უიმბლდონის შემდეგ, ბალახის სეზონი ამერიკის ქალაქ ნიუპორტში გრძელდება, სადაც ამ კვირას მამაკაცებს შორის ერთადერთი ტურნირი იმართება
უიმბლდონის შემდეგ ბალახის სეზონი ამერიკის ქალაქ ნიუპორტში გრძელდება, სადაც ამ კვირას მამაკაცებს შორის ერთადერთი ტურნირი იმართება (რაც დევისის თასის მეოთხედფინალური ეტაპით არის გამოწვეული), ქალები კი ბუდაპეშტსა და ბაშტადში გრუნტზე მოსინჯავენ ძალებს.

ATP

Hall of Fame Tennis Champs

ნიუპორტი (აშშ). ბალახი

საპრიზო ფონდი: 442 500 ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: ჯონ ისნერი, გრიგორ დიმიტროვი, იგორ კუნიცინი, რაიან სვიტინგი, ალექს ბოგომოლოვი, ოლივიე როხუსი...

ეს არის პირველი ტურნირი ამერიკაში, რომელზეც მატჩები ბალახის კორტებზე ჩატარდა. ეს 1881 წელს მოხდა, ასე რომ, ლეგენდარულ ტურნირთან გვაქვს საქმე. ამაზე მეტყველებს თუნდაც ისიც, რომ კორტებიდან ორ ნაბიჯში ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზი მდებარეობს. თუმცა ლეგენდარული ჩოგბურთელები ამ ტურნირს იშვიათად სტუმრობენ.

გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად აქ ჯონ ისნერი მიიჩნევა, რომელიც სამწლიანი შესვენების შემდეგ ითამაშებს ნიუპორტში. თუმცა მას უპირობო ფავორიტად ვერ მოვნათლავთ, რადგან ამერიკელს ახასიათებს არასტაბილური თამაში.

პროფესიულ ტურში ახლახანს დაბრუნებული ტომი ჰაასი ეცდება თუნდაც ერთი მატჩის მოგებას - გაამერიკელებულმა გერმანელმა ტრავმის შემდეგ სამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და სამივეჯერ პირველ სეტში დამარცხდა. ადგილობრივი მოთამაშეებისგან ყურადღება უნდა მივაქციოთ რაიან სვიტინგსა და რაიან ჰარისონს.

არ შეიძლება ივო კარლოვიჩის ჩამოწერაც, ასე რომ ტურნირი, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს იღებს სტარტს, წესით საინტერესო უნდა გამოვიდეს.

შარშანდელი ჩემპიონი გახლავთ ამერიკელი მარდი ფიში, რომელმაც უარი თქვა ტიტულის დაცვაზე.

WTA

Budapest Grand Prix

ბუდაპეშტი (უნგრეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: რობერტა ვინჩი, სარა ერანი, კლარა ზაკოპალოვა, ლუსი ჰრადეცკა, ანაბელ მედინა გარიგესი, მატილდა იოჰანსონი...

ბალახის სეზონის დასრულების შემდეგ WTA გრუნტს უბრუნდება, რაც ჩოგბურთელებისთვის რთული იქნება. რაც შეეხება ფავორიტებს, თითქმის ერთი დონის მოთამაშეებიდან რომელიმეს გამორჩევა რთული საქმეა. ამიტომაც მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ შარშან აგნეს შავაი გახდა ჩემპიონი, თუმცა წელს ადგილობრივი ჩოგბურთელი ტიტულის დაცვას არ აპირებს.

Swedish Open

ბაშტადი (შვედეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: კაროლინ ვოზნიაცკი, ფლავია პენეტა, ლურდეს დომინგეს ლინო, ლუსი საფაროვა, ვერა დუშევინა, ივეტა ბენეშოვა...

ეს არის ერთადერთი ტურნირი, რომელშიც შარშანდელი ჩემპიონი შეეცდება ტიტულის დაცვას - 2010 წელს ბაშტადში არავან რეზაიმ გაიმარჯვა და ის ამჯერადაც ჩავიდა შვედეთში.

მაგრამ შარშანდელი შედეგის გამეორება ფრანგს გაუჭირდება, რადგან ამ ტურნირზე სათამაშოდ მზად არის კაროლინ ვოზნიაცკი. მსოფლიოს პირველი ჩოგანი მიმდინარე სეზონში რიგით მეექვსე ტიტულს უმიზნებს.

დანიელს "დიდი სლემის" ჩემპიონატებზე უჭირს, თორემ ასეთი დონის ტურნირებზე კარგად და სტაბილურად თამაშობს და ამის ხარჯზე ინარჩუნებს კლასიფიკაციაში ლიდერობას. ახლაც რეიტინგში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, მას ყველა მატჩის მოგება მოუწევს.

ბადის საპირისპირო მხარეს იტალიელი ფლავია პენეტა იმყოფება, რომელმაც უიმბლდონზე კარგი მზადყოფნა აჩვენა, მაგრამ ბაშტადში სულ სხვა საფარია. ამ დუეტს შეიძლება სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ ჩეხმა ჩოგბურთელებმა - ლუსი საფაროვამ ან ივეტა ბენეშოვამ, რომელიც სხვათა შორის, კვირას უიმბლდონის ჩემპიონი გახდა მიქსტში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა