დღეს ქართველებზე ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა წერდა, ჯერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თორნიკე შენგელიას ცსკა-ს დატოვებაზე, შემდეგ კი "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის "მალიორკასთან" კარგ თამაშზე და მატჩისშემდგომ პერფომანსზე. შენგელია ევროპული ვარსკვლავია და მასზე ყურადღების გამახვილება გასაკვირი არ არის, მამარდაშვილი კი, როგორც ჩანს, ასევე მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში თავისი თამაშითა და უკრაინისდმი მხარდაჭერის გამოხატვით და ეს ძალიან კარგია, რამეთუ ის არამარტო ცნობადი, არამედ პოპულარულიც ხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ გიორგი მხოლოდ 21 წლისაა.

"გიორგი ყველაფერს სწორად აკეთებს: გოლი არ გაუშვა და პუტინს გზავნილიც გაუგზვნა", - აღნიშნავს Eldesmarque და იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ქართველმა ნამატჩევს მაისური გაიხადა და შიდა მაისურზე გაკეთებული წარწერით რუს ოკუპანტებთან მებრძოლ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

გამოცემა "ღამურების" მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ციტირებს, რომელმაც მამარდაშვილი შეაქო: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით. ასე გუნდი იზრდება. ჩვენ გაშვებული გოლების რაოდენობით ლა ლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გამოსწორებას ვცდილობთ. გიორგიმ შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაში მისი დამსახურება დიდია. ის კარგი მოქმედებებით გამოირჩა, რთული ბურთები მოიგერია, სტანდარტულებისას დამაჯერებელი იყო".

levante-emv ხაზს უსვამს ქართველის კარგ ასპარეზობას და იმას, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერება მოითხოვა.

Superdeporte მიიჩნევს, რომ გიორგი ჩინებულად გაისარჯა და დებატები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაიცვას "ვალენსიას" კარი ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბილბაოსთან - " დასრულებულია:

"სამი მცველითა და მეკარით "ვალენსიამ" რკინის კედელი აღმართა, რომლის გარღვევა "მალიორკამ" ვერ მოახერხა და ეს მიუხედავად დიდი ზეწოლისა და ათასი ხერხით კარის აღების მცდელობისა. მცველებმა დიდი სამუშაო ჩაატარეს, ხოლო გოლკიპერმა გოლის გატანა ორჯერ არ დაანება. გუნდმა ამ სეზონში 7 მატჩში შეინახა კარი მშრალად და 4 მათგანი მამარდაშვილის ანგარიშზეა. მეტოქემ 14 კუთხური ჩააწოდა, თუმცა მეორე სართულზე ქართველი ბატონობდა.

თასის ნახევარფინალამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ვიდრე სილესენი უქმობს, მამარდაშვილი კარში ადგილს არავის არ დაუთმობს".

მერაბი
მონდომება და ფსიქოლოგიური მდგრადობა იქნება გიორგის ტოპ მეკარედ ჩამოყალიბების ორი შემადგენელი. წარმატება, გიორგის!
აპალონი კაჭარავა
წარმატებებს გისურვებ გიორგი
ჟორა
ასე იწრთობა ფოლადი.
მერაბი
ძალიან გაგვახარე, გიორგი!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო