ესპანურ მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, ჟოზე მოურინიო "სამეფო კლუბში" კაპიტნის შეცვლას აპირებს
ესპანურ მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, ჟოზე მოურინიო "სამეფო კლუბში" კაპიტნის შეცვლას აპირებს. შეგახსენებთ, რომ "რეალის" კაპიტანი არც მეტი არც ნაკლები - მსოფლიოს ჩემპიონთა კაპიტანი იკერ კასილიასია.

ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ პორტუგალიელი ამხელა ავტორიტეტის ხელყოფას გაბედავს. თუმცა მოურინიოს თავისი არგუმენტები აქვს - მას სჭირდება კაპიტანი, მინდვრის მოთამაშე, რომელსაც მუდამ შეეძლება შეხვედრის არბიტრთან ურთიერთობა. მოურინიოს ეს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციად მიაჩნია. კასილიასი კი პოზიციის გამო ამას ვერ ახერხებს, რადგან კარის დატოვება არ შეიძლება.

"ჩელსიში" მოღვაწეობისას მოურინიოს გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი იყო, "ინტერში" კი - არგენტინელი ხავიერ ძანეტი. ჯერჯერობით, მოურინიოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ამბობენ, რომ კაპიტნობის უმთავრესი კანდიდატები, მცველი სერხიო რამოსი ან ნახევარმცველი ჩაბი ალონსო არიან.

ამავდროულად, მოურინიო ზრუნავს, რომ ამ სავარაუდო გადაწყვეტილებით ტრავმა არ მიაყენოს კასილიასს, მას შეუნარჩუნდება ყველა ის პრივილეგია, რაც კაპიტნის სტატუსით აქვს კლუბში. ფაქტობრივად, კასილიასი კაპიტნად რჩება, ოღონდ, არა თამაშის მომენტში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა