გიორგი წიტაიშვილს კარგა ხანი არ უმართლებდა, ტრავმებმა ძალიან დახია უკან, მაგრამ მონდომებულია და როგორც ჩანს, ფორმაში ჩადგა. გიო "ჩერნომორეცის" მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა მისთვის უჩვეულო, მარცხენა მცველის პოზიციაზე დააყენა და აქტიურობით გამოირჩევა.

ოდესური გუნდი თურქულ შეკრებაზე Winter Cup 2022-ის ტურნირზე იღებს მონაწილეობას. პირველ ტურში "მეტალისტს" დაუზავდა (3:3), პენალტების სერიაში კი 5:6 დამარცხდა. ჩვენებურმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

მეორე ტურში "ჩერნომორეცი" "პოლესეს" შეხვდა და წიტაიშვილი კვლავ გამორჩეული იყო. აი, რას წერს მის შესახებ ua-football-ი მატჩის მიმოხილვაში:

"პირველ ტაიმში მარჯვენა ფეხით (არამუშათი) ბურთი ძელს გაარტყა. ეს სოლო-რეიდის შემდეგ გააკეთა. რომ გაეტანა, ლამაზი იქნებოდა.

მეტოქეს შესვენებამდე ყველაზე რეალური შანსი გიოს შეცდომის შემდეგ მიეცა (ვინგერად დაბადებულს, დაავიწყდა რა, რომ ამიერიდან უკვე განაპირა მცველია, მოწინააღმდეგის ნახევარზე გაიწია და უთანასწორო ბრძოლაში ბურთი დაკარგა), მაგრამ მეკარემ გადაარჩინა.

55-ე წუთზე პოჟეგმა ბურთი მარცხენა ფრთიდან წაიღო, საჯარიმოში გიო მონახა, მან კი ცხრიანში ჩააჭედა. ლამაზი გოლი გამოვიდა".

88-ე წუთზე "პოლესემ" ანგარიში გაათანაბრა, ხოლო პენალტების სერიაში 5:4 იმარჯვა. ქართველმა თერთმეტმეტრიანი ისევ უზადოდ შეასრულა.

ნამატჩევს წიტაიშვილის გოლზე კომენტარი გრიგორჩუკმა გააკეთა: "შესანიშნავად იყო შესრულებული. ეს ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედო მეტოქის საჯარიმოში".

გიო
მოუთმენლად ველი მაგ დროს
Suxumchanin
ეს ბიჭი უპატრონო ფენომენია, ძალიან მუშა და თავდადებული. დიდი ფეხბურთი ელოდება, ორივე ფეხით მშვენივრად თამაშობს და ჩვენს გულებს გაახარებს!
ნუკრი
თუ ასე გააგრძელა სანიოლის სამ მცველიან ტაქტიკაში მაგრად გამოადგება ნაკრებს მარჯვენა ფლანგზე.
С
ეს ბიჭი იმედია თავის ჟილკას (უკაცრავად) ნაკრების სხვა წევრებსაც გადასდებს, შანსი არაა, რომ თავისას არ მიაღწიოს, თუ ასეთი შემართებით იქნება კარიერის ბოლომდე.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში