ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 133:123 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 20 ქულითა (7/7) და 6 მოხსნით გამოიჩინა. რა თქმა უნდა, გამოსარჩევია მე-2 მეოთხედი, რომელშიც ჩვენებურმა 15 ქულა ჩააგდო.
მალკომ ბროგდონმა 27 ქულა, 4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
დედაქალაქელთა მხრიდან კრისტაპს პორზინგისმა გუნდს 25 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა.
კაილ კუზმამ აქტივში 23 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "ინდიანა" 22 მოგებითა და 44 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 9 მარტს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ვიზარდსი" 29 გამარჯვებითა და 34 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს 10 მარტს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ გამართავს.
ვაშინგტონი - ინდიანა
მოქალაქე
დააკვირდით,როცა ასეთი საქებარი სტატია დაიწერება,ხომ შეხედეთ შემდეგ თამშსს რა იქნება,ვამბობ კიდევ და კიდევ ქება და ცამდე აყვანა არ უხდებათ ჩვენს ლეგიონერებს,ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ...ითამაშა კარგია აბა რა უნდა ქნას მაგიტიმ არის იქ რომ უნდა განვითარდეს ვაა
მასტერს
წელს თავდაჯერება მოემატა აშკარად, ფიზიკაშიც მოუმატა და, მგონია, რომ ყველაფერი კარგად ექნება! ყველა ვგულშემატკივრობთ ამ კარგ ბიჭს! წარმატებები ნბა-შიც და საქართველოს ნაკრებშიც!
სოსო
ეგრე რა!ყველამ ვიცით და გვახსოვს,რომ გოგა სამქულიანებს კარგად ისროდა,მაგრამ რაც ამერიკაში წავიდა,კატასტროფულად გაუფუჭდა სიზუსტე.რა თქმა უნდა ვხვდებით,რომ ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა,მაგრამ თუ ნდობას იგრძნობს,აუცილებლად მოუმატებს.ცუდი ისაა,რომ თითქმის ყოველთვის გოგას კარგი თამაში,გუნდის დამარცხებას ემთხვევა.ესე იგი,როცა ლიდერები ვერ თამაშობენ,მაშინ უშვებენ გოგას საკმაო ხნით და ისიც მეტნაკლებად იყენებს შანსს.იმედია თანდათან მეტ დროს მიიღებს და თანაგუნდელებიც შეამჩნევენ მოედანზე.რაც ამ მფრაგმენტებში ჩანს,არც ერთი ბურთი არ ჩაუგდია ფიზიკური კონტაქტის პირობებში და თუ სათამაშო აგრესიას მოუმატებს(უკვე საკმაო წონა და კუნთები დაიმატა),ფარქვეშიდანაც შეძლებს ბრძოლით გზის გაკვალვას და გუნდის დახმარებას.აი მაშინ მეტ ნდობასაც მიიღებს თანაგუნდელებისაგან,თორემ თავისუფალი პოზიციიდან,ამერიკაში თითქმის ყველა შეუცდომლად ისვრის.დღეისათვის რა თქმა უნდა ეს ქულებიც შესანიშნავი შედეგია და ვულოცავ.
tngh
წარმატებები გოგას, და საქართველოს ნაკრებს... ევროპის ჩემპიონატზე!!!
ქ. გ.
მესამე მეოთხედში მწვრთნელმა Rick Carlisle-მა გოგა სკამზე დასვა და ფაქტიურად თამაში ჩააგდო. ჟურნალისტებიც და გულშემატკივრებიც აგინებენ მწვრთნელს.
SILVERMARCS
ყველაფერი კარგადაა! გასულ 2 წელიწადში საკმაოდ განვითარდა. საშუალო ნბა -ს კალათბურთელის დონეზე უკვე თამაშობს! ახლა დარჩა სხეულის ბლომად მოსვირინგება (ტატუ თქვენ და შავი ჭირი!) და სახეზე მედგარი გამომეტყველების მიღება! წარმატებები გოგა! )))
zura222
ამ წვერ-ულვაშით მულტფილმი რომაა მეზღვაურ პაპაიზე იქ მოხეული კლიენტი რომაა პაპაის მტერი იმას დაემგვანა DDD
korben dallas
პასს კი არა, დროს არ აძლევდნენ )) დრო უნდა მიეცეს მოთამაშეს რომ საწყის ეტაპზე ალღო აუღოს ყველაფერს და მერე ქულების დაგროვებასაც დაიწყებს. გოგასგან მეგაჩამყრელი არ გამოვა, მაგრამ არც ისეთი გაუბედავი და სუსტია, ბევრს რომ ჰგონია.
ტოტტი
აქამდე პასს არ აძლევდნენ და მაგიტო ვერ ქონდა შედეგი
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე