ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ალავესთან“ 1:2 დამარცხდა, რომელმაც ნოემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე მატჩი ჩაატარა და ურიგოდ არ გაისარჯა. პირველ ტაიმში მან ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, გაშვებული გოლი კი მისი ბრალი არ იყო - ხოსელუს დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ლუმმა დააასწრო.

მე-60 წუთზე გედეშმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი უკვე სტუმართა კარში დაინიშნა და ხოსელუმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ გასვლაზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა, 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 20 თებერვალს „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ვიტორია-გასტეიზი. "მენდისოროსა". 12 845 მაყურებელი

ალავესი - ვალენსია 2:1

გოლი: 1:0 ლუმი (14), 1:1 გედეში (62, პენ), 2:1 ხოსელუ (76)

დავითი
გეთანხმებით. თუმცა თუ დამრტყმელი ცივსისხლიანია დარტყმის მომენტში არების შანსი ფაქტობრივად არავის არ რჩება
Levani
ბორდალასს ჭკვიანი კაცის სათვალე უკეთია,თან ჯიგარია გიორგის რო კარგად ექცევა,მაგრამ ასე მგონია ამ ვალენსიას ბევრად მეტი ქულის დაგროვება შეეძლო-შემადგენლობიდან გამომდინარე. როგორც ვაისმა გააჩუქა ქულები ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაზე ზუსტად ისე აჩუქებს.
ტტტ
რა თქმა უნდა მამარდა უშეცდომო იყო აქ ორი აზრი არაა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი მოკრძალებულად, როცა ამხელა გაბარიტები გაქ იქნებ 11 მეტრიანზე ჯობია დარტყმას დაელოდო და მერე ირეაგირო ვიდრე წინასწარ აირჩიო კუთხე? თუმცა თერთმეტმეტრიანის გაშვებაში დედამიწის ზურგზე ვერცერთ მეკარეს ვერავინ დაადანაშაულებს.
სოსო
ს ა ზ ი ზ ღ ა რ ი! მხოლოდ ამ სიტყვით შეიძლება ვალენსიას თამაშის შეფასება.შემთხვევამ პენალტი აჩუქათ,ანგარიში სრულიად დაუმსახურებლად გაათანაბრეს და მაინც უარი თქვეს ფეხბურთის თამაშზე.შედეგად სრულიად უაზრო პენალტი აიკიდეს და ის მიიღეს,რასაც იმსახურებდნენ:-წააგეს!გიორგის ხათრითაც კი,მათ ქულის გადარჩენას ვერ ვუსურვებდი.გიორგის თამაში,ალბათ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო,ვალენსიას თამაშში.შეცდომა არ დაუშვია და გოლებში ბრალი არ მიუძღვოდა.შესაძლოა ბილბაოსთან თამაშმა იმოქმედა,მაგრამ უაზროდ,ასე უჯიგროდ თამაშის გამართლება შეუძლებელია.ვინც თამაშს უყურა,ვფიქრობ ყველა დამეთანხმება.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო