გერმანიის ქალაქ კიოლნში სექსუალური უმცირესობების მერვე მსოფლიო თამაშები დაიწყო. ბარონ პიერ დე კუბერტენის ოლიმპიური იდეები...

გერმანიის ქალაქ კიოლნში სექსუალური უმცირესობების მერვე მსოფლიო თამაშები დაიწყო. ბარონ პიერ დე კუბერტენის ოლიმპიური იდეები მრავალი მიმართულებით განვითარდა - ტურნირებს ატარებენ სტუდენტები, რკინიგზელები, პოლიციელები, 1982 წლიდან კი ესტაფეტაში არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებიც ჩაებნენ.

თავდაპირველად, ორჯერ Gay Games-ს სან ფრანცისკომ უმასპინძლა, ამის შემდეგ გეებისა და ლეზბოსელების მიღების სურვილი ბევრ ქალაქს გაუჩნდა და კონკურსების ჩატარებაც კი დაიწყეს. ამჯერად კიოლნმა თამაშების ორგანიზების უფლებისთვის იოჰანესბურგი და პარიზი დაამარცხა.

რიგით მერვე თამაშებზე დაახლოებით 10 ათასი სპორტსმენი შეიკრიბა, თუმცა 1998 წელს ამსტერდამში დამყარებულ რეკორდს საკმაოდ ბევრი დააკლდა - მაშინ 13 ათასი არატრადიციული სპორტსმენი ჩაება სტარტებში. წლევანდელ პროგრამაში ვერ მოხვდა გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური სახეობა - ფიგურული სრიალი მამაკაც წყვილებს შორის (იხილეთ ფოტო).

სამაგიეროდ, გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ, რომელიც არ მალავს თავის არატრადიციულ ორიენტაციას. გარდა ამისა, Gay Games-ის ორგანიზატორებმა კიოლნში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი-სპორტსმენი - მეტიუ მიტჩემი დაპატიჟეს. პეკინის ოლიმპიადაზე ავსტრალიელი ერთადერთი წყალში მხტომელი იყო, რომელმაც ზაფხულის თამაშებზე ჩინელთა ჰეგემონია დაამხო და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლელო

ქეთო
სამწუხაროდ პოსტის გადაკითხვის დრო ამ წუთას არ მაქვს, თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ საიტის ადმინისტრაცია დაამატებს "რუბრიკას" სადაც იქნება ისეთი სპორტს სახეობები, რომლებიც საქართველოში არის, მაგრამ არავინ იცის... მაგალითად ბეისბოლი, რომლის ეროვნული ნაკრები, სამჯერ გახდნენ ევროპის ჩემპიონები :)
Tiko
კიი მე მინდააა!! აუუ როგის ვაღიარებთ საქართველოშიც ამაათ!! სოფლელები ხართ ყველა ;დდდ
napoleoni
ვინც არჩევნებზე ხუთიანს ხაზავს, იმას ალბათ ნაღდად უნდა ასეთი ქმარიც ძმაც და მეგობარიც. ვაი შენ უბედურო,ყოფილო საქართველოვ
giorgi
გინდათ ასეთი საქართველო? გოგოებო, გინდათ ასეთი ქმარი, მეგობარი, ძმა, ნაცნობი???
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე