის მწვრთნელობით. იქაც არ უნდა წვრთნიდდეს, თუ რამის მიღწევა უნდათ. როგორ შეიძლება კარკაძე დააყენო და ბურთი იმის გამო რომ ალბათ ნავარჯიშები არ იყო და მალევეც შეიხცალა რადგან ტრამვა მიიღო, მაგრამ ბურთს ისე ისროდა თითქოს ჰა დაიჭირეთ არ ვიცი არც ერთი კობინაცია. როგორ შეიძლება ამდენი აუტის ჩუქება? სხვებიც ბევრს სცოდავენ მაგ პოძიციაში მაგრამ დავიჟერო ორი ნორმალური ჰუკერი ვერ გამოჩნდა მთელს საქართVელო, საფრანგეთ, რუსეთშI და სხვა მხარეებში მიმოპანტულნი რომ შეევსოთ? მაგრამ არა, ზოგი ლოლოდან წამოვიდა ალბათ ისევ და ზოგი კიდევ ლიუბუიმჩიკი, რაც ისევ ნეპოტიზმის და ბიუროკრატიის მაჩვენებელია. აქვსენნტი გიორგაძემ ბევრს მიაღწია როგორც მოთამაშემ და მწვრთნელმაც, რატომ არ ჩამოჰყავთ შერკინების სავარჯიშოდ ან თუ გინდ ზირაქაა? მაგატძე კარგად შერკინებას ვინ დააყენებდა? უკანა ხაზისთბვის შეეთავაზებინათ დიმიტრი იაშვილისთვის მაინც. მერე და უმეტესობა საფრანგეთში თამაშობს და ფრანგულად ლაპარაკობენ. შტილითაც ფრანგულიდან წამოვიდა ყველაფერი და რატომ ვერ მოიძებნა საფრანგეთში გამოცდილი კლუბის დონნის მწვრთელი რომელსაც რამე მაინც აცვს მოგებული და ალბათ სიამოვნებით დასთანხმდენპოდა ეროვნული გუნდის გაწვრთნას რადგან წინ გადადგმული ნაბიჯია მათთვისაც, და ამაზე ბატონ ფრენჩიზას იქნებ ფული გამოეყო იმ ბიუჯეტიდან რომლიდანაც ის აპირება ასი სტადიონის აშენებას რაგბნისათვის რაც უტოპიაა და ლაყაფი. პატარა ქვეყანას არ სჭირდება ასი სარაგბო სტადიონი. თბილისში რამოდენემეს თავისი ბაზა რომ ჰქონდეს იმ გუნდებს რომელნნიც თბილისს წარმოადგენენ, იმიტომ რომ ლოკომოტივი და ვაზისუბანიცარის და დინამოც როცა საჭიროა. თითო სტადიონი ბაზით შეიძლება აშენდეს ვთქვათ ბათუმში, ოზურგეთში ფოთში ... და ამდაგვარ ქალაქებში. არ არის საჭირო ყველა ლოკომოტივის ტადიონის ხელა იყოს, როგორც არის ინნგლისში პატარა ასე 7-15 ათასიანები და ეგეც საკმარისია და დანარჩენი უნდა გაკედეს მოედნები, იმის მაგივრად რომ მთელი ქვეყანა ჩაარკინაბეტონეს. უნდა განვითარდეს შვიდკაცა რაგბი და ლიგის რაგი, რადგნა ბურთის თამაშს და გრძნობას უნვითარებს ყველას. Mელ მსოფლიოში ბავშვები შვიდკაციდან იწყებენ და შემდგომ სადღაც გარდატეხის პერიოდისკენ ა14-15 წლისანი იწყებენ 15-ს თამაშ, ამ დროისათვის უკვე ირკვევა, ფიზიკურად ვინ როგორ ვითარდება და რა პოზიციას უდგება. ამიტომ არის რომ ეს ამხელა ფიჯელები დაფრინავენ, და უყველგან ასე არა მარტო ფიჯიში. სამწუხაროა ძალიან სამწუხარო რომ ფრენჩიზას და მისმა დამნიშვნებელბა შუღლი ჩამოაგდს საძმოში და ნაწილებად დაჰყვეს რაც ისევ ზემოდან მოდის, დაშალე და იბატონეს პრინციპით... ზოგი მოქრთამეს, ზოგი შეაშინეს, ზოგს გული აუცრუეს და ასე შემდეგ. თუ უნდათ რამის გამოსწორება დროულად უნდა გადადგეს, ფრენჩიზაც, მაისაშვილიც და კიდევ ბევრი.... კარგად ბრძანდებოდეთ და თქვენს მოსაწონად არ ვწერ მაგრამ სიმართლეს ვწერ და ჩაიხედეთ გულებში და სულებში და თუ მართლები ხართ ასე გევლოთ ცხოვრების ბოლომდე და თქვენს სინდისზე ყოფილიყოს.ბოლოს ერთსაც დავამატებდი. შევარდნაძის მობრუნების დღიდან ყველა მთავრობა არის დამნაშავე საქართველოს ხალხის წინაშე და ქვეყნის წინაშე და ყველანი კრიმინალები არიან და ბევრი კი სუკის აგენტები ასე რომ...კარმაა რაც ქვეყანაში ხდება საერთოდ
დვით67-ს
მარტო ერთი არაა დამნაშავე ცხადია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიჭებსაც არ წაუვიდათ თამაში, მაგრამ ერთი ცხადია, რომ მაისაშვილს არაფერი არ გაეგება მწვრთნელობის და გუნდზე ძალიან ცუდი გავლენა ააქვს. მისი გადადგომით და წასვლით შესაძლებელი ა საქმის გამოსწორება.
დავით 67
ყოველთვის ერთი კაცი რომ არის დამნაშავე მაგაზე ვკაიფობ ხოლმე. რაგბშიც,ფეხბურთშიც, კალათბურთშიც პოლიტიკაშიც და ა.შ.))
ტყეშელაანთ გიჟი
ეს რა უბედურებაა, მათიაშვილი ძლივს მოვიშორეთ და ამ მაისაშვილს ვერაფერი მოვუხერხეთ! კაცი მიზანმიმართულად ძირავს გუნდს, ისეთებს ათამაშებს. ვინც ეგ კარკაძე აწი ათამაშოს, ის იყოს პუტინის მეხოტბე. ან სხვა დებიუტანტები რომლები ვარგოდა, ბურთს ვერ იჭერდნენ ხელში. ისევ ძველმა და გამოცდილმა მოთამაშეებმა გადაგვარჩინეს წაგებას
არა - მაისაშვილს!
მაისაშვილო, შენ თუ მართლა ვაჟკაცად გინდა დარჩე ქომაგთა თვალში, რეალობას ჩახედე თვალებში და შენზე კომპეტენტურს დაუთმე ადგილი. სხვაგვარად აშკარად ჩანს რომ ნებით თუ უნებლიედ, ნაკრების ფუნდამენტს ანგრევ! რამდენიმე ისეთი მოთამაშე შემოყარე, რაგბის გაგებაში რომ არ იყვნენ. კვაჭის პოზიციაზე ამ კარკაძემ ცივი ოფლი მადინა, იმდენი აუტი გაანიავა ან ეს მამამთავრიშვილი და კიდევ 3-4 მოთამაშე რა დამსახურებით დააყენე ძირითადში?! აშკარად გაგვიმართლა რომ არ წავაგეთ!
სიმართლე
ლევან მაისაშვილო, ნუთუ მართლა ვერ ხვდები რომ ნაკრები შენს ხელში სახეს კარგავს? ერთი და ორი შემთხვევა რომ იყოს, კიდევ გაგიგებდით მაგრამ ამ უსისტემო თამაშებს ისე მიგვაჩვიე რომ დღესაც გულის კანკალით ვუყურებდი და ბოლოს შვებით ამოვისუნთქე რომ არ წავაგეთ. რა გახდა ასეთი რომ ვერ დაიოკე შენი ამბიციები?! მაინცდამაინც უნდა წავაგოთ ჩვენზე სუსტებთან რომ გადადგე? ის მაინც ჰქენი რომ ვაჟკაცურად თქვი, ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება-თქო და დამხმარე მწვრთნელად დარჩი ნაკრებში - თან "შავ ლომსაც" უკეთ მიხედავ და ჩვენც სულს მოვითქვამთ!!!
ზურა
ერთი კოვიდი შეეყარა მსოფლიოს და მეორე შენ შეეყარე ნაკრებს ლევანი! წადიო ყველა გეუბნება და წადიიიიიი!
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
რა ერთი ჩავარდნა? რაც ეგ კაცია მწვრთნელად ნაკრები უკან მიდის! ვისაც მართლა რაგბი ესმის ყველა მიხვდება რო შენ რაღაცის გამო წერ ამ კომენტარს....
დიმა
მართალი ხარ, New. არ წაიღეს ტვინი ამ მაქსიმალისტებმა?! ვის არ წაუგია (წავაგოთ თუნდაც ნიდერლანდებთან), რა მერე?!:) ნუ, ახლა რუსეთთან თუ წავაგეთ რაგბი დიდი ამბავი ესეც! :) გახედეთ რუქას რამხელაა!:)) აწმყო თუ არა გვწყალობს, თაობათა ცვლა, კოვიდი, სინდისის ინფლაცია ხომ ჩვენია!:)) ვისაც ეწყინა, ან ეტკინა, ტყემალი დალიოს!:))
დავით
აბა რუსეთს გაუმართლა. ესენი წააგებენ რო არ გავანაწყენოთ.
გიორგი
კაცი არ ხარ?ნამუსი სულ დაკარგე? წადი, თავი დაგვანებე.
giorgi janikashvili
მიდი ლევან,ჩვენ მოვითმენთ.მთავარია პრარაბი გვყავდეს კარგად.ცოტაც დააცადეთ და რაგბის კედლების დანგრევას რომ მორჩება და საძირკველს მიადგება ექსკავატორებით-მაშინ გამოვიღვიძოთ და ,,სწორი დასკვნები გავაკეთოთ,,.მთავარია რუსებთან წავაგოთ,მაგრამ...ვნახოთ,თუ მსოფლიოზე მაგათ შანსი კიდევ თუ დარჩათ-თუნდაც 0 ით 100 დასჭირდეთ ჩვენი დამარცხება-მივცეთ.მთავარია ჩვენ არ შევუქმნათ პრობლემები.აბა მილტონ ჰეიგისნაირად ხომ არ მიოქცევი შე კაცო.(სადაც და რამდენჯერაც რომ ეთამაშა და ყველგან დაამყნო.
გიორგი
წადი.
New
ბატონო ლევან, გთხოვთ გულღრძო კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ. თქვენი საქმე აკეთეთ კარგად. და თავის ზედმეტად მართლებასაც ნუ დაიწყებთ. ვისაც რაგბი უყვარს ან ესმის, ის ხვდება, რომ ჩავარდნა ყოველთვის შეიძლება მოხდეს. პ.ს. ეს პირანიები (კომენტღრძოები) ყველა მწვრთნელს იგივეს უკეთებდნენ, ქართველს თუ არაქართველს. უნდა გაუძლოთ!
გუსანი
იმართლედ ახლა თავი, სამარცხვინო თამაში იყო, წაგებას გადავურჩით, ბევრმა ჩააგდო თამაში, მიუტევებელი შეცდომები დავუშვით, ცოტა გრძელი სკამი რომ გვქონდეს ასეთები ნაკრებიდან დროებით მაინც უნდა ჩამოაშორო, როგორც ჰეიგის ხელში ბოლო 4 -5 წელი სტაგნაცია ქონდა ნაკრებს ასევე და უფრო უარესიც ახლა გვჭირს, პროგრეს ვინღა ჩივის, სარაგბო განათლებაც საგრძნობლად მოიკოჭლებს-ეს ნეტა ვისი ბრალია?
თემ
“რაგბი ჩვენი თამაშია” სჯობს შეიცვალოს როგორც “მუდამ თავის მართლება”
ბესო შიოშვილი
უკაცრავად, ბატონო ლევან, მაგრამ ე.წ. "კოვიდი" პანდემიაა (ანუ მსოფლიო დაავადება) და პორტუგალიელებს არ აწუხებთ კორონა-ვირუსი?
123_123
ლევან, თუ კაცი ხარ წადი. არ ხარ სათამადო დონის მწვრთნელი ჩვენი ნაკრებისათვის. ამ ჩემპიონატზე, თუ ყველა მოთამაშე გვყავს, მწვრთნელის გარეშე უნდა ვიგებდეთ თამაშებს. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოჩნდება მწვრთნელის ავკარგიანობა როცა გვაკლია მოთამაშეები.
ვასასი
კარგი რა მაისაშვილო, რა 11 კაცი გვაკლდა...რომც არ გვყოლოდა პორტუგალიისთვის მაინც უნდა მოგვეგო. ბიჭებმა ინდივიდუალურად ითამაშეს კარგად, თორემ საერთოდ წავაგებდით. არანაირი მონახაზი, ბუნდოვანი ტაქტიკა, დერეფანი - 0, რაქიც, მოლი საერთოდ რა არის აღარ ვიცით. კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება...მწვრთნელია შესაცვლელი სასწრაფოდ!!!
ბესო შიოშვილი
ვაი, საწყალო საქართველოვ, საით მიექანებიი!!!
ლომი
Haigi სანამ წავიდოდა ბოლო სამი წელი სულ გადახალისებული გუნდით თამაშობდა ერთა თასზე და სულ იგებდა. ნაკრებს კარგი სამხრეთ აფრიკელი მწვრთნელი შჭირდება
gia
ყველაზე მეტად ის არ მომწონს რომ არ ჩანს საით მივდივართ, რის განვითარებას ვცდილობთ, სად გვინდა მივიდეთ არ ვიცით და როგორ ვაპირებთ როგორ გვეცოდინება. დიდი მადლობა მაისაშვილს კაი მწვრთნელის მითითებებით 20 წლამდელებში კარგი იქნება მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მეტად გამოცდილი და მცოდნე კაცია საჭირო.
გიო
დროა ახალი მწვრთნელი მოვიდეს. სანამ ინერციით კიდევ თამაშობენ ბიჭები
ბო ნო
თითქმის ყველა დერეფანს რო წააგებ, კოვიდის ბრალია აბა რა
გემო
რაღა მაინცდამაინც ჩვენთვის ხდება ეს გარემოებები პრობლემა?? სხვას რატო არ აქვს მსგავსი პრობლემები? თქვენც კიდევ ჟურნალისტებმა იქნებ დააყენოთ მთავარი მწვრთნელის წასვლის საკითხი? მემგონი დროა ვინმე ნორმალური უცხოელი მოვდეს
Zviads
არაუშავს ლევან, ყველაფერს გავუძლებთ და წარმატებებიც მოვა, გვჯერა შენი და გუნდისაც!
Gio
ისევ თავის მართლება შეიძლება? მოგებულ თამაშებშიც რომ თავის მართლებას იწყებ ეს უკვე სიგნალია და დრო აღარ გვრჩება. იქნებ მსოფლიოზრც ვერ მოვხვდეთ!
Buka
ამ კაცს რეალობის აღქმა მართლა დაკარგული აქვს, ისევ ყველას და ყველაფრის ბრალია ყველაფერი მარტო თვითონ არ არის არაფერში დამნაშავე!!! ამოვიდა ყელში ეს მარაზმი, წადი რა ჩემო კარგო საკლუბო რაგბს მიხედე ნაკრების დონის არც არასდროს ყოფილხარ და სამწუხაროდ როგორც ჩანს ვერც ვერასდროს იქნები!!!
პაატა
საკუთარი თავის გარდა ყველაფერს დააბრალებს... ლოკომოტივთან წაგების მერე მაისშვილი ნაკრებში კი არა მაგ ფრანჩაიზიდანაც უნდა გათავისუფლევულიყო! ენისეისთანაც ასე წავაგეთ თითქმის ყველა დერეფანი... ამ კაცის ხელში ნაკრებს პერსპექტივა არ აქვს და უკვე ჩანს რომ თვითონაც არაა წამსვლელი! მორგბეები მაგარი ოჯახი გამოდექით რა, კარგად შეირგეთ და ჩვენც "შეგვარგეთ" მშენებელი ფედ. პრეზიდენტად და მაისაშვილი კიდევ ნაკრების მწვრთნელად... ჩვენი ფეხბურთის ბედი "გამოუბრწყინდა" ჩვენს რაგბსაც.
rable
მწვრთნელის ფუნქცია და სამსახურის ავკარგიანობა ზუსტად ესეთ დროს ვლინდება, როცა შემადგენლობა მართებულადაა გასათვლელი (თუნდაც ცაიტნოტში)... პრეტენზია როცა გვაქვს მაღალ კლასზე და გადაზრდაზე -მინიმუმ მეორე ტაიმი და ბოლო ოცი წუთი უნდა დომინირებდე... ქ კი რა -არც კლასი და არც მწვრთნელის გათვლა... იმედგაცრუება იყო სრული
გულშემატკივარი
რა უნამოსოა... ერთხელ მაინც თუ დაცდება და იტყვის რო ვერ ქაჩავს..ეს ბოლო წლებია კავშირში მოკალათებული ხალხი გაიძახის რომ:"'ჩვენ თურმე გაგებით უნდა მოვეკიდოთ რომ ნაკრებთან ერთად ადგილობრივი მწვრთნელები უნდა განვითარდნენ!" მორიგი დაბოლება ხალხის რო სიდებილე და მავნებლობა ნორმად გაასაღონ...ეს მაისაშვილი ან მესია გონიათ ან მართლა მაგიოზია და მაგას უჭირავს მთელი კავშირი ხელში! ისე ყველა ნაკრები კლუბი მაისაშვილის ჩავაბაროთ არა მარტო რაგბში...(((
15
ექვს ერზე გვქონდა პრეტენზია და პორტუგალიას მესამე შემადგენლობით უნდა ამარცხებდე ასეთ დროს უშანსოდ. დერეფნის პრობლემა წინა თამაშებშიც იყო. მწვრთნელი თუ ყავს გუნდს, არ იგრძნობოდა. ინდივიდუალურად იბრძოლეს ბიჭებმა. გადადგომის განცხადებას ველოდი მაისაშვილისგან.
beqa
არუნდა ეხლა თავის მართლება და გადაბრალება გარემოებებზე
Irakli Apkhaidze
ერთხელაც არ უხსენებია მიზეზებში საკუთარი თავი და ის რომ ვერ შეიტანა საჭირო კორექტივები თამაშში
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება