ლა ლიგის 24-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ესპანიოლთან“ ფრეს მიაღწია - 2:2.

სტუმრები დებიუტში ჟორდი ალბას პასით პედრიმ დააწინაურა, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე ანგარიში შორიდან დარტყმით დარდერმა გაათანაბრა. ისე, „ბარსას“ მეტი გატანა შეეძლო, მაგრამ გოლი გაუშვა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

ტრავმირებული არაუხო მეორე ტაიმში ერიკ გარსიამ შეცვალა. მან 64-ე წუთზე პოზიცია დაკარგა და დარდერის გადაცემის შემდეგ დე ტომასმა მასპინძლები წინ გაიყვანა. 90+2 წუთზე პიკემ მელამედს თავში ხელი წამოარტყა და შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა ორივე გააძევა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ლ. დე იონგმა კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - რა თქმა უნდა, თავურით.

„ბარსელონა“ ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩში დაუმარცხებელია (4 მოგება და 4 ფრე), 23 ჩატარებული შეხვედრის მერე 39 ქულით მე-4 ადგილზეა და 20 თებერვალს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, იქამდე კი, 17 თებერვალს, ევროპა ლიგაზე „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

კორნელა დე ლობრეგატი. „RCDE სტედიუმი“. 25 049 მაყურებელი

ესპანიოლი - ბარსელონა 2:2

გოლები: 0:1 პედრი (2), 1:1 დარდერი (40), 2:1 დე ტომასი (64), ლ. დე იონგი (90+6)

გაძევება: მელამედი (90+2), პიკე (90+2)

არტსს
გაუბედურებული გუნდი, რომ ათრია ზურგით ლეო მესიმ, იმიტომაც დაუფასა არა ლაპორტამაც? (მესის მხარდაჭერა მაინც არ ქონოდა არჩევნებზე) გუნდმაც და თვითონ გაღორებულმა ფეხფურთელებმაც!!!!!!! ფეხებზე უნდა დაეკიდა მესის და მაშინ ნაღდად დაუფასებდნენ.
არტ
ჩავი როგორც მწვრთნელი ბევრად ჯობია კუმანსაც და ვალვერდესაც, სეტიენზე აღარ ვლაპარაკობ (ბარსასი კი არა, საერთოდ ლა ლიგის დონის მწვრთნელიც არ იყო), რამდენიმე პოზიციაც გააძლიერეს,მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის იმ დონის გუნდი, რომელიც მაღალი მიზნებისტვის იბრძოლებს. ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩენა წელს ალბათ ეს მათი მაქსიმუმი იქნება. მერე ვნახოთ, თუ შემადგენლობის გაძლიერება გაგრძელდება განსაკუთრებით ფლანგის მცველების, ცენტრალური ნახევარმცველისა და მარჯვემა ლიტერალის პოზიციებზე, შეიძლება მეტზე ფიქრიც. ისე, ახლა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რა უქნა გუნდს ბართომეუს ბანდამ და რა გაუბედურებული გუნდი ათრია მესიმ ბოლო წლები საკუთარი ზურგით!
Gio
რატომ არ იძახით რაგოლი გაუტანა და როგორი ლამაზი იყო მართლა ბარსელონას საიტია ეს საიტი
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
"მოგებას არ ვიმსახურებდით. ბედნიერი ვარ, რომ გარსია გვყავს" - ჰანსი ფლიკი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ესპანიოლს" გამარჯვება გამოგლიჯა - "ბარსას" მეკარე ვირთხას შეადარეს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა