ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" "მემფის გრიზლს" ესტუმრა და 123:119 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯა მორანტმა გუნდს 44 ქულა (11/20), 5 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

დესმონდ ბეინმა აქტივში 30 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა ჩაიწერა.

სტუმართა მხრიდან ანფერნე სიმონსმა თავი 31 ქულით, 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

იუსუფ ნურკიჩმა 32 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "პორტლენდი" 25 გამარჯვებითა და 34 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 25 თებერვალს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"გრიზლი" 41 მოგებითა და 19 მარცხით იმავე დასავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" პირისპირ გამართავს.

Video

მემფისი - პორტლენდი

"დენვერ ნაგეტსი" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" ესტუმრა და 117:116 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან სტეფ კარიმ გუნდს 25 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

კლეი ტომპსონმა აქტივში 16 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

"დენვერის" შემადგენლობიდან ნიკოლა იოკიჩმა თავი 35 ქულით, 17 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

მატჩის დასრულებამდე 0.2 წამით ადრე "ოქროსშტატელები" 2 ქულას იგებდნენ, თუმცა მონტე მორისმა 3-ქულიანი სირენასთან ერთად ჩააგდო და საკუთარ გუნდს ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოუტანა. უშუალოდ ამ მატჩში 26 წლის კალათბურთელმა 13 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, "გოლდენ სტეიტი" 42 გამარჯვებითა და 17 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნაგეტსი" 33 მოგებითა და 25 მარცხით იმავე დასავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს 25 თებერვალს, "საკრამენტო კინგსის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

დენვერი - გოლდენ სტეიტი

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 106:101 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მე-3 მეოთხედის მიმდინარეობისას კალიფორნიელები მეტოქეს 14 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა გამარჯვება მაინც მოახერხეს.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 33 ქულით (14/23), 8 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა 17 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მე-2 მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ენტონი დევისს კოჭი გადაუტრიალდა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. რამდენად მძიმეა დაზიანება, ამას მოგვიანებით გავიგებთ. ამ ეპიზოდამდე ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა, უფრო კონკრეტულად - 17 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება.

"იუტას" შემადგენლობიდან დონოვან მიტჩელმა გუნდს 37 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 27 მოგებითა და 31 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 26 თებერვალს, თანაქალაქელი "კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჯაზი" 36 გამარჯვებითა და 22 მარცხით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს, "დალას მავერიკსის" პირისპირ ჩაატარებს.

Video

ლეიკერსი - იუტა

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე