44 წლის კევინ კინმა მერსისაიდელებთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუშინ შეუდგა მუშაობას
„ლივერპულს“ პირველი გუნდის ახალი მწვრთნელი ჰყავს. ეს გახლავთ 44 წლის კევინ კინი. მან მერსისაიდელებთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუშინ შეუდგა მუშაობას. მისი უშუალო მეწყვილე სტივ კლარკი იქნება. კინსა და კლარკს ერთად „ვესტ ჰემში“ უმუშავიათ.

კინმა „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთ მწვრთნელად ცხრა წელიწადი იმუშავა და სამჯერ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებამაც კი მოუწია. „ლივერპულის“ თავკაცმა, კენი დალგლიშმა ბრძანა:

„ძალიან მიხარია, რომ კევინი სტივთან ერთად პირველ გუნდს გაწვრთნის. მათ ერთად „ვესტ ჰემში“ უმუშავიათ. სტივი კევინზე საუკეთესო აზრისაა. მასზე, როგორც ჩინებულ მწვრთნელზე მრავალი სხვა ადამიანისგანაც მსმენია“.

ფეხბურთელობის წლებში კევინ კინს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია. ის თამაშობდა „უაიკომბში“, „ვესტ ჰემში“, „ვულვერჰემპტონში“, „სტოკსა“ და „მაკლსფილდ თაუნში“. მწვრთნელად კი ცოტა ხანი „მაკლსფილდში“ იყო, მერე კი „ვესტ ჰემში“ დამკვიდრდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bacho_10
რატოა სისულელე აქ არწერია არც მთავარი გუნდის მწვრთნელზე აქ პირველ გუნდზეა საუბარი თან მთავარი მწვრთნელი არსად წერია რიგირთი მწვრთნელი იგულისხმება
lfclfc
რა ს ი ს უ ლ ე ლ ე ა ! ! ! ამხელა ტყუილს რატო წერენ გაზეთში : ||
lfc
რა სისულელეა სულ გაგიჟდნენ ეს გაზეთები : |||
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა