19 და 20 თებერვალს ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, სნოუბორდში ევროპის თასის გათამაშების ეტაპები ჩატარდება. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების წინა დღეს ორგანიზატორებმა სასტუმრო "კრისტალში" საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

ორი დღის მანძილზე სნოუბორდერები პარალელურ გიგანტურ სლალომში იასპარეზებენ. სპორტსმენებმა პირველი არაოფიციალური ვარჯიში უკვე გამართეს ბაკურიანის ფერდობზე.

წელს სნოუბორდის ევროპის თასზე მონაწილეობის მისაღებად 12 ქვეყნის გამორჩეულმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. მსოფლიო პრიზიორი, 70-მდე სნოუბორდერი, ბაკურიანში იასპარეზებს. მათ შორის ქართველი რევაზ ნაზღაიძეა. ასევე:

ავსტრიელი სნოუბორდერი დანიელა ულბიგი - ოთხგზის მსოფლიო თასისა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რომელმაც წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

ავსტრიელი სნოუბორდერი ანდრეას პრომეგერი - ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო თასის ოცგზის გამარჯვებული პარალელურ გიგანტურ სლალომში.

უხუცესი სნოუბორდერი,კლაუდია რიგლერი - მსოფლიო ჩემპიონატების სამივე სინჯის მედალს ფლობს. ის 48 წლის ასაკშიც აგრძელებს უმაღლეს დონეზე გამოსვლას.

ბენჟამინ კარლი - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი სნოუბორდერი - მსოფლიო თასებისა და ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორმა ავსტრიელმა სპორტსმენმა სულ ცოტა ხნის წინ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც პარალელურ გიგანტურ სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა, ბაკურიანის ევროპის თასისთვის იბრძოლებს.

საქართველოში იმყოფებიან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები და კონსულტანტები.

„ძალიან კარგად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი საშეჯიბრო ტრასაზე, დაგეგმილ განრიგზე უფრო წინ ვართ. ყველაფერი სწორად ორგანიზებულია, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სამუშაო პროცესში და ყველამ იცის თავისი საქმე. შესაბამისად, მათთან მუშაობა ძალიან მარტივია. 2020 წლის შემდეგ გუნდმა ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა და ეს მუშაობის დროსაც იგრძნობა“ - განაცხადა ევროპის თასის კოორდინატორმა (FIS) როლანდ ჰორნმა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით საქართველოში გამართული ყველა სატესტო ღონისძიება 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში გამართვის წინაპირობაა. ქვეყანამ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ეს ნდობა ჯერ კიდევ 2018 წელს, საბერძნეთში, საერთაშორისო კონგრესზე მოიპოვეს, როცა ქვეყნების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა საქართველოს და ჩემპიონატის ჩატარების ადგილად უნიკალური ლანდშაფტისა და რელიეფის მქონე უძველესი კურორტი, ბაკურიანი შეირჩა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო და იმ ძალისხმევის შედეგი, რომელიც საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და მისმა გენერალურმა სპონსორმა "სილქნეტმა" ერთობლივად გასწიეს წლების განმავლობაში.

ბაკურიანი კიდევ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო სპორტულ რუკაზე. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით დაგეგმილი სავალდებულო ეტაპები მიმზიდველს და ცნობადს გახდის ისტორიულ კურორტს.

ბოლო პერიოდში კურორტზე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა, აიგო საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

„გასულ წლებში ბაკურიანმა და გუდაურმა უმასპინძლეს სატესტო ღონისძიებებს და საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების მხრიდან. 2021 წელს ბაკურიანის სკი კროსის ეტაპები მთელი მსოფლიოს მასშტაბით „ევროსპორტის“ ცენტრალური არხის მეშვეობით გადაიცემოდა და კიდევ უფრო ცნობადი გახდა სპორტის მოყვარულებისთვის. წლევანდელი ღონისძიებების წარმატებით ჩატარებას ხელს უწყობს კურორტზე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს მთავრობის და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს: აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა, აიგო საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. დაარსების დღიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაციას გვერდში უდგას კომპანია "სილქნეტი", როგორც გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერი. საერთაშორისო და მსოფლიო დონის ტურნირების საქართველოში გამართვა ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა ამ თანადგომის გარეშე. საკმაოდ მოკლე დროში ფედერაციამ "სილქნეტთან" ერთად რეალური გახადა ზამთრის სპორტის სახეობების გაძლიერება და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გაბაშვილმა.

FIS-ის ევროპის თასის ეტაპები საქართველოსთვის 2022 წლის ზამთრის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა. მარტში კი ისტორიული ბაკურიანი ფრისკისა და სნოუბორდში მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებს უმასპინძლებს.

R

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა