გიორგი მამარდაშვილმა მთავარი მწვრთნელის ნდობა დაიბრუნა, რასაც იასპერ სილესენის არყოფნაც დაერთო. "ლა ლიგაში" მოთამაშე ქართველი მეკარე (თანაც, ეროვნული ლიგიდან გადაბარგებული) პატარა ამბავი ნამდვილად არაა. სამწუხარო ისაა, რომ "ვალენსიას" ცუდი დროება უდგას და დღევანდელი გადასახედიდან, რთულია რაიმე ხელშესახებ წარმატებაზე იფიქროს...

ლიდერის გარეშე

ყველაზე თვალშისაცემი მაინც ისაა, რომ ხოსე ბორდალასის გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რომელიც რთული მდგომარეობის დროს საკუთარ თავზე ბევრ რამეს აიღებს, მათ შორის, დაცვის ხაზშიც.

კი ბატონო, გონსალო გედეში შედეგიანია, კარლოს სოლერი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება.

დიდი წარმატებების (მათ შორის, ესპანეთის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი ექტორ რაულ კუპერის მწვრთნელობისას) დროს ამ გუნდში ნამდვილი ლიდერები გვახსოვს - ვისენტე, ხოაკინი, ალბელდა, ვილა, მარჩენა, ალბა... დაცვის ხაზსაც მივადექით, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს...

პაულისტას ფაქტორი და ძალიან ბევრი გაშვებული

"ღამურების" საუკეთესო მცველად გაბრიელ პაულისტა მიიჩნევა. ციდან ვარსკვლავებს არც 31 წლის ყოფილი "არსენალელი" წყვეტს, მაგრამ ახლა რაც ამ გუნდის უკანა ხაზში ხდება, მისი ცოტათი უკეთესისკენ შეცვლა ნამდვილად შეუძლია.

"მესტალიის" ბინადრებს საკუთარ კარში 42 გოლი აქვთ მიღებული, ეს კი ძალიან ბევრია - ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ უკანასკნელ ადგილზე მყოფ "ლევანტეს" აქვს - (51).

ხსენებული პრობლემა გუნდმა უმოკლეს დროში უნდა აღმოფხვრას...

რა თქმა უნდა, კატალონიელებს კარგი თამაში არ უნდა დავუკარგოთ - ხავის გუნდმა მშვენიერი, კომბინაციური ფეხბურთი შემოგვთავაზა და "ატლეტიკოს" შემდეგ არც "ვალენსია" დაინდო, თუმცა დაცვის ხაზში ასეთი სუსტი თამაში იშვიათად გვინახავს. მოწინააღმდეგის შემტევებს "ღამურები" თითქოს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.

დარჩება ბორდალასი?

ფაქტია, ხოსე ბორდალასი "ლა ლიგაში" შედეგს ვერ აღწევს და მხოლოდ თასის გათამაშების იმედადაა. კარგია, რომ შედეგიანი ფეხბურთის თამაშს ცდილობს და 37 გატანილი გოლი ცხრილის შუაში მყოფი გუნდისთვის ცოტა არაა, თუმცა წარმატების მიღწევა უჭირთ. მთავარმა მწვრთნელმა სასურველი ტრანსფერები აშკარად ვერ გაანახორციელა, როცა თუნდაც ცოტა ხნის წინ დასრულებული ზამთრის სატრანსფერო სეზონისას იგრძნობოდა, რომ უკანა ხაზში ახალი ფეხბურთელები იყო საჭირო...

ამ პირობებში რთული სათქმელია, როდემდე შეიძლება იყოს ბორდალასი "ღამურების" მთავარი მწვრთნელი და მისი შესაძლო გათავისუფლება რამდენად უკეთესი იქნება ქართველი კიპერისთვის?

კარგი და ცუდი გიორგისთვის

როცა მეკარეს გუნდში თავის დამკვიდრება სურს, ერთი მხრივ, სუსტი დაცვის ხაზი მას თავის წარმოჩენის შესაძლებლობას უფრო აძლევს, თუმცა ეს უკვე მეორე უკიდურესობაა... გიორგი მამარდაშვილს ახლა თავდაჯერების მომატება და სტაბილურობის განცდა, ნაკლები ნერვიულობა სჭირდება და ამ პირობებში ეს რამდენად მოხერხდება, რთული სათქმელია.

გარდა ამისა, როცა სილესენი მომჯობინდება, არავინ იცის, მისი ფორმის მიუხედავად, ის იქნებ სასტარტო თერთმეტეულში მაინც დააბრუნონ. ეს ფაქტორიც ერთგვარი არასტაბილურობის განცდას იძლევა...

კარგია, რომ მამარდაშვილი თამაშობს. უახლოეს მომავალში ის საქართველოს ნაკრების ძირითად მეკარეობაზე პრეტენზიას განაცხადებს, მანამდე კი ახალგაზრული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი იმედია...

cheroeli
გიო კარგი ბიჭია და იმედია არ გატყდება.პუტინს არ ვუსურვებდი ახლა ბარსელონას წინააღმდეგ კარში დგომას.
ჟორა
"ვალენსია" რომ აღარ არის გრანდი და უაღრესად "უშნო" ფეხბურთს თამაშობს, ამაზე ადრეც ვწერდი.კლუბს აქვს უაღრესად დიდი ფინანსური პრობლემებიც.საბჭოს ესპანელ წევრებს არ სურთ რომ ლიმას სრულად გადასცენ მართვა, არადა სხვა არავის არ უნდა კლუბში ფულის და კი თუ ჰჩადება.აქ,ვალენსიაში,ფეხბურთის გარდა, დიდი ბიზნესები ტრიალებს (ახალი სტადიონი უკვა 10 წელია დგას დაუმთავრებელი, ძველი კი საუკეთესო საინვესტიციო ადგილზეა)
რომელი სისწრაფე
რა სისწრაფე აკლია, კაცი დაწოლილი აკეთებს რეაქციას და იღებს მოულოდნელ ბურთებს. (თუნდაც ლა ლიგის პირველ ტურში გაიხსენეთ). რა სისწრაფეც მეკარეს სჭირდება, აქვს. ფანტასტიკური რეაქცია აქვს და დანარჩენი კროსები კი არ უნდა ირბინოს. სირბილის სისწრაფე ბევრ თავდამახმელს არ აქვს და ეხლა მეკარეს მოსთხოვე. უმაგრესი მეკარეა გიო. ოდნავ მეტი თავდაჯერება და ოდნავ უკეთესად უნდა ისწავლოს ფეხით თამაში. იქნება ეგ ყველაფერი
ბს
და მაგით გაძლიერდება დაცვა?! აუუუ
კ ო მ ბ ლ ე
ლეგენდა არა კვატი! სისწრაფე და თავდაჯერება აკლია, რაც დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერს წყვეტს. ეს კაცი თავის ბუნებით არის დინჯი დათვი.. ამისგან პანტერა არ დადგება, არა!
დ
თუ გაძლიერება უნდათ, იყიდონ ხვიჩა და ჩაკი.
Levani
ბორდალასი უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს,ისეთი შეცვლები აქვს ვაისი გაგახსენდება კაცს. ისე ჯიგარია და თუ გაუშვეს იმედია კიდე უფრო ჯიგარს მოიყვანენ.
აკაკი
მწვრთნელი ბორდალასი თუ დარჩება გიორგისთვის კარგი იქნება

ხო კასილიასის მსგავსად ვინც შეცდომებს უშვებს ისინი უმეტესად ვერ გამოდიან კარგი მეკარეები. კასილიასი გამოვიდა მაგრამ ეგეთები არის გამონაკლისები.
Superman
ზუსტად ეგ გამახსენდა მეც :) იკერ კასილასი ჩემი საყვარელი მეკარე იყო და 18 წლის იყო პირველ ძირითადში რომ მოუწია დადგომა და ცოტა დაბნეული იყო, შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ეტყობოდა რა პოტენციალიც ქონდა. მისცეს შანსი, აპატიეს თინეიჯერულ ასაკში 3-4 შეცდომა და მიიღეს მონსტრი კარებში :) მამარდაშვილსაც შანსს თუ მისცემენ და შეცდომების გამო სკამზე არ დასვამენ ვინ იცის, იქნებ ვალენსიამ მისი სახით ახალი სანტიაგო კანისარესივით ლეგენდა დააყენოს :)
მერაბი
გიორგის აუცილებლად თავდაჯერებულობა სჭირდება. გასაგებია, რომ დიდი აუდიტორიის წინაშე უწევს თამაში, მაგრამ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ტექნიკის დახვეწაზე, ასევე ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე. ჩვენი იმედია, გიორგი!
კასილიასი გაიხსენეთ მაგ ასაკში
იკერ კასილიასის თამაში გახსოვთ 99-00 წლენის სეზონში? ბეირნმა 4 გოლი რომ გაუტანა ჯგუფში. რამდენ შეცდომებს უშვებდა, მაგრამ მაინც ანდობდნენ კარა, რადგან რეაქცია ჰქონდა მაგარი და უკეთესიც არავინ ჰყავდათ. საბოლოოდ ვინც დადგა კასილიასისგან ყველას გვახსოვს. გიორგისაც დრო ჭირდება თავდაჯერება რომ შეემატოს. მეტი სათამაშო პრაქტიკა მოიტანს მაგას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო