მოგეხსენებათ, გუშინ, 24 თებერვალს, უკრაინას რუსეთმა ომი დაუწყო. რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოსთვის რთულია სიახლეების, ფოტო/ვიდეოების ხილვა, რომლებსაც სხვადასხვა მედიასაშუალება აშუქებს, თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უკრაინელ სპორტსმენებს უჭირთ, რადგან საკუთარი სამშობლოსგან მოშორებით არიან და დახმარება გარკვეულწილად მაინც არ შეუძლიათ.

ერთ-ერთი ასეთი "ხიხონის" ფეხბურთელი ვასილ კრავეცია. სპორტსმენის თქმით, მზადაა, რომ წავიდეს უკრაინაში და საკუთარი სამშობლო აგრესორისგან დაიცვას.

"გვიჭირს, მოქალაქეებს ხოცავენ და ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის დანაშაულია. არ მინდა ვთქვა, რომ ამაში დამნაშავე რუსები არიან, არა, პირდაპირ ვიტყვი, რომ ყველაფერი პუტინს უნდა მიეწეროს. უკრაინა ქვეყანაა, რომელიც არავის უტევს. პირიქით, მშვიდი ცხოვრება სურს. დიახ, ჩვენ მშვიდობიანად გვინდა ვიცხოვროთ. სიმართლეს გეტყვით, მინდა ომში წავიდე და თანამოძმეებს დავეხმარო, მაგრამ, სამწუხაროდ, სროლა არ ვიცი, როგორ ვიმოძრაო, როგორ გადავტენო იარაღი, თუმცა მთავარი ისაა, რომ მინდა წასვლა. რომ შემეძლოს, აუცილებლად წავიდოდი და დავიცავდი უკრაინის ტერიტორიებს" - განაცხადა კრავეცმა.

ვასილის ოჯახი უკრაინაში იმყოფება, ფეხბურთელი კი ახალ-ახალ ინფორმაციას მათთან კონტაქტით იღებს.

"საერთოდ ვერ ვიძინებ. დედაჩემი მირეკავს და მეუბნება, რომ სროლების ხმა ესმის. ვვარჯიშობ, თუმცა არა პროფესიაზე, არამედ ქვეყანასა და ოჯახზე ვფიქრობ. ჩემი მეუღლე სულ ტირის. მართალია, თავს კარგად გრძნობენ, თუმცა სიკვდილის მაინც ეშინიათ. ვცდილობ, დავურეკო და გავამხნევო. კი, მემადლიერებიან ამის გამო, მაგრამ სინამდვილეში არაფერი შემიძლია აქედან... აეროპორტები აფეთქებულია, საჰაერო მიმოსვლა დაბლოკილია. თუ ჩემს ქვეყანას ჩემი დახმარება დასჭირდება, გუნდის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და აუცილებლად ჩავალ სამშობლოში".

შეგახსენებთ, "ხიხონი" ლა ლიგა 2-ში 28 ტურის შემდეგ 42 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება (თუ ეს პოზიცია შეინარჩუნა, ლა ლიგაში გადასასვლელად პლეი-ოფს ითამაშებს).

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა