ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ფინიქს სანსი" "ჩიკაგო ბულზს" ესტუმრა და 127:124 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე მეოთხედში სხვაობა 21 ქულა იყო (27 მაქსიმალური), თუმცა "ბულზმა" მაინც აღმოფხვრა ჩამორჩენა, თუმცა მაინც დამარცხდა.
მასპინძელთა მხრიდან დემარ დეროუზანმა 38 ქულა (16/27), 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ზაკ ლავინმა 32 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"სანსის" შემადგენლობიდან დევინ ბუკერმა გუნდს 38 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
კრის პოლმა აქტივში 19 ქულა, 3 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, 33 მოგებითა და 21 წაგებით "ბულზი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ფინიქსი" 43 გამარჯვებითა და 10 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. შემდეგ მატჩს 9 თებერვალს, "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.
ჩიკაგო - ფინიქსი
"გოლდენ სტეიტ უორიორსი" "ოკლაჰომა სითი თანდერს" ესტუმრა და 110:98 დაამარცხა.
"ოქროსშტატელების" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ თავი 18 ქულით, 9 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
კლეი ტომპსონმა 21 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2-იც ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
მასპინძელთა მხრიდან ლუგენტს დორტმა გუნდს 26 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "უორიორსი" 41 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.
"თანდერი" 17 გამარჯვებითა და 36 მარცხით დასავლეთში ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 10 თებერვალს, "ტორონტო რეპტორსის" პირისპირ ჩაატარებს.
ოკლაჰომა - გოლდენ სტეიტი
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა