ყაზანის "რუბინმა" ზამთრის საკმაოდ ხანგრძლივი შესვენება აქტიურად გამოიყენა და სეზონის განახლებისთვის ფაქტობრივად, სრულფასოვნად მზადაა. ლეონიდ სლუცკის გუნდს ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება სჭირდება, ამავდროულად კი, ევროტურნირებზე გასვლა რუსეთის თასითაცაა შესაძლებელი.

ფაქტია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმაზე ყაზანელთა წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული. გასულ სეზონში, როცა ქართველი გარემარბის შეჩერება უჭირდათ, "რუბინმა" საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწია, ოღონდ... შიდა ასპარეზზე. კონფერენს ლიგაზე რუსები პოლონურ "რაკუვთან" დამარცხდნენ...

ხვიჩა ძველებურად ძლიერია?

რა თქმა უნდა, სატრანსფერო ციებ-ცხელება ნებისმიერ ფეხბურთელზე მოქმედებს - ამ გამოწვევის წინაშე ვარკვლავებიც კი მდგარან. შორს რომ არ წავიდეთ, კონტრაქტთან დაკავშირებული დეტალები ლიონელ მესისაც კი ნეგატიურ დაღს ასვამდა - ამ დროს, გარკვეულწილად, გაუგებრობასა და მოლოდინში ხარ. გარდა ამისა, როცა ამა თუ იმ გუნდთან დამშვიდობებას გადაწყვეტ, თითოეული სიტყვა უნდა აწონ-დაწონო, რადგან, ტრანსფერის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ისევ აქ უნდა დარჩე...

ხვიჩამ პატარა ასაკის და იმის მიუხედავად, რომ მორიდებული ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს, ამ გამოწვევებს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაუძლო. კი, გარკვეული კვალი მას ეტყობოდა, ამას ტრავმაც დაერთო, მაგრამ კვარაცხელია ყაზანში ისევ "მთავარი კაცია". დრაიერი გუნდს მშვენივრად მოერგო და გოლებიც გააქვს, მან ლიდერობისკენაც გაიწია, თუმცა აქ "კვარაა"...

ბოლო ტესტ-მატჩი

"ზენიტთან" დაპირისპირებამდე ერთ-ერთ უკანასკნელ სპარინგში (ცსკა-სთან) სლუცკი კვარაცხელიას უფრო მეტად დაეყრდნო. იგრძნობოდა, რომ ექსპერიმენტების დრო უკვე ნაკლებადაა. კვარაცხელიას თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო - ბურთს ითხოვდა, თავის საფირმო ფანდს საკმაოდ ხშირად მიმართავდა - მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ მარჯვენა ფეხით მიიწევდა, არც კარში დარტყმას მორიდებია და ზემოხსენებულ დრაიერს ეფექტურად, ქუსლით ისეთი პასი გაუკეთა, რუსეთის პრემიერლიგაში ბევრს რომ გაუჭირდება...

ყაზანელთა თითოეულ ამხანაგურ დაპირისპირებაში შეინიშნებოდა, რომ სლუცკი "კვარას" აქტიური პრესინგის თამაშს ავალებდა. ხვიჩა, რომელიც ართმევებითა და დაცვის დახმარებით გამორჩეულია, ამ კომპონენტში ახლა ნაკლებად აქტიური ჩანდა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანების გამო ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო...

ხვიჩა და ტრავმა

სლუცკიმ აგვანერვიულა - ხვიჩას მუხლის ქრონიკულ ტრავმასთან ერთად "ცხოვრება" მოუწევსო. რა თქმა უნდა, ქართველმა ფეხბურთელმა სიფრთხილე არ უნდა დაკარგოს, თუმცა კვარაცხელიას ერთი სახასიათო ნიშანი აქვს - არაფერს უშინდება და არც კომპლექსების ტყვეობაში ექცევა. ქართველ გარემარბს "წმინდა სპორტული" ბევრი თვისება აქვს, რაც მის კარიერას კარგად ეხმარება...

იმედია, მუხლში დისკომფორტს ის ნაკლებად იგრძნობს და ეს ხელს არ შეუშლის...

როცა გუნდი შენს უპირატესობას (ვერ) იყენებს...

ვისაც პრემიერლიგის პირველ ნაწილში "რუბინის" თამაშებისთვის თვალი მიუდევნებია, იოლად შენიშნავდა, რომ ხვიჩას მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა და არც ხისტ თამაშს ერიდებიან. ამ დროს, ერთ-ერთი, რაც უნდა მოხდეს, თანაგუნდელებმა თავისუფალი ზონები აითვისონ და ამით გუნდს წარმატება მოუტანონ. ფაქტია, ამას ნაკლებად ვხედავდით. თუკი კვარაცხელიას ვინმე კარგად უგებდა, ეს დესპოტოვიჩი იყო, რომელიც ახლა გუნდში აღარაა.

როგორი ლიდერიც უნდა იყო, თანამედროვე ფეხბურთში სისტემური წარმატება გუნდურობას უკავშირდება...

კვარაცხელია და ნაკრები

რა თქმა უნდა, კლუბში ყოველდღიური წარმატება გვახარებს და ლეგიონერი ეროვნულ ნაკრებში კარგ ფორმაში რომ ჩამოდის, ესეც, მაგრამ არც ისე კარგი სეზონის მიუხედავად, "კვარა" ვილი სანიოლის გუნდში გამორჩეული იყო და თუნდაც შემოდგომაზე შვედეთის ნაკრებთან უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაატარა და ევროპული მედია ისევ "აალაპარაკა".

ახლოს მარტის ამხანაგური შეხვედრებია, მთავარი კი ივნისშია. "ერთა ლიგის" სტარტი სატრანსფერო სეზონის გახსნას ემთხვევა. ხვიჩა პროფესიონალია და მას ფიქრები არ "გაექცევა", თუმცა მაინც სასურველია, გარკვეულმა მითქმა-მოთქმამ მასზე ნეგატიური გავლენები არ მოახდინოს და სრულად კონცენტრირდეს...

"კვარა" და ტრანსფერი

და მაინც - როგორი სეზონიც უნდა ჰქონდეს ხვიჩას და რა სანაკრებო შეხვედრებიც უნდა გამართოს, ქართველი გულშემატკივრების ერთ-ერთი მთავარი სურვილია, ის ტოპ-ლიგაში იხილოს. გარემარბს ამის ყველა რესურსი აქვს, მაგრამ მისი განხორციელება ზოგიერთს ძალიან მარტივად და "ერთი ხელის მოსმით" წარმოუდგენია. კი, ასეთი შემთხვევებიც გვინახავს, თუმცა სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება...

აი, ცოტა ხნის წინ გიორგი ჩაკვეტაძე, ცოტათი მოულოდნელად, გერმანიაში ვიხილეთ და ის უკვე გვარწმუნებს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ამ დონეზე თამაშიც შეუძლიათ და უფრო მაღლაც (გიორგი მამარდაშვილი "ლა ლიგაშია") - ერთ-ერთი მთავარი ნდობა და შანსის მიცემაა.

ადრე დასახელებული პრემიერლიგა თუ სერია "ა" კვარაცხელიასთვის დაუძლეველი ბარიერი არ უნდა იყოს, მაგრამ ამის მიმართ გადამეტებულმა მოლოდინმა ხვიჩა აქ და ახლა არ უნდა დააზარალოს - კვარაცხელიას შეუძლია სხვანაირი გაზაფხული მოიყვანოს, დანარჩენი კი შემდეგ ვნახოთ...

zura222
ის სლუვკის ნათქვამი მუხლის ტრავმის ამბავი უნდა გაარკვიონ ვისაც ეს ეხება და თუ მართალია სასწრაფოდ მიხედოონ !!!
Levani
ძალიან ზუსტადაა შეფასებული ხვიჩას მდგომარეობაც და სიტუაციაც. ისე მე არ მჯერა "ერთი რუბლიც არ შემოუთავაზებიათ" კომენტარი.მაშინ ესეიგი სკაუტები არ მუშაობენ საერთოდ-ბიჭმა პედრი მაიკაზე ჩამოიკიდა და ეპანეთს ყვითლები აჰკიდა და გოლი გაუტანა,საბერძნეთს კატლეტის ჩეკივით მოექცა(სტუმრად) შვედეთი მიადუბლა და რას ამბობენ ამ დროს სკაუტები? ელდორ შომურადოვის(!) დონეზე როცა გაიზრდება მაშინ გადავიყვანთო?სლუცკი და საიმანოვი ამას იმიტო ამბობენ რო აჟიოტაჟი არ ატყდეს და ისევ ხვიჩას არ აერიოს ტვინი- აბა რას იტყვიან "მადრიდები და მანჩესტერები გვევაჭრებიან კალოჩეო?"(მეგრული აქცენტით)
benfikeli
კვარაცხელიამ შრომა უნდა გააგრძელოს და ჟურნალისტებს ნაკლები უსმინოს ან ვიღაცეებსაც,კარგად თუ იშრომებს დიდ გუნდში აუცილებლად მოხვდება,მაგალითად ძალიან გამიხარდება თუ ხვიჩა ბენფიკაში მოხვდება, იქ ასეთი ფეხბურთელების ფასი ძალიან კარგად იციან, მერე კი ბარსა ან რეალი იყოს თუნდაც.
Gio
ეს ძალიან დელიკატური თემაა უნდა გაერკვეს რაუნდს თვითონ და დადუმდა თამაში რუსებს მაგრათ კიდიათ ისე გააფუჭებს როგორც დაგიბარებია ამიტომ ჯობია აგირაოს ბურთი სანამ კონტრაქტი არ ამოეწურება

იმედია იმ მუხლის ტრავმაზე უბრალოდ წამოსცდა იმ კაცს და მსგავსი არაფერი ხდება:) რასაც ბოლო თამაშებში ვუყურებ არფერი ეტყობა ტრავმის. იმედია ის რაღაც გაუგებრობა იყო
კაკო წენგუაშვილი
ასე რაა, მსუბუქად. არც ტანსაცმელი შემოვიხით, არც ნაცარი დავიყაროთ
ლშა_იუვენტინო
გენაცვლაე ხვიჩინიო , ეგრე გააგრძელე , აიღე შენ ტავზე , შეეცადე სულ კარისკეენ იყო დაგეშილი და ყველა წერტილიდან ურტყა კარში
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა