ეროვნულ გუნდში გამოძახებულთა დიდი ჯგუფი საქართველოშია და ავსტრიაში დაგეგმილი ოფიციალური შეკრებისთვის 1 ივლისიდან ერთად ემზადება
ეროვნული ნაკრები ოფიციალურად 24 ივლისს ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში შეიკრიბება. მანამდე ყველა წევრი ინდივიდუალურად ემზადება, ზოგი ამერიკაში, ზოგი ევროპაში... ეროვნულ გუნდში გამოძახებულთა დიდი ჯგუფი საქართველოშია და ოფიციალური შეკრებისთვის 1 ივლისიდან ერთად ემზადება.

ისინი ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ. საქართველოს ნაკრები ამით ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის მზადებას შეუდგა.

ნაკრების წევრობის 18 კანდიდატიდან საწყის ვარჯიშებზე ბერიძის განკარგულებაში 12 კალათბურთელი გახლდათ - ლაშა გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, ლაშა ფარღალავა, ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ნიკა მეტრეველი, გიორგი შარაბიძე და გიორგი შერმადინი.

ზაზა ფაჩულია, ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია, ტორინ გრინი, მარკიზ ჰეინსი და მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ნაკრებს ავსტრიული შეკრების დროს შეუერთდებიან, რომელიც 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

გუშინ რამდენიმე კითხვით მივმართეთ ვიქტორ სანიკიძეს...

- მზადებას პირველიდან შევუდექით. სამი დღე ვვარჯიშობთ, ერთი დღე ვისვენებთ. ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვემზადებით და აქცენტი ფიზმომზადებაზე გვაქვს გადატანილი.

- დარბაზის გარეთაც ხომ არ დარბიხართ?

- არა. აკადემიის დარბაზში ვვარჯიშობთ, დღეში ერთხელ, უბურთოდ, თუმცა წვრთნის დასრულების შემდეგ, ვისაც სურს ბურთთან ინდივიდუალურად მუშაობს. ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიიდან რომ დაბრუნდება ამხანაგურადაც ვითამაშებთ. ვფიქრობ, 24 ივლისისთვის მეტ-ნაკლებად სასურველ კონდიციებში ვიქნებით.

- ბოლოს საკლუბო ამბავს გკითხავ. "ვირტუსი" ახალ კონტრაქტს გთავაზობდა...

- ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, "ვირტუსის" ხელმძღვანელებისგან ახალ ხელშეკრულებას ველი, თუმცა ჯერჯერობით ისევ უკლუბოდ ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა