პლეი-ოფის ფინალმა, რომელშიც მონაწილეობას "რაგბი ევროპის" გამარჯვებული მიიღებს, შესაძლოა, რაგბიში ახალი გულშემატკივრების შემოყვანას ხელი შეუწყოს.

ისმის კითხვა: როგორ გააუმჯობესებდით "ექვს ერს"? გუნდების გაზრდით თუ შემცირებით? სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრების დამატებით? ან საერთოდ რომ არ შეიტანოთ ცვლილებები? ახლა იდეალური პერიოდია დებატების დასაწყებად...

დავიწყოთ ყოველწლიური საუბრით იტალიის შესახებ, რომელსაც "ექვს ერში" ზედიზედ 33 მარცხი აქვს. ამავდროულად, საქართველომ, მოულოდნელად, პორტუგალიასთან 25-25 ითამაშა. 2017 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ბორჯღალოსნებმა" მეორე რანგის შეჯიბრებაში ვერ გაიმარჯვა.

დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს შემოსვლით ტელემაყურებელთა რაოდენობა და საზოგადოებრივი ინტერესი გაიზრდება?!

შესაძლოა, ერთ-ერთი ვერსია "შვიდი ერი" იყოს, რომელიც 2024 წლიდან დაიწყება. ის მოიცავს ამჟამინდელ "ექვს ერს" პლუს 2023 წლის რაგბის ევროპის ტიტულის მფლობელს. ამის შემდეგ ყოველწლიური დაწინაურება/დაქვეითების პლეი-ოფი იქნება.

უფრო სამართლიან გაყოფას მივიღებდით - სამი თამაში სახლში და სამიც გასვლითი...

პლუსები საბოლოოდ გადაწონის მინუსებს? სამხრეთ აფრიკის დამატება დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. ბევრ ადამიანს ნამდვილად არ სურს გრძელი შაბათ-კვირის გატარება ჯობურგში ან პრეტორიაში და არა რომში.

განა ლოჯისტიკურად უფრო მარტივი არ იქნება ჩემპიონატი დარჩეს მხოლოდ ევროპული და გლობალური ელემენტი ივლისისა და ნოემბრის ფანჯრებისთვის შემოვიდეს? კითხვები, კითხვები, რომლებზეც ჯერ კიდევ არ არის საბოლოო პასუხები...

მომზადებულია theguardian-ის მიხედვით

სოსო
დიალექტიკის კანონია:-სადაც განვითარების შესაძლებლობა არ არსებობს,იქ უკუსვლა იწყება.სწორედ ამიტომ რაგბი ევროპის გამარჯვებულისათვის 6 ერში თამაშის უფლების მიცემა,მისი განვითარების სტიმული გახდება.ზუსტად ასევე მიეცემა სტიმული,იტალიის ნაკრებსაც და ისიც განვითარდება.თუმცა ეს წმინდა სპორტული კუთხით.6 ერი პირველ რიგში ბიზნეს პროექტია და ჩვენი ჩართვა, მათთვის წამგებიანი იქნება.ამის შანსს არავინ მოგვცემს და სწორედ ალტერნატივად შეიქმნა შავი ლომის ფრანჩაიზი.ის ჯერ ახალი შექმნილია,მაგრამ ძალიან მალე გამოჩნდება მის მიერ ქართული რაგბისათვის მოტანილი სარგებელი.იმედია პროექტი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება და მომავალში მეორე მსგავსი პროექტიც განხორციელდება.
Patrioti
მივმართავ ყველა რაგბისტს: თქვენი თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ, თქვენ იმდენი სიხარული და სიამაყის შეგრძნება გიჩუქებიათ გულშემატკივრებისთვის, რომ ერთი ჩავარდნილი თამაში არ იძლევა თქვენი კრიტიკის საფუძველს, თუმცა ბიჭებო "6 ერმა" რომ მიგვიღოს პორტუგალიას და მისთანებს მნიშვნელოვანი უპირატესობით უნდა ვუგებდეთ. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის და პროფესიონალიზმის თუმცა მწვრთნელი გვჭირდება გაცილებით მაღალი დონის ვიდრე მაისაშვილია. ეს თქვენი გადასაწყვეტი არაა მესმის თუმცა ვწერ იმიტომ, რომ ვისაც ეხება იმან ნახოს. იტალიას აუცილებლად უნდა მოუგოთ, მაგრამ არ გეწყინოთ და იტალია უფრო ძლიერად გამოიყურება. კი ბატონო აგებს ამ თამაშებს მაგრამ ნახეთ რა ხარისხით თამაშობს. გაცილებით ორგანიზებული გუნდია. გულშემატკივრებს გვსურს პროგრესი, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია ვეღარ ვხედავთ, იმ ფონზეც კი რომ ინდივიდუალურად რაგბისტების სათამშო დონემ აიწია. რაგბის სამყაროვ და ამ სფეროს ბოსებო მოიყვანეთ უმაღლესი კვალ8ფიკაციის ტრენერი, ფული დახარჯეთ განვითარებაში და არა საკუთარ ჯიბეებში ( ბოლო წლებში ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, განვლილი პერიპეტიებიდან გამომდინარე). მოკლედ: გვინდა არგენტინასავით თვალსაჩინო პროგრესი და ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ, თორემ გულშემატკივარი ყველაფერს კარგად ხედავს და მათი რეაქციაც შესაბამისი იქნება.
გიორგი
მაისაშვილით გინდათ 6 ერზე გასვლა? იტალიის ხის კოვზი მონაგონი იქნება.
ქომაგი
25 წუთში რომ ქულას ვერ გაუკეთებ პორტუგალიას და სხვა კომპონენეტებს აღარ ვამბობ, 6 ერში კი არა, წადი ბიძია ივარჯიშე უფრო მეტი მონდომებულად...
რ
1.ჭ კლასი პორტუგალია იყო, მაგრამ სიტუაცია იცვლება. პორტუგალია, ესპანეთი და რუმინეთი ეხლა დაახლოებით რეიტინგში თანაბრად არიან ტონგასთან და აშშ-სთან. ეს გუნდები ვითარდებიან და ეს ჩვენთვისაც კარგია. რუსეთი და ნიდერლანდები ამათთან შედარებით ერთი დონით დაბლაა (რუსები და ნიდერლანდები, გასვლაზე ამ გუნდებთან წაგებისას რეიტინგში არაფერს კარგავენ) 2. პორტუგალიასთან წარუმატებლობა ცუდია, მაგრამ ისტერიკების გამართვის საფუძველსაც არ იძლევა. მე მჯერა ბორჯღალოსნები რეაბლიტაციას წელსვე მოახერხებენ ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი თამაშების და ტიტულის მოგებითა და იტალიის დამარცხებით.
Kutaisi
Redis ar jobda samxret aprika sakartvelos nakrebs ???
zura222
ეს პირველი აპრილის ნომრებში ნახე ხო ?? PP
dato
საქართველო 5 ერში აუცილებლად უნდა მიიღონ ჩვენი ბიჭებე მენტალურად ამისთვის 5წლის წინათ უფრო იყვნენ ვიდრე დღეს თუმცა თუ ჩვენი რაგბის გდარჩენა გინდა 6 ერი გამოსავალი რადგან სიმრთლე გითხრათ მეც და ბერვ გულშემატკივარს მობეზრდა უკვე პორტუგალიასთაბ ჯაჯგური ან ჰოლანდიასთან არაფრის მომცემი თამაში რომელშიც ნუ გაგვიკვირდება რომ ჩვენები ნახევარი ძალითაც კი არ ითამაშებენ ასე რომ რაღაც ახალი აუცილებელია .
313=999=911=239=1488=====33
სამხრერთ აფრიკა 10 ჯერ ჯობია ახლანდელ საქარტელოს რა საქართველო პორტუგალიასტან წააგეს ფაკტიურად სირცხვილია!!!
გასაოცარია
თბილისამდე ფრენას 15 საათი საიდან სჭირდება? 15 საათში მთვარეზე აფრინდება კაცი. ეგ სპორტსმენები კიდევ ისე წუწუნებენ მგზავრობაზე, გეგონება პლაცკარტით მოდიოდნენ.
zura222
მერე რა --წავაგოთ რომ ამბობ წაგებაც არის და წაგებაც ! მე მაგალითად ირლანდიასთან რომ წაცაგეთ 15 წლის წინ 10-14 ის წაგება მირჩევნია ბელგიასთან 50 ქულით მოგებას ! მაგრამ ის დრო წავიდა სამწუხაროდ ეხლა მაგარ კრიზისში ვართ და ეხლა 6 ერში ვიქნებით ბობოლების სავარჯიშო სათამაშო და იტალიელებზე ცუდი შედეგები გვექნება და შევრცხვებით ! ადრე ზელანდიასაც კი რომ ვათრევდით შერკინებაში ეხლა პორტუგალიასაც ვერ ვუხერხებთ ხშირად თრევას ! რომ ვიძახდით შერკინებაში და ძალაში რომ ვართ მაგრები აწი დროა ხელით თამაში და სხვა რამეებიც ვისწავლოთო მაგრამ ვერც ის ხელით თამაში ვერ ვისწავლეთ და და ძალისმიერ თამაშშიც უკან დავიხიეთ სასტიკად ( და დერეფნებში აბრაგანებში რაქებში როგორიც ვიყავით ისეთ დონეზე დავრჩით მაგალითად რაქების გაწმენდა გადაყრაში პორტუგალიელები ბევრად გვჯობდნენ ამ ტამაშში როგორც სისწრაფით ისე ტაქტიკით . ასე რომ გვჭირდება ძირფესვიანად თავიდან ყველაფრის დალაგებაც და სწავლა და ეს არ მოვა 1-2 წელში ! მინიმუმ 5 წელი მაინც ჭირდება ამას !
ჟორა გაბრიჭიძე
მე არ ვიცი, რომელ ევროპულ გუნდს ესიამოვნება 30 საათით (იქით-აქეთ) თვითმფრინავით მგზავრობა სამხრეთ აფრიკაში. რაც შეეხება გაუმჯობესებას, კარგი იქნება თუ ევროპის გამარჯვებული და ექვსი ერის ბოლო ადგილოსანი პლეიოფს ითამაშებენ. ანუ ამით ექვსი ერის აუტსაიდერსაც ექნება მიზეზი ერთი ადგილი გაანძრიოს და ეცროპის ჩემპიონობაც არ იქნება მოსაწყენი.
ვენდი
ვინც იმსახურებს ის! ვინ იმსახურებს ალალად დაწერეთ!
ბათუმ
სამწუხაროდ ძალიან უკან მიდის რაგბის საქმე. ფედერაციაშიც ხო ხედავთ რაც ხდება. სპორტის უმეტეს ფედერაციებში კომუნისტების დროს როგორც იყო ერთი კანდიდატი იღებს მონაწილეობას უკონკურენტოდ. ასე რუსეთშიც კი არ ხდება.. თანამდებობის გამო ყველაფერი არ უნდა იკადროთ ,მხოლოდ საქმეზე იფიქროთ და დღე-ღამეს უნდა ათენებდეთ საქმის კეთებით, სპორტზე მსაზურებით!..
ქუთაისელი
სანამ 50 000 ქართველს წელიწადში 5 ჯერ 50-100 ევროიანი ბილეთების ყიდვა არ შეგვეძლება, სანამ მინიმუმ 5 ათასი გულშემატკივარი არ გაყვება გასვლით თამაშებზე, მანამდე შეგვიძლია მხოლოდ ოცნებით შემოვიფარგლოთ. უნდა გავმდიდრდეთ, მეგობრებო! გავაძვიროთ ხინკალი და ღვინო! ავაშენოთ ჰესები! იქნება გვეშველოს! :)
rugby
6 ერიც და ევროპის ჩემპიონატიც 7 გუნდიანი უნდა იყოს გამარჯვებულიც უფრო დამაჯერებლად იქნება გამარჯვებული და ბოლო ადგილოსანიც დამაჯერებლად შეავსებს თავის ადგილს
მერე რა
წავაგოთ თავიდან რა პრობლემაა. ნელნელა ვისწავლით მათთან თამაშს და ასე გავიზრდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ სუსტები ვიქნებით მათთან შედარებით. შეუძლებელია მეორე ლიგაში გაიზარდო იმ დონეზე რომ პირდაპირ მოუგო პირველი დონის გუნდებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიური კომპლექსი უნდა მოგეხსნას, რომ გაუშინაურდები
ახალი ამბები
"იზვეტია" და "პრავდა" წერენ, რომ 6 ერის გაზრდა დაგეგმილია პორტუგალიის ხარჯზე, ხოლო "მოსკოვკი კომსომოლეცი" გაზრდილ ექვს ერში რუსეთსაც მოიაზრებს. გაზეთო "ტრუდი" აქვეყნებს მოსკოვში ნატოს სამეკაშიროე ოფისის საიდუმლო ცირკულარს, რომლითაც ტრანსატლანტიკურმა ერთობამ მოსკოვს შესთავაზე 6 ერში გაწევრიანება, უკრაინაზე ზეწოდლის შემცირების სანაცლოდ.
zura222
სამხრეთ აფრიკის ჩართვა 6 ერში არის დიდი სისულელე ჯერ ერთი იმიტომ რომ შორსაა ევროპიდან და 5 გუნდს და მათ ქომაგებს მოუწევთ დიდი მანძილის გავლა და ამას არ დათანხმდებიან და კიდევ--სამხრეთ აფრიკა არის 5 ერის მონაწილე გუნდი არგენტინა-ავსტრალია ზელანდია იაპონიასთან ერთად და იმაზე უარს იტყვიან ? ის 5 ერი არანაირად არაა 6 ერზე სუსტი პირიქით უფრო ძლიერია ! და საქართველოს რაც შეეხება ჩვენ თვითონ არ უნდა გვაწყობდეს უკვე ეხლა 6 ერში შესვლა იმიტომ რომ ჯერ ერთი პლეი ოფის თამაშებში იტალია გაანადგურებს ამ ჩვენ კრიზისში მყოფ ნაკრებს და რომც მოხდეს სასწაული და მოვუგოთ იტალიას მერე რა ? რა და ის რომ კატასტროფული ანგარიშებით წავაგებთ თამაშებს @ ჭ კლასის პორტუგალიას რომ ვერ ვუგებთ საკუთარ მორდანზე წარმოიდგინეთ რას გვიზამენ ბობოლები! 5-6 წლის წინ ნაღდად შეგვეძლო იტასლიის მოგებაც და ბობოლებთან კარგი თამაშიც და მაშინ იყო კარგი დრო 6 ერისთვის ! და ყველანაირ აზრს და ინტერესს რომ დაკარგავს ჩვენთან თამაშები 2-3 წელში საერთოდ საბოლოოდ გამოგვაგდებენ იქედან და აღარც კი მიგვასუნინებენ ! ჯობია დავალაგოთ სიტუაცია მოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელი და დავიბრუნოთ ძველი ფორმა და დიდება და 3-4 წელში უკვე მივუკაკუნოთ კარზე !
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?