ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ ვერ შეძლო კარიერაში მეორედ უიმბლდონის მოგება
ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, მარია შარაპოვამ ვერ შეძლო კარიერაში მეორედ უიმბლდონის მოგება, რითაც ამ უპრესტიჟულესმა ტურნირმა ახალი ჩემპიონი მიიღო ჩეხი პეტრა კვიტოვას სახით.

რუსი ჩოგბურთელის ფინალში გასვლა სავსებით მოსალოდნელი იყო. მართალია, მას 2008 წლის შემდეგ არ ეთამაშა "დიდი სლემის" ტურნირის გადამწყვეტ მატჩში, მაგრამ წლევანდელ პირველობას მართლაც კარგ ფორმაში შეხვდა, მოტივაციისა და საბრძოლო განწყობის მხრივ კი მარიას პრობლემა არასოდეს ჰქონია.

როგორც გახსოვთ, მხარის ტრავმის გამო შარაპოვას კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ მან გამოჯანმრთელება მოახერხა, თუმცა კარგა ხანი ჩვეულ სპორტულ ფორმას ვერ იბრუნებდა. მის თამაშში პროგრესი ახალი მწვრთნელის ტომას ჰოგსტედტის აყვანის შემდეგ გამოჩნდა, კარიერაში გარდამტეხი მომენტი კი წელს რომის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი გახდა, სადაც მარიამ ბრწყინვალე დონე აჩვენა, კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა და მთავარ პრიზს დაეუფლა. შემდეგ როლან გაროსის ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ მომავალ ჩემპიონ ნა ლისთან დამარცხდა. უიმბლდონზე ფინალამდე გზა მან სეტის წაუგებლად გაიარა.

პეტრა კვიტოვას კარიერაში სერიოზული ჩავარდნები ჯერ არ ყოფილა და 21 წლის ჩოგბურთელი ჯერჯერობით მუდმივ პროგრესს განიცდის. ის ფართო წრეებმა შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ გაიცნეს, სადაც ჩეხმა ნახევარფინალს მიაღწია და მისი შეჩერება მხოლოდ მომავალმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა შეძლო. 2010 წელს სხვა დიდი წარმატება ჩეხს არ ჰქონია, სამაგიეროდ, 2011 წლიდან დამაჯერებელი ნაბიჯებით წავიდა მწვერვალისკენ. ბრისბენის ტურნირის მოგება, ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალი, პარიზში კიმ კლაისტერსის ფინალში ძლევა... ყველაზე მსხვილი ტურნირი მან მადრიდში გრუნტის კორტზე მოიგო, რის შემდეგაც რეიტინგის საუკეთესო ათეულში შეაღწია. უიმბლდონზე მან შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა - ნახევარფინალში სამ სეტში აჯობა ვიქტორია აზარენკას და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება ფინალისტთა ურთიერთშეხვედრების ისტორიას, ის მხოლოდ ერთ მატჩს მოიცავდა - 2010 წლის დასაწყისში მემფისის ტურნირის ნახევარფინალში მარიამ 6:4, 6:3 გაიმარჯვა.

კვიტოვას პირველი სეტის დასაწყისში ფინალის დებიუტანტისთვის დამახასიათებელი ნერვიულობა ეტყობოდა, მაგრამ შემდეგ შევიდა თამაშში და მალე გააკეთა უკუბრეიკი. ამის შემდეგ ორივემ არათანაბარი ჩოგბურთი აჩვენა და ორივეს ჰქონდა ბრეიკის შანსი, თუმცა კვიტოვა უფრო სტაბილური ჩანდა. გარდა ამისა, როცა უკანა ხაზზე კომბინაციური თამაში მიდიოდა, პეტრა ხშირად ჯობნიდა მეტოქეს. მართალია, ბადესთან მოქმედება არ გამოსდიოდა, მაგრამ იქ ხშირად არც გადიოდა.

გარდა ამისა, ფინალში თავი იჩინა მარიას მთავარმა სენმა - არასტაბილურმა მოწოდებამ. თითქმის მთელი უიმბლდონის განმავლობაში მას არ აწუხებდა ორმაგი შეცდომები და ნახევარფინალში ისევ მოიშალა ეს სათამაშო კომპონენტი - 13 ორმაგი დაუგროვდა. სწორედ ამ შეცდომების გამო მისცა რუსმა თავისი გეიმი ჩეხს პირველი სეტის შუაში. მარიამ კინაღამ მეორე საკუთარი მოწოდებაც დათმო, მაგრამ სეტბოლზე ეისმა უშველა. მიუხედავად ამისა, კვიტოვამ სეტზე ჩაწოდება შეძლო და 6:3 გაიმარჯვა.

ბრეიკით დაიწყო პეტრამ მეორე პარტია, მაგრამ შემდეგ მარიამ გონს მოსვლა და სეტში სიტუაციის გათანაბრება მოახერხა. შარაპოვას ჰქონდა წარმატების განვრცობის შანსი, მაგრამ მარათონულ მეხუთე გეიმში კვიტოვა ოდნავ უფრო ძლიერი იყო. თუმცა ეს გეიმი გადამწყვეტი არ ყოფილა - ჩეხმა იქვე თავისი მოწოდება დათმო, როცა ორი უხეში შეცდომა დაუშვა.

მაგრამ კვიტოვას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ამას არ უმოქმედია. ჩეხმა გააგრძელა თავიდანვე არჩეული ტაქტიკით თამაში, ისევ დაწინაურდა ბრეიკით და ამჯერად უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მას ხელი არც მატჩზე ჩაწოდებისას აუკანკანლდა - გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო, სამმაგ მატჩბოლზე კი ეისი შეასრულა.

"ჩოგბურთში მხოლოდ ერთი ჩემპიონი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. ვულოცავ პეტრას გამარჯვებას. ძალიან მინდოდა ტიტულის მოპოვება, მაგრამ იმედი მაქვს, ისევ დავბრუნდები უიმბლდონის ფინალში", - განაცხადა მატჩის შემდეგ შარაპოვამ.

"არ მჯერა, რომ ამ პრიზით ხელში უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე სამეფო ლოჟის წინ ვდგავარ. ძალიან მიჭირს საკუთარი ემოციების გადმოცემა. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, არ მჯეროდა, რომ გამარჯვებას მივაღწევდი. თუმცა ისიც კარგად მესმოდა, რომ არსებობდა ამის შესაძლებლობა - უბრალოდ საუკეთესო ჩოგბურთი უნდა მეთამაშა. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი გამომივიდა", - ემოციებს ვერ მალავდა უიმბლდონის ახალი ჩემპიონი.

მარია მეხუთედ თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში და მეორედ წააგო გადამწყვეტი მატჩი. დღეიდან ის რეიტინგში გაუსწრებს ნა ლის და ტრავმის შემდეგ პირველად შეაბიჯებს ტოპ-ხუთეულში. რაც შეეხება კვიტოვას, ის მეშვიდე ჩოგანი გახდება.

ქალები

ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-მარია შარაპოვა (რუს, 5) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tamuna
ვეთანხმები მარიკას..პეტრას ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი..აი მარია კი ნამდვილად დიდი ჩოგბურთელია
marika
პეტრა დიდი არაა - ეგ ერთი და მეორე- შარაპოვას კვნესა პეტრას დამსახურება არააა- ეგ მეორე....1 შლემის მოგებით დიდი ჩოგბურთელები არ ხდებიან.............
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა