დღეს, 20 თებერვალს, ევროპის TOP 5 ლიგაში არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის დღის მატჩი "მესტალიაზეა" ჩანიშნული - გიორგი მამარდაშვილმა და "ვალენსიამ" "ბარსელონას" უნდა უმასპინძლონ.

ქართველი მეკარე "ღამურებს" მშვენივრად დაუბრუნდა, თუმცა ბორდალასის გუნდი ამ სეზონში საკმაოდ ბევრს უშვებს და არასტაბილური დაცვის ხაზი ჰყავს...

ხავის "ბარსელონა" ჯერჯერობით მძლავრი არაა, მაგრამ სეზონის სტარტთან შედარებით, უკეთეს ფორმაშია - კატანოლიენელები ამჟამად ცხრილში მე-6 პოზიციაზე არიან, თუმცა სხვებზე ნაკლები მატჩი აქვთ გამართული. ვალენსიელებმა დღევანდელ მეტოქეზე 9 ქულით ნაკლები მოაგროვეს.

თასზე "ბილბაოსთან" და ჩემპიონატში "რეალთან" მატჩებს თუ არ ჩავთვლით, კატალონიელები 2022 წელს ცუდად არ გამოიყურებიან - სიმეონეს "ატლეტიკოს" მშვენიერ სტილში (4:2) აჯობეს. ლეგენდარული ხავის გუნდმა ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე, "ნაპოლის" წინააღმდეგ (1:1) ითამაშა, რის გამოც შესაძლოა, გარკვეული როტაცია ვიხილოთ. სხვადასხვა მიზეზით, გუნდს ალვეში, პიკე, რობერტო, უმტიტი, ლენგლე, ფატი და დეპაი დააკლდებიან.

"ვალენსიას" 2022 წელს "ლა ლიგაში" არ გაუმარჯვია. გუნდის მთავარი დანაკლისი ახლა ძირითადი მეკარე სილესენია...

გიორგი მამარდაშვილმა ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ "რეალის" წინააღმდეგ უკვე ითამაშა, თუმცა ის შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა, იმედია, კატალონიელებთან სხვა სცენარს ვიხილავთ და ქართველი მეკარე ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდება....

"ვალენსიას" და "ბარსელონას" შორის გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში "მესტალიას" ბინადრებმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამ გუნდებს ერთი ძალიან წარმატებული ტრანსფერი უკავშირდება - ესპანური ფეხბურთის ერთ - ერთი საუკეთესო ფორვარდი დავიდ ვილა კატალონიიურ კლუბში "ღამურებიდან" გადავიდა...

მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება და მას ცნობილი არბიტრი დელ სერო განსჯის.

სოსო
1-4 და მაინც, ამ გოლებში, გიორგის დადანაშაულება ძალიან ძნელია.ვალენსიას საშინელი დაცვის საპირისპიროდ,ბარსელონას არანაკლებ საშინელი დაცვა იდგა,მაგრამ ვალენსია ვერც წინ ყოჩაღობდა და მეორე ტაიმში,როცა ვალენსია გამოცოცხლდა,მეკარე ტერ შტეგენიც დიდებულად თამაშობდა.
გიორგი
მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა.
რა მაფიაა?
ვინმემ რამე დაწერეთ რო სასწაული გოლები გაუტანეს და არცერთი არ იყოს მეკარის ბრალი :-/
გიორგი
კარგად დაადონ არა ის! ოთხით ერთს ძლივს იგებენ ;-)
მამარდა
მასე მომივიდა ფაქტიურად....
გოგა
1 ტაიმში მოუყომარეს
ჯუჯი
სამწუხაროდ პირველი ტაიმი 0:3 იათითქოს არცერთი ბურთი არ იყო მამარდას ბრალი. დიდი განსხვავებაა კლასში.დაცვა საშინელია.
ჯუჯი
სამწუხაროდ პირველი ტაიმი 0:3 იათითქოს არცერთი ბურთი არ იყო მამარდას ბრალი. დიდი განსხვავებაა კლასში.დაცვა საშინელია.
MAXO
იმდენს იყაყანებტ რომ ბარსა კარგად დაადებს და ამით გაჩუმდებით.
დათო
…გიორგი დღეს უნდა იფრინო!!! წარმატებები!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო