ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

91:70 - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია დაჯაბნა [VIDEO]

91:70 - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია დაჯაბნა [VIDEO]

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 91:70 სძლია.

რეგულაციების მიხედვით, თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელთა 1/3 დაიშვა. ჩვენს გუნდს მხოლოდ 3 ლეგიონერი ჰყავდა, თუმცა საუკეთესო შემადგენლობა ვერც მეტოქემ შეკრიბა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი ხუთეულით დაიწყო თამაში: მაკფადენი, სანაძე, ბოქოლიშვილი, ბერიაშვილი, შერმადინი. საქართველოს ნაკრები თავიდან 12:5 დაწინაურდა, მოწინააღმდეგემ მალე ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა პირველი მეოთხედი 24:18 მოიგო. საქართველოს ნაკრებს, როგორც მოსალოდნელი იყო, შერმადინი და მაკფადენი ლიდერობდნენ, რომლის თამაში ტრავმის გამო საეჭვო გახლდათ.

ნაყოფიერად ირჯებოდა დაცვაში ჯინჭარაძე, რომელმაც კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შერმადინი კალათზე ბატონობდა, მაკედონიელთა ნატურალიზებული კალათბურთელი ვაილი ნეიტრალიზებული იყო, „ბარსელონას“ ახალგაზრდა წევრი სიმიჩიც, საქართველოს ნაკრები კი კიდევ უფრო გაიჭრა წინ და პირველი ტაიმი 46:31 დასრულდა.

მესამე პერიოდშიც ზუროსის შეგირდები ვიზავიზე უკეთ თამაშობდნენ და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 68:47 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში 26 ქულით გაიქცა, თუმცა საბოლოოდ 21 ქულით გამარჯვებას "დასჯერდა".

26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაკფადენი გახდა, მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP - შერმადინი (20 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი). 12 ქულა ჯინჭარაძემ ჩააგდო, 11 - სანაძემ, 10 - ბერიშვილმა, 4-4 კი - ბოქოლიშვილმა, ბექაურმა და ლონდარიძემ. სტუმართაგან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი სტოიანოვსკი იყო.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების მეორე მატჩი 27 თებერვალს სკოპიეში ჩატარდება.

• ტაბუ

გეთანხმები, მკვლელების არმიის გუნდის წევრი არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

• ბადრი ბ

ყველამ ვნახეთ, რომ თამაში ფაქტიურად შერმამ და ტედმა მოიგეს, მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, რომ სიღრმეები გამოჩნდა, რომ არა სათადარიგოების კარგი თამაში, ორი კაცი ვერასოდეს ვერ მოიგებს თამაშს. ყოჩაღ ბიჭები, ყოჩაღ ზუროსს, წინ საქართველოვ.

• სოსო

ბრავო ზუროსს!ასე შეთხელებული შემადგენლობითაც კი,შესძლო და ბიჭები სრულიად გაიხსნენ.რა თქმა უნდა აშკარად ჩანდა,რომ არც მაკედონია იყო უძლიერესი შემადგენლობით,ისიც ჩანდა,რომ როცა მეტოქე ტემპს უმატებდა და მჭიდროდ გვეთამაშებოდა,თამაში გვერეოდა,მაგრამ მთლიანობაში მაინც ჩვენ ვჩანდით უფრო ორგანიზებული და მაღალი კლასის გუნდად.შერმადინს ბოლომდე არც ვტვირთავდით,მაგრამ მისი უბრალოდ ყოფნაც კი,აშკარად ჩანდა როგორ დამთრგუნველად მოქმედებდა მეტოქეზე და რამდენჯერ მისი შიშით,ფარქვეშიდან აჩქარებული სროლის შემდეგ,მეტოქემ ბურთი ვერ ჩააგდო.კარგია ისიც,რომ არც მაკფადენს დასჭირდა სრული დატვირთვით და ენერგიის დახარჯვით ეთამაშა.დანარჩენი ბიჭები საკმაო წარმატებით სცვლიდნენ მასაც,შერმადინსაც და სანაძესაც.აქ შენახული ენერგია,განმეორებით მატჩში აუცილებლად დაგვჭირდება,რადგან იქ სულ სხვა თამაში იქნება და ამ თამაშში, საკუთარ შეცდომებსაც გაანალიზებს მეტოქე.გულახდილად რომ ვთქვა,იმედი მქონდა გამარჯვებისა,მაგრამ ვფიქრობდი,ეს უმძიმეს ბრძოლაში გვექნებოდა მოსაპოვებელი და ბოლო წამებამდე სრული დაძაბვა მოგვიწევდა.კიდევ და კიდევ მადლობა ზუროსს და მადლობა ბიჭებს.ყველას უკლებლივ!ხომ აშკარად ჩანდა,რომ ყველა ბოლომდე მზად იყო ფსიქოლოგიურად.ეტყობა არც ისე სუსტი ჩემპიონატი გვაქვს,რაკი ბიჭებმა ასე კარგი თამაში აჩვენეს. მეც თქვენთან ერთად ვუერთდები მთელ მსოფლიოს და ვგმობ,რუსეთის არნახულ თავხედობას.რა ნაძირალა უნდა იყო,რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს,სრულმასშტაბიანი დამპყრობლური ომი გაუჩაღო!ეტყობა რუსეთში ნამდვილი რუსები აღარ დარჩნენ და რუსულად მოლაპარაკე თათარ მონღოლთა ურდოების გენმატარებლები მართავენ, ოდესღაც მართლმადიდებელ ქვეყანას.ღმერთო დაიფარე და დაეხმარე უკრაინას,დასაჯე და იავარჰყავი მათი და ჩვენი სისხლის დამღვრელი!გააღვივე სიკეთის,სიყვარული თესლი,ბოროტისაგან მოწამლულ სულებში!

• მასტერს

გილოცავთ ყველას, განსსკუთრებით ბიჭებს! ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ყველამ იცოდა, რისთვის გადიოდა მოედანზ: დუდა, მიშა, ჯინჭარაძე, ბოქოლა... შერმადინი და მაკფადენი - ნამდვილი ლიდერები გამარჯვებულის მენტალიტეტით! წარმატებები ბიჭებს უკვე გასვლით თამაშშუ - ჩრ. მაკედონიაში და მადლობა!

#შერმინატორი კაპიტნად, ჩამოერთვას შენგელიას სამაჯური!

• გიზოგ

გაიხარეთ ბიჭებო, მაგრამ 2020 წლის 18 ნოემბრის სირცხვილი უნდა მოგვწმინდოთ მაკედონიაში მათსავე ქვეყანაში ასეთი ანგარიშით დამარცხებით. მშვიდობა და დიდება უკრაინას და მის მებრძოლს.

• დდდ

აუფ, მაქედან რომ გახვიდე ყველას უნდა მოუგო შემდეგ ჯგუფში. ესპანეთთან წააგებ. იტალია რუსეთს მოუგებს. შესაბამისად მასე ქნება. ისლანდიასაც უნდა მოუგონ რუსეთსაც და იტალიასაც. სულმოუთქმელად ველოდებით როგორ მოემზადა სანაძე ტექნიკურად.

• ირაკლი

მადლობა ბიჭებს.დიდება უკრაინას!!!

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89