"იუვენტუსიდან" მსოფლიოს ჩემპიონებს უშვებენ

"იუვენტუსი" რომ აქტიურ სატრანსფერო კამპანიას ეწევა, ძველი ამბავია. ტურინული გრანდის მესვეურებმა უკვე გადაიბირეს რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი და გაჩერებას არც მომავალში აპირებენ. თუმცა, დღეს იმათზე გვექნება საუბარი, ვისაც სავარაუდოდ "ბიანკონერის" დატოვება მოუწევს.

"გაძეტა დელო სპორტმა" საინტერესო სტატია გამოაქყვენდა, სადაც სწორედ იმ მოთამაშეებზე მოგვითხრეს, რომლებიც ანტონიო კონტეს შავ სიაში მოხვდნენ. ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება, "გაძეტა" კი ის გამოცემა არაა, რომელიც მკითხველთა მისაზიდად უსაფუძვლო ჭორებს ავრცელებს. კონტემ თერთმეტი ფეხბურთელი გაწირა, რომლებზეც ქვემოთ მოგახსენებთ...

ალექს მანინგერი (მეკარე, 34 წლის)

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსში" გააგრძელებს ასპარეზობას და სავარაუდოდ, კარიერასაც ტურინულ გრანდში დაასრულებს. გამომდინარე აქედან, კიდევ რამდენიმე წელი "იუვეს" ძირითადი კიპერის ადგილი დაკავებული იქნება. ბევრს სურდა მარკო სტორარის გადაბირება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტურინში დარჩენა გადაწყვიტა და ბუფონს გაუწევს დუბლიორობას. მოკლედ, ალექს მანინგერის ადგილი “იუვეში” არ არის და მას სხვა გუნდის მოძებნა მოუწევს. ამბობენ, რომ გამოცდილ კიპერს გერმანიისა და ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდები იწვევენ.

ზდენეკ გრიგერა (მცველი, 31)

უკვე ორი სეზონია, რაც ზდენეკ გრიგერა "იუვენტუსში" ირიცხება, თუმცა დროის დიდი ნაწილი ლაზარეთში აქვს გატარებული და არა მოედანზე. გამომდინარე აქედან, ტურინში მისი იმედი უკვე დაკარგული აქვთ - ჩეხს ნამდვილად მოუწევს "იუვეს" დატოვა, თუმცა ჯერჯერობით მთხოვნელთა რიგი ნამდვილად არ უდგას.

მარკო მოტა (მცველი, 25)

მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" რეტო ციგლერის და შტეფან ლიხტშტაინერის ტრანსფერები გაჩარხა, მარკო მოტას ადგილი გუნდში უბრალოდ აღარ არის. განიხილება ორი ვარიანტი, თავად ფეხბურთელს ტურინიდან წასვლა და სხვა გუნდთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს, თუმცა "იუვეს" მესვეურები მის არენდით გაშვებას აპირებენ.

ფაბიო გროსო (მცველი, 33)

მსოფლიოს ჩემპიონმა არაერთხელ განაცხადა, რომ კარიერის "იუვენტუსში" დასრულება სურს, რაც ალბათ არ გამოუვა. კონტეს შავ სიაში მისი გვარიც ფიგურირებს – ეს არც გაკვირვებია არავის, რადგან ფაბიო გროსომ უკვე დიდი ხანია საუკეთესო წლები უკან მოიტოვა.

მოჰამედ სისოკო (ნახევარმცველი, 26)

საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც მთელ დროს ბრძოლაში ატარებს, ასე შეიძლება დახასიათდეს მომო სისოკო. საუკეთესო ასაკი უდგას, თუმცა კონტეს გეგმებში არ ჯდება და სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში მოუწევს დაბრუნება, სადაც ის 2005-2008 წლებში ასპარეზობდა.

ტიაგო მენდეში (ნახევარმცველი, 30)

გამოცდილი ნახევარმცველი 2007 წელს ჩაირიცხა "იუვენტუსში", სამ სეზონში მხოლოდ 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და არც ერთი გოლი არ გაუტანია. შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკოში" გაანათხოვრეს და ამ ზაფხულს მისი დავბრუნების საკითხი დადგა დღის წესრიგში. თუმცა, კონტეს ვერდიქტი მკაცრი გამოდგა – პორტუგალიელი შუახაზელი "იუვეს" მთავარ მწვრთნელს არაფერში სჭირდება.

ფელიპე მელო (ნახევარმცველი, 28)

მოჰამედ სისოკოსი არ იყოს, ფელიპე მელოც მებრძოლი ყაიდის საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა აფრიკელის განსხვავებით, შეტევაშიც კარგად ერთვება. მიუხედავად ამისა, ისიც შავ სიაში მოხვდა და დიდი ალბათობით ტურინის დატოვება მოუწევს.

ხორხე მარტინესი (გარემარბი/თავდამსხმელი, 28)

ეს კაცი არც გარემარბად გამოადგა "იუვენტუსს" და არც ფორვარდად, გამომდინარე აქედან, სრულიად ლოგიკურად გვეჩვენება, რომ ტრანსფერზე უპირებენ დაყენებას. ამბობენ, რომ მისით ესპანური პრმერადივიზიონის გუნდები არიან დაინტერესებულნი.

ლუკა ტონი (თავდამსხმელი, 34)

ლუკასაც ძალიან უნდა, რომ კარიერა "იუვენტუსში" დაასრულოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება მოუწევს. დიახ, ვეტერანი ფორვარდის იმედი ანტონიო კონტეს არ აქვს და მიიჩნევს, რომ უმჯობესია ტონიმ სხვა გუნდი მოძებნოს.

ვინჩენცო იაკვინტა (თავდამსხმელი, 31)

კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი, რომელმაც საუკეთესო წლები აშკარად უკან მოიტოვა და ამ ზაფხულს "იუვენტუსის" დატოვებაც მოუწევს. ბოლო ორი სეზონი ტრავმებმა გატანჯეს, რამაც ფორმიდან მთლიანად ამოაგდო. იაკვინტას ჯერჯერობით მსურველებიც არ ჰყავს და ძნელი სათქმელია, სად გააგრძელებს კარიერას.

კარვალიო ამაური (თავდამსხმელი, 31)

მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი "პარმას" შემადგენლობაში აღმაფრენით ჩაატარა, ტურინში მისი არ ეიმედებათ. "გაძეტას" ინფორმაციით, იტალიელ-ბრაზილიელით სერია A-ს არაერთი გუნდია დაინტერესებული, თუმცა უმეტესობას მისი იჯარით აყვანა სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა