ბრიტანული მედია წერს, რომ რუსული კლუბის მიმართ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, როცა ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ევროთასებზე მონაწილეობა აუკრძალეს, პრემიერლიგიდან მოთამაშეების გადაბარგება დაიწყება. ჩვენ საკუთარი გვაინტერესებს - აქ ქართველი ფეხბურთელები გამოდიან.

მოთამაშეების ხელშეკრულებას თავისი ვალდებულებები გააჩნია, რომლის დარღვევა ბევრს მარტივად ტყუილად წარმოუდგენია, თუმცა ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ფორსმაჟორზე მეტია. რუსული კლუბები სერიოზულ ფინანსურ ზარალზე წავლენ. გარდა ამისა, არავის ენდომება ისეთ კლუბში თამაში, რომელიც მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მონაწილეობს.

თუკი ყველაფერი ამ მიმართულებით წავიდა, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა გაგნიძე - ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც სხვა ქვეყნის ახალი კლუბის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეთ. რუსეთის ჩემპიონატში სხვა არაერთი ქართველიცაა და ასევე, ჩვენებური გვარის მქონე მოთამაშეები, მაგალითად, კონსტანტინე მარადიშვილი. აქვე ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ - სანქციები რუსეთის ნაკრებსაც აქვს. შესაბამისად, მსგავსი სტატუსის ფეხბურთელების საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსები იზრდება.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი ასეთი იოლი მსჯელობის საგანი ვერ იქნება, თანაც ამ ეტაპზე მომავლის ზუსტად განჭვრეტა წარმოუდგენელია, თუმცა საკითხმა რომ აქტუალურობა შეიძინა, ფაქტია...

ხვიჩა კვარაცხელიაზე ვთქვათ - ნებისმიერ გუნდში გადასასვლელად არავის "ემეტება". GOAL.COM-ი წერს, რომ შოთა არველაძის "ჰალი" ზაფხულში შეტევითი ხაზის სერიოზულ გაძლიერებას აპირებს. ქართველ გულშემატკივრებს "კვარას" კარიერის განვითარების ერთ-ერთ გზად ესეც წარმოუდგენიათ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი ტოპ-კლუბებს ჰქონდათ და ის ვერსად გაქრებოდა.

ახლა მთავარია, ზოგადი ფორმულა შედგეს, რაც რუსეთის პრემიერლიგაში ამ პროცესს დაარეგულირებს. სწორედ ჩვენებურების გამოა, ეს ამბები რომ გვაინტერესებს, თორემ ამაზე არც კი შევჩერდებოდით...

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფიქრობს თუ არა კვლავ საქართველოს ნაკრებში თამაშზე - მარადიშვილმა ამ კითხვას უპასუხა
მარადიშვილი და საქართველოს ნაკრები დიდი ხნით გამოირიცხა - ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია
ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მარადიშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მძიმე ტრავმის შემდეგ ახალ გუნდში გადავიდა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან