27 თებერვალს "ბორჯღალოსნები" 33-წლიანი ისტორიის განმავლობაში თავის 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს.

წესით, ეს ღირსშესანიშნავი, სიმბოლური ფაქტი 2021 წელს უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიამ ბოლო ორი წელიწადია მსოფლიო რაგბის კალენდარი თავდაყირა დააყენა, გადაიდო "ბორჯღალოსნების" რამდენიმე თამაშიც და შედეგად, 250-ე მატჩში პრინციპულ მეტოქე რუსეთს, "დინამო არენაზე“ ვმასპინძლობთ.

სამშობლოში თამაში, თანაც იმის ფონზე, რომ "დინამო არენაზე“ მაყურებელთა 50% დაიშვება, ქომაგთა ნაწილს აძლევს შესაძლებლობას, მივიდნენ სტადიონზე, სრულად გაიზიარონ ის მუხტი და ენერგია, რაც თამაშიდან მომდინარეობს და უგულშემატკივრონ "ბორჯღალოსნებს".

სამწუხაროდ, კოვიდ-რეგულაციების გამო ტრიბუნები პირთამდე ვერ შეივსება, მაგრამ რაგბის კავშირისა და "ბორჯღალოსნებისთვის" თითოეული გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამ თამაშს განსაკუთრებულობას სძენს. ისე მოხდა, რომ 250-ე ტესტის, თანაც რუსეთთან, მოგების შემთხვევაში, საქართველო ოფიციალურად იზეიმებს 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას. ევროპის შესარჩევი ზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე "ბორჯღალოსნები" 31 ქულით ლიდერობს და 9 ქულით უსწრებს რუმინეთს, 10-ით კი - ესპანეთს. 27 თებერვალს ესპანეთი რუმინეთს მასპინძლობს. ერთ-ერთი მათგანი ქულებს აუცილებლად დაკარგავს და რუსეთის დამარცხებით "ბორჯღალოსნები" საფრანგეთის საგზურს გაინაღდებს.

"250-ე ტესტ-მატჩს ვატარებთ და ასეთი სიმბოლური დღეები ყოველთვის დამატებით მუხტს სძენს ნებისმიერ მოვლენას. გასათვალისწინებელია, რომ ეს თამაში მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით იმართება და გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებული გვექნება საფრანგეთის საგზური, რაც დამატებითი მოტივაციაა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ დღეს ვეთამაშებით რუსეთს, რომელთანაც ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება გვაქვს“.

"კარგია, 250-ე თამაშის ჩატარება სამშობლოში რომ გვიწევს, რადგან გულშემატკივარსაც ექნება შანსი, ჩვენთან ერთად იზეიმოს საიუბილეო ტესტის გამართვა. გულშემატკივარს მოენატრა რაგბის მოედანზე ხილვა და ემოციის, მუხტის გაზიარება, რომელიც თამაშიდან მოდის, მით უმეტეს, რუსეთის ნაკრებთან. მნიშვნელოვანია, რომ დაშვებულობის ფარგლებში, ისინი მოვიდნენ სტადიონზე და მხარში დაუდგნენ ჩვენს გუნდს“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ.

"ბორჯღალოსნების" 250-ე ტესტ-მატჩს "დინამო არენაზე“ დაესწრებიან რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი და მსოფლიო რაგბის რეგიონალური პარტნიორობის მენეჯერი ევროპაში სტეფ ნელი, რომლებთანაც რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საქმიან შეხვედრებს გამართავს.

Georgian Rugby

ფეხბურთელი
რუსეთი საერთოდ უნდა მოიკვეთოს ყველანაირი საერთაშორისო სპორტიდან. მანამ არ დაანებებენ თავს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპირებას. ფაშისტების ადგილი სპორტში არ არის!!! სპორტი მშვიდობის მოყვარე ხალხისთვის არის.
გურამი
საქართველოს ნაკრებს სჭირდება უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი და ეს საქმე სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი და ედი ჯონსის დონის მწვრთნელი გვჭირდება.
გრიგოლი1408
ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, მართლმადიდებელი ქვეყნები ებრძვის ერთმანეთს(უკრაინა ნახევრად). ეს არის მსოფლიო პოლიტიკა. ისე სატანა ვერ მოვა, ამიტომ ებრძვის მთელი მსოფლიო რუსეთს. წინასწარმეტყველებები მაინც წაიკითხეთ. ნაცების გასაგონად არ ვწერ.
georgian
თვითაღიარება გაქვს რუსეთუმო. თვითონ წერ კიევის რუსეთიო, ეს ნიშნავს კიევისა ყოფილა რუსეთი და არა რუსეთის იყო კიევი. კიევში მონასტრები რომ იყო და ქრისტიანობა, მაშინ მოსკოვი საერთოდ არ არსებობდა. სსრკ-ს ისტორიაში ძალიან ბევრი ტყუილი ეწერა. მარა შენ ოროსანი იყავი და იქიდანაც არაფერი დაიმახსოვრე.
ჯიმშერა
საქმე ის არის რომ დღევანდელმა რუსებმა (მონღოლ-თათრებმა) მიითვისეს უკრაინელების სახელი. ისტორიულად რუსებს უძახოდნენ ვიკინგებს რომლებიც ჩრდილო-დასავლეთიდან ჩამოსახლდნენ კიევის ტერიტორიაზე. მონღოლური სახელმწიფოების დაშლის შემდეგ, სახელი რუსი მიითვისეს მათმა ნაშთებმა რომლებიც იგივე ხალხი არ არიან როგორც უკრაინელები ანუ ძველი კიეველი რუსები. როგორც ყველაფერი რუსებს სახელიც მითვისებული/მოპარული აქვთ.
ტროლს
ან ტროლი ხარ ან მოღალატე. აბა მოდი კვირას სტადიონზე და იქ გვითხარი ეგ იქ შეკრებილებს! რა რუსეთის გადასაწყვეტია დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორია ეკუთვნის მას თუ არა? ალბათ ოსეთი და აფხაზეთი რო წაიღეს მაგაშიც მართლები იყვნენ ხო? ისე ეგრე სოჭი საქართველო იყო და ორჯონიკიძემ აჩუქა რუსეთს, გვიბრუნებენ?
begass
ალტ-იმფოს ბიჭებს გაუმარჯოს! მაგარი პატრიოტი და მაგარი ქართველი ვაჟკაცები არიან! ვისაც არ მოგწონთ, სულ ფეხებზე არ გვკიდიხართ? ჭირს წაუღია ამერიკაც, ევროპაც თავის ლიბერასტებიანად., მივაყოლეთ აქაური ლიბერასტა ნაცებიც!

კრეტინო შოვინისტო, ამ კრეტინი უკრაინელებისთვის ჩვენი მარჩენალი რუსების გადაკიდება იქნება? რას ერჩი ჰიმს? ეს ხომ უგნურებაა?
ჟორა გაბრიჭიძე
სტალინის მიერ შექმნილმა ქვეყანამ ევროპაში ყველაზე დიდი ტერიტორია დაითრია. მას რა თქმა უნდა რუსეთ2-ს ვერ უწოდებდნენ, ამიტომ დაარქვეს უკრაინა, ისე კი ისტორიიდან ვის გახსოვთ რა ერქვა ამ ქვეყანას? მე შეგახსენებთ, "კიევის რუსეთი" და არა" კიევის უკრაინა". ანუ ეს რუსეთია იყო და იქნება მომავალში, რადგან ასე უგნურად მოიქცა უკრაინის მთავრობა და რუსული ტერიტორიებით ევროკავშირში შესვლა მოინდომა. თუ ასეა, მაშინ თავის ტერიტორიებით შევიდეს ევროკავშირში და არა რუსეთის, უნგრეთის და პოლონეთის ტერიტორიებით. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდება და უკრაინა კიევის ობლასტი დარჩება. ერთადერთი ვისაც შეეძლო ამ უზარმაზარი ტერიტორიების მაგათთვის შენარჩუნება, რუსეთი იყო და ისიც მტრად მოიკიდეს. სადაა ამ დროს ნატო და ამერიკა? საუბედუროდ ეს დღე მოგველის ჩვენც თუ გონზე არ მოვალთ და ამ ყვერულ ამერიკა-ნატოელებს დავუჯერებთ.
beqa-s
swored egaa tqveni ubedureba rom an qoci unda iyo an naci,tu arada gariyavt adamians da gagdebt.rodis unda geshvelot rodis eroo.
BOSS
მაქსიმალირად უნდა შეივსოს სტადიონი,მაქსიმუმი უნდა დადონ ბიჭებმა,ყველას შეუძლია ყვითელ ცისფერი ფურცლების აფრიალება რუსეთის ჰიმნის დროს,ხოლო შემდეგ ბურთი უნდა გავუკეთოთ უკან როგორც ყოველთვის.ეს იქნება საუკეთესო პასუხი ჩვენგან
beqa
მახარძეს ბაზარი ალტინფო
რრრ
რატომ უნდა მოგვხსნა, უკრაინას რატო უცხადებთ სოლიდარობასო?დდდდ შიშს დიდი თვალები აქ მარა ამხელა რა ამბავია შეკაცო.
კახა
ნუ იქნებით პაპზე მეტი კათოლიკები! რაღაც არ მახსენდება 2008-ში ან რკდესმე ვინმეს ქღთველებისდმი სოლიდარობის ნიშნად რაიმე გაეკეთებინათ. ნებისმიერს რუსეთისადმი ჩემზე მეტად ნეგატიურ დამოკიდებულებაში იმდწბი ზიანი რაც რუსეთმა მოგვაყენა არცერთ დამპყრობელს არ .ოუყენებია მაგრამ სპორტში როცა იმარჯვებ უნდა გაიმარჯვო სუფთად და ალალად თან დამარცხებილს არ უნდა დასცინო. დიახ მხარს ვუჭერ უკრაინის სუვერენიტეტს ოღონდ რეალურად და არა ფეიკებით გაგარტყით ნაცებს უაზრობისთვის და ქოცებს უსაქმურობისთვის ორივე ჭირი ხართ როდისმე გვეღირსება რეალურად ქვეყანაზე მოფიქრალი და მზრუნველი ხელისუფლება!?
კოტე
საქართველოს რომ წაგება ჩაუთვალონ და მსოფლიოდან მოხსნან მერე რას ვეუბნებით ჩვენ რაგბისტებს
odala
ეს ვითომ პატრიოტები რომ მიუშვა უკრაინის დროშის ფერებში კი არა, სულაც ჩაიხდიან და უკანალით მიაწვებიან. ვნახეთ ამათი პროტესტი საოკუპაციო ხაზთანაც და 2008-ის სირცხვილის მერეც რუსთაველზე ტინგიცი.
მერაბი
როგორც უკვე მრავალჯერ უახლოეს წარსულში,ახლაც ჩვენი დიდოსტატური,ჯიგრიანი თამაშით დავამარცხოთ.დავანგრიოთ,გავაცამტვეროთ მეტოქე გუნდი.ოღონდ.ნაღდ, წესების დაცვითა და რაგბის სულისკვეთებისათვის საკადრის კეთილშობილურ სპორტულ ჭიდილში. ეს გაგვახარებს მხოლოდ და ეს მოგვიტანს კიდევ მეტ პატივისცემას რაგბის სამყაროში და არა მხოლოდ რაგბის. „დღეს სტუმარია ის ჩვენი“,- არ დავივიწყოთ ქართველებო!!! "უნაგირის მტვრევა" ლაჩართა და მხდალთა ხვედრია მხოლოდ.მოვიქცეთ ისე და იმგვარად,როგორც ჩვენს ქართველობას,კავკასიელობას ეკადრება....ერთ მუჭა პროვოკატორებს არ წავაბილწინოთ ჩვენი ქვეყნის ღირსება და საფრთხის წინაშე არ დავაყენებინოთ მძლავრი ქართული რაგბის წარმატებული განვითარება ....
გია
ჰიმნსაც უნდა ვუსტვინოთ და უკრაინის და საქართველოს დროშებიც უნდა ვაფრიალოთ, მხარდამჭერი წარწერებიც კარგი იქნება, ოღონდ მოედანზე მყოფ 15 კაცს ობსტრუქცია მოვუწყოთ და შეურაცხყოფა მივაყენოთ არ იქნება ვაჟკაცური საქციელი

როცა ეზოში თამაშობ სპორტი პოლიტიკა არაა, მაგრამ როცა ნაკრები თამაშობს პოლიტიკაა.
begass
მოდი რა? პატრიოტთთა ალიანსის ნაირი პატრიოტები, შენნაირები იყოთ, კარგი იქნებოდა. შენ თუ ვერ ხედავ საშიშროებას, რომ რუსეთის ჯარი აგერ დგას, ყურის ძირში, მაშინ კარგად ყოფილა შენი საქმე. ეხლა ყოველი აგრესიული კრიტიკა რუსეთის მიმართ, ჩვენს წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. ამიტომ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ცდილობს ომის საშიშროება აარიდოს საქართველოს, ეს არის პატრიტთთა ალიანსი. ნუ გავიწყდებათ, უკრაინის მერე ჩვენ ვდგავართ რიგში. გეტყობა შენ გეცოტავა აგვისტოს ომი,უფრო მეტი გინდა არა? სანამ ვინმეზე ხელს გაიშვერთ, ჯერ დაფიქრდით, რის საშიშროების წინაშე ვდგავართ.

ეხლა არ ავარდეთ :) ფეხბურთის თამაშების წინ რომ იცით ასე ვიზავთ ისე ვიზავთო წყნარად ვუგებთ და ვუშვებთ სახლში :D

ჩემი აზრით, არ სჭირდება ამ თამაშს მიეცეს ზედმეტი დატვირთვა. სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა ბოლო 2 თამაში უფერულად ჩაატარა და დღეს მაინცდამაინც ამ რუსეთთან თამაშის წინ თავად შეიქმნა გარკვეული წნეხი. ამიტომაც ვთვლი, რომ გუნდი უნდა გამოვიდეს ლაღად და თავისი რაგბი ითამაშოს. არ არის რუსეთი ის გუნდი, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაგვიწიოს. წინ ესპანეთთან და რუმინეთთან გველის დაპირისპირება, რაც იოლი არა მგონია იყოს
ნატო ოტანიდან
ღვთისა ვარ სიმართლე არ უნდა გეწყინოს.ტესტებიო რომ გავიძახით,არაა გამარჯვების გზა,ჩვენთვის,სრული სანქციებია აგრესორის მიმართ,ჩვენი საქმე.სათქმელი კი უნდა დაიბეჭდოს,სამოქმედოდ ახლო მომავალში .....არავითარი კონტაქტები არც ერთ სფეროში.ბრიტანეთ არის ქვეყანა,ჩვენი საქმის მკეთებელი?
beqa
აბა ვინხარ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ პატრიტთა ალიანსი/?
Temo
მოდით რა? ნამეტანი ნუ გამოვიდებთ თავს! რუსი რაგბისტები, ნამდვილად არ არიან ჩვენდამი ცუდად განწყობილები, პირიქით მეგობრობენ კიდევაც ჩვენთან. ნუ გვავიწყდება, რომ ეს სპორტია და ამ ბინძურ პოლიტიკას ნუ გავრევთ. ასევე არ არის საჭირო,ისეთი შეძახილები, რომლებიც დააზიანებს სპორტის მნიშვნელობას. ვიცი ნაცსექტანტები ემზადებიან, შვიშტოკებით და კვერცხებით (აბა ეგენი მეტი არაფერში, ვარგიან) ამიტომ ჩვენ ნორმალურმა გულშემატკივრებმმა ღირსეულად დავიკავოთ თავი და ასევე ღირსეულად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბიჭებს.
ბს
მაგის გაკეთებას დიდი გული უნდა და ჩვენ გული კი არა იმის ტ..კი თუ მაინც აღმოგვაჩნდა, რომ თუნდაც ლურჯ-ყვითელი სამკლაურები გავიკეთოთ სოლიდარობის ნიშნად, ეგეც არ იქნება ცუდი.
შოთა
რუსეთი არ მეხატება გულზე მაგრამ მაინც დისლაიქი ჩემგან შენს კომენტარს... პ.ს. არც ქოცი ვარ და არც ნაცი(საბედნიეროდ).
G.LA
უკრაინის ფორმა რომ ჩაიცვან ჩვენებმა და ისე დაამარცხონ ძალიან კარგი იქნება. ესეც აკრძალული ხომ არ არის ფორმა ყვითელ-ლურჯი ფერის ჩაიცვან ბორჯღალსნებმა.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია