"ფეისბუქზე" ქართულმა გვერდმა Geo Team-მა განცხადება გაავრცელა და არასასიამოვნო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება:

"მოგესალმებით! მიწევს ძალიან სამწუხარო განცხადების გავრცელება მზიანი ბელეკიდან. დღეს ჩვენი ბოლო სამუშაო დღეა თურქულ ვოიაჟში და კომენტარებში ძალიან ბევრი თხოვნის ფონზე, გადავწყვიტეთ წავსულიყავით "ტორპედო ქუთაისისა" და დანიური "ოდენსეს" მატჩზე, რათა ქუთაისელი ქომაგისთვის ლამაზი ეპიზოდი გვეჩუქებინა.

დილით "დინამო მოსკოვის" და "დინამო თბილისის" მატჩზე მივედით და რადგანაც ემთხვეოდა მატჩები, თბილისური გუნდის შეხვედრიდან ნაადრევად წამოვედით, რადგან მათ მატჩზე 2 დღის წინ ვიყავით და გვსურდა, ქუთაისელები მაქსიმალურად გვესიამოვნებინა.

აი, იქ რაც მოხდა, სიბრაზისგან მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად გადმოგცეთ: საქართველოდან ამდენი კილომეტრით მოშორებით ჩასული Geo Team-ი გია ცეცაძემ მატჩიდან გაუშვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ამ ფაქტმა ძალიან დათრგუნა და ისინი ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოზიცია შეუვალი იყო.

ახლა გეტყვით, რეალურად რა არის ამის მიზეზი: 2020 წლის დასაწყისში გია ცეცაძე დაინიშნა "საბურთალოში", სადაც მიიყვანა გიორგი ჭანტურია და სურდა გუნდში გაგი მარგველაშვილისთვის კაპიტნობა, ხოლო გიორგი კოხრეიძისთვის 10 ნომერი ჩამოერთმია და გიორგი ჭანტურიასთვის გადაეცა. ჟურნალისტი ვარ, მოვიპოვე ეს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც დიდ უსამართლობას უკავშირდებოდა და გავაჟღერე. ამის შემდეგ გუნდიდან წასვლა მოუხდა ცეცაძეს. თავად ამბობს, რომ ეს ასე არ იყო და მე ვიტყუები, თუმცა ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ფეხბურთელი და გუნდის წევრი, ვინც იმ მომენტში "საბურთალოში" ირიცხებოდა, რომ მართალი ვარ. ჟურნალისტი ვარ და ცალსახაა, ყველას ვერ ვეყვარები. ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია გავაჟღერო და დეზინფორმაციის გამავრცელებელი არ ვიყო!

ეს ყველაფერი დღემდე გულში აქვს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს და ამის გამო იკადრა დღეს ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს. ეს არის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება და საქციელი.

სამწუხაროდ, ჩემი ქუთაისის "ტორპედოსადმი" და ქუთაისელი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დღეიდან, სანამ გია ცეცაძე "ტორპედოშია", "ჯეო თიმის" და ამ გუნდის ურთიერთობა დასრულებულია. ძალიან, ძალიან ვწუხვართ, ქუთათურებო!".

სავარაუდოდ თავი გაიპიარეს, პირველად გავიგე ჯეოთიმი, დარწმუნებული ვარ მარტო მე არა. ცეცაძე კი როგორც ტექსტიდან მივხვდი არ ევასებოდა და ბარემ გამოიყენა ამისთვის, ორი კურდღელის დაჭერა გადაწყვიტა, ისე არ მოგივიდეს ვერცერთი დაიჭირო! არამგონი კარგ ჟურნალისტობაზე მიუთითებდეს ასეთი სტატია, ნორმალურად დასკვნებს ვერ გამოიტან
გია
რაღაც შედეგს დადებენ და მერე თავი გონიათ იმპერატორები ფეხბურთელებს როგორც მონები ისე ეპყრობიან ყველას არ ვგულისხმობ ოთხმოცი პროცენტი არა კაცები არიან
giga
აქ შემოვარდა ზოგიერთი არაგულშემატკივარი და ლანძღავს ახალგაზრდა ჟურნალისტს. ხალხო თქვენ ვერ ხართ? კაცმა ასობით კილომეტრი გაიარა, რომ გაეშუქებინა გუნდების მზადების პროცესი და თქვენ აქ ცეცაძეს ამართლებთ. აი რას მოგიტანთ ეგ ცეცაძე მალე გამოჩნდება? ეგ კაცი მას შემდეგ არ მომწონს რაც სლოვაკეთთან მატჩში ძველი ბიჭივით შეიჭრა და დაიწყო კაჩავობა
დიმო
ინტრიგანია არა ის კიდე... რა ინტრიგანი ცეცაძე არ იყო თამაშზე რომ დაიწყო გაწევა და გინება ახალგაზრდულის? უნდა შეგეძლოს ნერვების კონტროლი მწვრთნელუ თუ ხარ. გამოაგდო რა , თავისი გუნდისთვის უარესი გააკეთა.სხვაგან ფულს უხდიან რომ გააშუქო და ჩვენ გადაღებას ვუშლით.
kutaisi
srtasburgshi unda gechivla , meti raicit tkvennairma vitom jurnalistebma, pegburti kiara kvekana ariet, tetrze shaviao izaxit. torpedoshi areulobis mockoba ar gamogivida, shen da cacadzem ertmanetshi arkviet urtiertoba da torpedos da kutaiss daanebe tavi shentvis ase ajobebs,
tngh
ვინ არის ეს "გეო თემი"???
gio gio
ჟურნალისტები ბევრს ცოდავენ მაგრამ.ცეცაძე ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყო.მწვრთნელმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობა გუნდის და გულშემატკივრების წინაშე,რაც აკისრებს მეტ თმენისვალდებულებას.
Klimenti
ჩემი სოლიდარობა Geo Team-ს
ქ. გ.
მეც არ მომწონს Geo Team-ი.
G
ეს ცეცაძე არც მწვრთნელად უქნია ღმერთს და არც პიროვნებად. აყალმაყალების და პრობლემების ექსპერტია.
ადამიანი
,,როგორ ბედავთ"-ო ? :) სტალინი ხარ თუ მიშა?! არ უნდოდა და არ დაუშვა,გამომივიდნენ რა,ძალად ჟურნალისტები
ქომაგი
არა ხარ სწორი, შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე, მწვრთნელს ეტყვიან მისას, გუნდს და ქომაგებს არაფერი დაუშავებია, ეგ თქვენი პირად საქმის გარეთრე
პელიდი
ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ახირებები. ცეცაძემ შედეგი დადოს და თუ უნდა ყველა ჟურნალისტი გაუყრია სტადიონიდან. სხვათაშორის, ბევრ დიდ გუნდს აქვს მსგავსი დამოკიდებულება, თუ ჟურნალისტი არ მოსწონთ, თამაშზე აკრედიტაციას არ აძლევენ. მაგალითად, რეალ მადრიდის პრესკონფერენციაზე ძირითადად მხოლოდ მათთვის მისაღები ჟურნალისტები ესწრებიან.
ლუკა
არა ძმაო სასწაული ხალხი ვართ რა...როგორ ბედავთ და ამ შემთხვევაში ჟურნალისტს ასანაშაულებთ ზოგიერთები?არაადამიანურად მოიქცა გია ამას რათ უნდა განხილვა??
Leva
ინტრიგანია ეს ხო
macbook pro
ტორპედო ფანი ვარ ვოცნებობ მალე მოცილდეს ქუთაის ცეცაძე
Gela
ტორპედო როგორც კლუბი ქართული ფეხბურთისთვის მართლაც ბევრს ნიშნავს, ნამდვილ გულიან გულშემატკივრებსაც დიდი პატივისცემა ჩემგან. მაგრამ აი ამ მობლატავე სასტავს ვერ გმგიგეთ რააა. სამი თვის წინ იხვეწებოდით ვინმემ გვიშველეთ არიქა და ურიქაო სიმონ და ახლა? თუ რამის თავი გაქვთ ბიჭებო და კაცებო რატომ ვისაც საჭირო იყო ვერ მოთხოვეთ? ეხლა აქ არავინ მეკამათოს თორე მოვიდა ჩაჩავააა და მერე კიდევ ძალიან სერიოზული იტალიელი ::დ
Р
ცეცაძე დიდი მწვრთნელია, არ დაგავიწყდეთ, კარპატი უკრაინის ჩემპიონი გახადა, ახლა ტორპედოსაც ჩემპიონს გახდის.
ზაზა
ჟურნალისტი კიარა ინტრიგანი ხარ! რასაც იმსახურებდი ისე მოგექცნენ...შენ პირადულს პროფესიონალურში ნუ ურევ
ძამია
ძამია, არ მგონია პროფესია სწორად გქონდეს არჩეული)))) არაა მაი შენი საქმე და მოძებნე რამე სხვა. ნეტა ვიცოდე ვის აშინებ შენი არ ჩასვლით ქუთაისში? ისე არ მოხდეს ჩემპიონობის აღნიშვნისას სახვეწარი გაგიხდეს ფეხბურთელებთან კომენტარების ჩაწერა. ტორპედოში მწვრთნელები მოვლენ და წავლენ. თუ ჟურნალისტი ხარ უნდა იცოდე, რომ ეს სპორტული ცხოვრების თანმდევი პროცესია. ტორპედო და მისი ქომაგები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან. შენ კი ამ დროს ტელევიზორთან იჯდები. არ ვიცი რას საქმინაობ, მაგრამ ძალიან სუსტი ხარ ეტყობა მაგ საქმეში. გაიარე ვინმესთან კონსულტაცია და იქნებ ნელ-ნელა კლასიც აიმაღლო
ქუთაისელი
შე დალოცვილო ჟურნალისტი ვარო იძახი და ის არიცი, რომ თამაშიდან გამოშვების უფლება არავის აქვს? და იქნებ ოდენსეს თამაში გადასაღებად იყავი ვისი რა სქმეა. ან თუიმის ამბიცია გაქვს, რომ ჟურნალისტი ხარ მაგ პროფესიის ხალხი ყველაფერს აკეთებს სასურველი მასალის მოსაპოვებლად და ვისი რა საქმეა რას იღებდი????????? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მიზეი გჭირდებოდა, რომ ეს მომხდარი მერე დაგეწერა და ამით პიარი გაგეკეთებინა. ამხანაგური თამაშის გადაღებაზე, რა უფლებების მოპოვება გჭირდებოდა)))))) სასწაული რა.
მერაბი
"ტორპედო" ცეცაძეა მხოლდ,მისია და მისით იზომება? ის გაცილებით,გაცილებით დიდია! ეს გუნდი არა მხოლდ "ქუთაისელი ხალხის",არამედ მთლიანად იმერეთის, საქართველს ერთ-ერთი უსაყვარლესი გუნდია ათეყული წლებია უკვე!!და თუკი ჟურნალისტი მართლა ჟურნალისტია და კარგად აქვს გათვიცნობიერებული საკუთარი მოვალება ამ გუნდის უამრავი თაყვანისმემლს წინაშე, ასეთ მოუზომავ "დამასრულებელ" განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ბრაზი,დიდის ალბათობით გაივლის,მაგრამ ნათქვამს,დაწერილს, წამოსროლილს,უკვე არაფერი ეშველება,გულწრფელი მონანიებისა და ბოდიშის მეტი.საამისოდ საქმე რად უნდა გავიხადთ?!...
Levani
რამ გააგიჟა ამხელა კაცი-ბიჭი ქართულ ფეხბურთს აპიარებს,ან როგორ გაუშვა,მისი სტადიონია?
ცაი
აუფ დავიღუპეთ,რაიმე გასაკვირი არ მომხდარა,ცეცაძე და ეგეთები.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა