და "სპორტინგის" მატება
პორტუგალიურ ფეხბურთში თუკი რამ საინტერესო ხდება, ბუნებრივია, ძირითადად იმ კლუბების თავს, რომელთაც მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ. ლაპარაკია “პორტუზე”, “სპორტინგსა” და “ბენფიკაზე”. ამ ბოლო ხანს ყურადღების ცენტრში “ბრაგაც” მოექცა, მაგრამ ისეთივე ინტერესს იმსახურებსო, მაინც ვერ ვიტყვით.

პორტუ

“პორტუს” სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე სერიოზული დანაკლისი აქვს. მზადება დაიწყო და გუნდს სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლია. ესენი არიან როლანდო, ჟოაო მოუტინიო და გუსტავო ვარელა.

მათ ვარჯიში სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს (ნაკრებების გამო მათ შვებულებაც სხვებზე გვიან დაეწყოთ). მთავარ ჯგუფს კი როდის შეუერთდებიან, ეს ჯერ არავინ იცის. უცნობია, დატოვებს თუ არა ევროპის ლიგის გამარჯვებულ კოლექტივს როლანდო, ცენტრალური მცველი, ვინც პრესას ძირითადად “რომაში” გადაჰყავს.

“ჯალოროსის” თავკაცი ლუის ენრიკე პირადად შეეხმიანა “პორტუს” ხელმძღვანელობას და ტრანსფერის დაჩქარება სთხოვა. თუმცა გაუწევენ თუ არა თუ არა ესპანელი სპეციალისტის თხოვნას ანგარიშს, ეს მეორე საკითხია. რაც შეეხებათ მოუტინიოსა და ვარელას, მათ თავად გამორიცხეს სხვაგან წასვლის შესაძლებლობა. ანდრეს ვილას-ბოასის “ჩელსიში” წასვლის შემდეგ “არისტოკრატებმა” მწვრთნელის საყვარელი რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა მოისურვეს. მათ შორის იყო მოუტინიოც, მაგრამ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა, როგორც იტყვიან, ლონდონელთა წინადადება ცხვირზე არ დაიდო. მან ამით რომან აბრამოვიჩს დაუმტკიცა, რომ ფული ყველაფერს ვერ წყვეტს.

რაკი დანაკლისზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია, უნდა ვახსენოთ ფერნანდო ბელუსკი. არგენტინელმა დაზიანება წინა კვირას მიიღო. თავდაპირველად ტრავმა მსუბუქი ეგონათ. ექიმებმა ფეხბურთელი დაამშვიდეს, მხოლოდ ერთი დღე გაგიცდებაო, მაგრამ შემდეგ დაადგინეს, რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო. ჯერ საბოლოო დიაგნოზს ვერავის სვამს. სამხრეთამერიკელი ვარჯიშს მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ახერხებს.

დაბოლოს, 21 წლის ბრაზილიელმა კლებერმა “პორტუსთან” კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა. კონტრაქტის გათვალისწინებულია მისი გამოსასყიდი თანხა - 40 მილიონი ევრო.

სპორტინგი

შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ლისაბონის “სპორტინგის” სკაუტთა ჯგუფი შემადგენლობის გასაძლიერებლად უზარმაზარ სამუშაოს ატარებს. ცალკე აქტიურობს კლუბის მენეჯმენტი და უკვე გამოცდილ ფეხბურთელებს ეძებს, რომლებიც გუნდს უკვე ხვალ დაეხმარებიან დასახული მიზნების განხორციელებაში. ლისაბონელები “პარმას” დაუკავშირდნენ და ბულგარელი თავდამსხმელის, 25 წლის ვალერი ბოჟინოვის არენდით გაშვება შესთავაზეს. “პარმამ” ფეხბურთელის გასხვისება შორს არ დაიჭირა, მაგრამ არც საბოლოო პასუხი მიუცია. ბულგარელის აგენტ ჯენარო პალომბოს თქმით, მისი კლიენტით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი და კლუბი ყველაზე სარფიანი წინადადების მოლოდინშია. ჯერჯერობით კი, “მალაგა” პორტუგალიელებზე უფრო ხელგაშლილია, ის ფეხბურთელს ყიდულობს და მასში სოლიდურ თანხასაც იხდის.

გარდა დაგეგმილი ტრანსფერებისა, ლისაბონელებს შეუძლიათ კონკრეტული ახალწვეულებით იამაყონ. გუშინწინ გულშემატკივართა წინაშე წარდგენილი არგენტინელი ნახევარმცველი ფაბიან რინაუდო უკვე მერვე ახალწვეულია “სპორტინგისთვის”. “ალბისელესტეს” წევრმა (სულ 3 თამაში ნაკრებში) კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელმა წინა სეზონი მშობლიურ “ხიმნასია და ესგრიმაში” გაატარა და მასთან ერთად ქვედა ლიგის საგზური “მოიპოვა”. დომინგუშ პასიენსიას განკარგულებაში შემდეგი ახალი ფეხბურთელები იქნებიან: მარსელო, ოგუჩი ონიევუ, სანტიაგო არიასა, სტინ სხაარსი, რიკი ვან ვოლფსვინკელი, ალბერტო როდრიგესი და ანდრე კარილო და ზემოთ ხსენებული რინაუდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა