"ბორჯღალოსნების" გაფართოებულ შემადგენლობას ნიდერლანდებთან მატჩის წინ რამდენიმე მოთამაშე დაუბრუნდა, რომლებიც გუნდს გასულ კვირაში კოვიდ-ინფექციის გამო დააკლდნენ.

დაბრუნებულთა შორისაა სამივე კვაჭი - შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და გიორგი ჭყოიძე, ასევე, მესამეხაზელები გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი.

პორტუგალიასთან დაშავდა და მომავალ შეხვედრას გამოტოვებს ბურჯი ბექა გიგაშვილი. მის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა ნიკოლოზ ხატიაშვილს უხმო, რომელსაც "ბორჯღალოსნების" კვართით აქამდე 6-ჯერ უთამაშია, ბოლოს 2021 წლის ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან.

ჩვენი გუნდი 12 თებერვალს, საქართველოს დროით 16:15 საათზე, ნიდერლანდებს ამსტერდამში ეთამაშება. აქამდე ამ გუნდებს შორის ხუთი შეხვედრა გაიმართა. პირველი, შორეულ 1995 წელს, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 3:55. მას შემდეგ ნიდერლანდებს ოთხივეჯერ ვაჯობეთ - 2000-02 წლებში 41:6, 32:3 და 88:0, ხოლო შარშან ზაფხულში, თელავში 48:15.

გაფართოებული შემადგენლობა ნიდერლანდებთან

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 26 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 68 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 4 კეპი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 6 კეპი), გურამ პაპიძე (ლა როშელი, უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 19 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 13 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 34 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა), გიორგი ჯავახია (ორიაკი, 7 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 13 კეპი, 15 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 30 კეპი, 25 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 36 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 29 კეპი, 198 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა), ლუკა მატკავა (უკეპო);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 81 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 65 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, 1 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 89 კეპი, 53 ქულა).

rugby.ge

გიორგი
არ დაუძახოთ ბექა გორგაძეს, არა, რად გინდათ, ტოპ 14-ის წინა თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თქვენ რაში გამოგადგებათ!
ელგუჯა
დემე თაფლაძე ამას რა უნდა ნაკრებში
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის