ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჩიკაგო ბულზმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 120:109 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან დემარ დეროუზანმა 40 ქულა (16/24), 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ამერიკელმა კალათბურთელმა მოახერხა და ზედიზედ 6 თამაშში 35+ ქულა 50%-ზე მაღალი მაჩვენებლით დააგროვა. აქამდე ეს შედეგი მხოლოდ ვილტ ჩემბერლენს ჰქონდა დაფიქსირებული. "ჩიკაგოს" ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა მსგავსი შედეგი (50-ზე ნაკლები პროცენტით) 10 მატჩში (1986 წელს, 1999 წელს - 7) დააფიქსირა, რაც ფრენჩაიზის რეკორდია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დეროუზანი მაიკლის ნიშნულის გაუმჯობესებას შეეცდება. რამდენად მოახერხებს, რთული სათქმელია.

ნიკოლა ვუჩევიჩმა გუნდს 25 ქულა, 16 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

"სპურსის" მხრიდან დეჟანტე მარიმ თავი 19 ქულით, 6 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, დემარის ლიდერობით "ბულზს" 37 მოგება და 21 წაგება აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"სან ანტონიო" 22 გამარჯვებითა და 36 მარცხით დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 17 თებერვალს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" პირისპირ გამართავს.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა