„ჩელსის“ ჩეხი მეკარე, 29 წლის პეტრ ჩეხი ახალ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს მხარს უჭერს და ამბობს, რომ ის „სტემფორდ ბრიჯზე“ დიდ ტრადიციას ჩაუყრის საფუძველს

„ჩელსის“ ჩეხი მეკარე, 29 წლის პეტრ ჩეხი ახალ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს მხარს უჭერს და ამბობს, რომ ის „სტემფორდ ბრიჯზე“ დიდ ტრადიციას ჩაუყრის საფუძველს. ჩეხის აზრით 33 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „ლურჯების“ სათავეში დიდხანს დარჩება და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.

ორი სიტყვა მათთვის, ვინც შეამჩნია, რომ პორტუგალიელი მწვრთნელის გვარს აქამდე ვილას-ბოასს ვწერდით, ახლა კი ბოლო ასო-ბგერა შევცვალეთ. პორტუგალიურს კარგად თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან რთულ შედეგს მივიღებთ. ვნახავთ, რომ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, ეს გვარი შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ვილეშ-ბოეშ, ვილას-ბოას, ვილაშ-ბოაშ... ხანდახან ეს „შ“ ძალიან ჰგავს „ჟ“-ს. მოკლედ, ამ მწვრთნელის გვარის გამოთქმა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის არა მხოლოდ დიალექტზე, არამედ იმაზეც კი, ვმღერით თუ ვლაპარაკობთ. ჰოდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სწორ გამოთქმასთან სავარაუდოდ ყველაზე მიახლოებულ ვარიანტზე, ვილაშ-ბოაშზე შევჩერდეთ და ამ თემაზე „აღარ ვინერვიულოთ“.

ახლა კი ჩეხის ნათქვამს დავუბრუნდეთ. მან თქვა:

„ძნელია ახსნა, რატომ ხდება, პერიოდულად, „ჩელსიში“ მეტად თავისებური ამბები. საბედნიეროდ, ახლა გვყავს ახალგაზრდა თავკაცი, რომელიც, იმედი მაქვს, „სტემფორდ ბრიჯზე“ 25 წელიწადს დარჩება და იმავე როლს ითამაშებს, ალექს ფეგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ რომ ითამაშა. მართლა ასე რომ მოხდეს, დიდებული იქნება.

ვფიქრობ, არჩევანის ანდრეზე შეჩერება დიდებული გადაწყვეტილება იყო. ის ახალგაზრდაა და უკვე დაამტკიცა, რომ დიდი კლუბის დიდ წარმატებამდე მიყვანა შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ძალიან კარგად იცის ინგლისური ფეხბურთი და საკუთრივ „ჩელსიშიც“ ჩინებულად ერკვევა. ის აქ ჟოზე მოურინიოს დროს მუშაობდა, ასე რომ ის ჩვენ გვიცნობს და ჩვენც ვიცნობთ მას. მას მეტოქე გუნდების დაზვერვა და მათი თამაშის ანალიზი ევალებოდა, რასაც დიდებულად აკეთებდა. მისი რჩევები ძალიან გვეხმარებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ანდრე „ჩელსიში“ დიდ შედეგს მიაღწევს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე