"ვალენსიას" ამოუცნობი და უხილავი გმირი ჰყავს - მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია და "ლა ლიგის" ბოლო ტურის სტატისტიკის მიხედვით, "ვალენსიასა" და "რეალ სოსიედადის" მატჩში (0:0) საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მთლიანობაში, გიორგიმ "ვალენსიაში" შვიდჯერ ითამაშა (მათ შორის, მადრიდის "რეალთან"), შვიდი გოლი გაუშვა და სამჯერ კარი "მშრალად" შეინახა.

ახლა - როდესაც მეკარე იასპერ სილესენი ტრავმირებულია და მისი შემცვლელი ხაუმე დომენეკი უბრალოდ არასტაბილური, მამარდაშვილი მზად არის, ნომერ პირველი გახდეს. მწვრთნელი ხოსე ბორდალასი მას კვლავ ენდობა...

დროა გავიცნოთ "მამარდა" - ასე ეძახიან ქართველ მეკარეს როგორც მშობლიურ ქუთაისში, ისე "ვალენსიას" გულშემატკივრებში. სულ ახლახან, UEFA-ს რეპორტიორებისა და რედაქტორების მიხედვით, ის 2021 წლის საუკეთესო 50 ევროპელ ნიჭიერ ფეხბურთელში შევიდა.

ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება - როცა მამარდაშვილმა და მისმა "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" ევროთასებიდან გააგდეს...

ზედიზედ ორ სეზონში - 2016/17 და 2017/18 წლებში, გიორგი "დინამო თბილისის" შემადგენლობაში მოედანზე არასოდეს გამოსულა. ამის შემდეგ ის იჯარით წავიდა: ჯერ "რუსთავში" (შვიდი "მშრალი" კარი და 43 გაშვებული გოლი 28 თამაშში), შემდეგ თბილისის "ლოკომოტივში" (რვა გოლგაუშვებელი შეხვედრა და 43 გაშვებული 35 მატჩში).

მეკარემ უეფას თასის შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ აქამდე ასეთ მაღალ დონეზე არასდროს უთამაშია. ამავდროულად, მოსკოვის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ პრემიები არ გაცემულა - უბრალოდ, გამარჯვების მოტივაციისთვის საჭირო არ იყო...

"ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება და არა მხოლოდ "ლოკომოტივის". გულშემატკივრებისგან ჯერ კიდევ უამრავ შეტყობინებას ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მატჩს ვერ დაესწრნენ, ბევრი მაინც მოვიდა - გარეთ გველოდნენ, რომ გავეცილებინეთ, როცა სტადიონიდან ავტობუსით გამოვედით. სიმართლე გითხრათ, ჩვენი გამარჯვება იყო მთავარი ამბავი ყველა ქართულ მედიაში" - ამბობდა მამარდაშვილი.

გიორგიმ პირველი მატჩი "ვალენსიაში" 2021 წლის შემოდგომაზე, "ხეტაფეს" წინააღმდეგ ჩაატარა და გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც კლუბში დებიუტი ჰქონდა (20 წელი და 318 დღე). პარალელურად, "ღამურების" ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა, "ტვიტერში" დაწერა, რომ ქართველის სჯერა: "ეჭვი არ მეპარება, რომ ის მაღალ დონეზე ითამაშებს". მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კი თქვა, რომ გიორგის ყველაფერი იდეალური აქვს...

მართალია, მეკარე სათადარიგოთა სკამზე იჯდა უკვე 2021 წლის სექტემბრის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც მან "სევილიასთან" სამი გოლი გაუშვა, თანაც, უკვე 22-ე წუთზე...

იანვრის ბოლოს მამარდაშვილი "ატლეტიკოსთან" ლა ლიგის მატჩზე უჩვეულო მიზეზის გამო არ წასულა - შემადგენლობაში ჭარბი წონის გამო ვერ მოხვდა.

მეკარე ენას სწავლობს. ესპანეთში მამარდაშვილის შესახებ ხუმრობენ, რომ მისი სიმაღლე (199 სმ) და გვარი ერთნაირად დიდია. გიორგი მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს - პატერნაში, ვალენსიის გარეუბანში, სადაც კლუბის ბაზაა განთავსებული და ბევრი ფორთოხალი იზრდება.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

Каи Чемо Дзмао
ბენდიანიშვილზე რატომ არ წერთ არაფერს? ბე
rable
მიდი გიორგი, არ მოადუნო ვარჯიშები და ყველაფერი ავტომატიზმამდე გექნება მალე.. შენი და ყველა ქართველის წარმატება ყველას ბევრ სიხარულს გვანიჭებს...
beqa
ვერ ინელებენ ვერა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო