ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ფილადელფიამ" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 123:108 დაამარცხა.
საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 9 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ჯოელ ემბიდმა გუნდს 27 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. აღსანიშნავია, რომ ჰარდენის მოსვლის შემდეგ "ფილას" 3-დან 3 მოგება აქვს. როგორც ჩანს, სუპერვარსკვლავური დუეტის შექმნამ გაამართლა.
რაც შეეხება "ნიქსს", არჯეი ბარეტმა აქტივში 30 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, "ფილადელფია" 38 მოგებითა და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 5 მარტს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ნიუ იორკი" 25 გამარჯვებითა და 37 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 5 მარტს, "ფინიქს სანსის" პირისპირ გამართავს.
ფილადელფია - ნიუ იორკ ნიქსი
"მილუოკი ბაქსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 120:119 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო მექულე იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ. ბერძენმა ვარსკვლავმა თავი 28 ქულით, 17 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
კრის მიდლტონმა 26 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ჯრუ ჰოლიდეიმ (მატჩის მომგები სროლა ჩააგდო) გუნდს 25 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
რაც შეეხება "მაიამის", ტაილერ ჰიროუმ აქტივში 30 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ბემ ადებაიომ 18 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, "ბაქსი" 38 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 5 მარტს, "ჩიკაგო ბულზსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ჰიტი" 41 გამარჯვებითა და 22 მარცხით იმავე აღმოსავლეთის სათავეშია, შემდეგ მატჩს კი 4 მარტს, "ბრუკლინ ნეტსის" პირისპირ გამართავს.
მილუოკი - მაიამი
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე