სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერები მხოლოდ ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე შემორჩნენ. მოგეხსენებათ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების გამო დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ახლად შექმნილ გათამაშებაში ასპარეზობას მერვედფინალიდან გააგრძელებს, ახლა კი 1\16-ფინალის დროა. აქ ჩვენი წარმომადგენელი არ უნდა გვყოლოდა, თუმცა აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" ლუკა გუგეშაშვილი გადაბარგდა...

ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე ბელგიურმა "გენტმაც" დაასრულა, რომელიც ასევე ერთი ეტაპის შემდეგ ითამაშებს, თუმცა ამ კლუბის ამბები უკვე აღარ გვაინტერესებს - გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" ვგულშემატკივრობთ...

აზერბაიჯანელები პირველ მატჩში საფრანგეთში "მარსელს" ესტუმრებიან. ქართველი მეკარის ახალმა გუნდმა ჯგუფში შვეიცარიულ "ბაზელზე" 3 ქულით ნაკლები დააგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა. ოთხეულის წევრები კვიპროსული "ომონია" და ყაზახური "კაირათიც" იყვნენ. რაც შეეხება "ოლიმპიკს" - ფრანგებმა აქ ევროპა ლიგიდან გადმოინაცვლეს, სადაც "გალათასარაისა" და "ლაციოს" ჩამორჩნენ, მოსკოვის "ლოკომოტივს" კი აჯობეს...

გუგეშაშვილი, რომელიც ვილი სანიოლს უკვე საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც ჰყავდა მიწვეული, ახალ გუნდს მშვენივრად მოერგო. 22 წლის კიპერი პირველი ნომერია. მისი კონკურენტი ახლა ემილ ბალაიევია, რადგან შარშუდინ მაჰამადალიევს ტრავმა აქვს.

"მარსელი", როგორც ყოველთვის, ანგარიშგასაწევი გუნდია. მის რიგებში გამორჩეულები არიან "რომას" ყოფილი თურქი შემტევი ჩენგიზ იუნდერი და 34 წლის ვეტერანი დიმიტრი პაიე. ძირითადი კიპერი უკვე ესპანელი პაუ ლოპესია და არა ვეტერანი სტივ მანდანდა...

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

zura222
იმ საკუთარ კარში ჩაჭრილმა გოლმა კი არ დაგვღუპა თბილისში თამაში რომ დაიწყო დინამოელებმა ისე შეუტიეს თავიდანვე რომ პირველ ხუთ წუთში ჰამბურგი ორჯერ გადაურჩა გოლს და მეექვსე წუთზე გუცაევმა რომ გაიტანა პირველი გოლი და ტრიბუნაზე ვიღაცა იდიოტმა სალუტი რომ ისროლა გაერში კი არა პირველი იარუსისკენ და პატარა ბიჭს მოხვდა ის სალუტი და თამაში შეწყდა 20 წუთით და გერემანელები აზრზე მოვიდნენ და დინამოელები კი პირიქით დაითრგუნენ იმიტომ რომ მეორე იდიოტმა ხმა გაავრცელა რომ ის პატარა ბიჭი მოკვდაო საავადმყოფოს გზაზეო (არადა გადარჩა) და მალე ჰამბურგმა ანგარიშიც გაათანაბრა და წინაც გავიდა ! ის ორი იდიოტი რომ არა გერმანელები მინიმუმ ლივერპულის ბედს გაიზიარებდნენ - გუცაევის პირველ გოლს აუცილებლად მოყვებოდა პირველივე ტაიმში მეორე და მესამე გოლებივ იმიტომ რომ უმაგრესად იყვნენ დინამოელები დაქოქილი და ნაღდად გაანადგურებდნენ ჰამბურგს !
ზურა
ნაკრების მეკარე სად თამაშობს, სირცხვილია! ნებისმიერ ძლიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა!
რრრ
მამარდაზე ნერვიულობა არ გვყოფნიდა, ახლა გუგეშაზე უნდა ვინერვიულოდ.DDD გაიხარეთ ბიჭებო(ისე გვანან ერთმანეთს) ბევრი ასეთ სანევრიულო გვქონოდეს.
ტტტ
ყველა თამაში 12-ზეა?
tngh
"გენტზე" ბევრად უკეთესი გუნდია... "ჰამბურგი". აფსუს, საკუთარ კარში ჩაჭრილი გოლი, თორემ 1979 წელს "ჰამბურგიც" გაიჟიმებოდა... "ლინერპულის" შემდეგ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ევროპა ლიგა. "შტურმი" კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა - გუგეშაშვილი "პაოკმა" განაცხადში არ შეიყვანა
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა