8 მარტს ინგლისის პრემიერლიგამ გამოაცხადა, რომ რუსულ სამაუწყებლო პლატფორმა Okko-სთან კონტრაქტს გაწყვეტდა. ამრიგად, გუშინდელი დღის შემდეგ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მატჩები რუსეთში აღარ გადაიცემა. გადაწყვეტილება აქციონერთა კრებაზე მიიღეს.

ამასთან ერთად, პრემიერლიგის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ფონდში 1 მილიონ ფუნტს გადარიცხავენ. რაც შეეხება გუნდების თანადგომას, პრემიერლიგის ბოლო ტურში ინგლისური კლუბების კაპიტნები მოედანზე უკრაინის დროშის ფერის სამკლავურით გამოვიდნენ, მოედნებზე კი დიდი ბანერი გამოფინეს - "ფეხბურთი ერთად დგას".

"ინგლისის პრემიერლიგამ და მისმა კლუბებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ "რამბლერის" რუსულ სამაუწყებლო პლატფორმა Okko-სთან თანამშრომლობაზე უარი თქვან. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. ამასთან ერთად, უკრაინელ ხალხს 1 მილიონი ფუნტით დავეხმარებით.

ჩვენი ეს ქმედება უკრაინის მხარდაჭერაა. გასულ შაბათ-კვირას გუნდების კაპიტნები უკრაინის დროშის ფერებში შეფერილი სამკლავურით გავიდნენ, რის შემდეგაც მწვრთნელებთან და დამსწრე საზოგადოებასთან მსაჯის სასტვენამდე წუთიერი დუმილით თქვენთვის გვერდში დგომა გამოხატეს. ჩვენი ეს საქციელი უკრაინისთვის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულებაა" - ნათქვამია განცხადებაში.

მოგეხსენებათ, Okko-მ პრემიერლიგის ჩვენების ლიცენზია 2019 წელს შეიძინა. მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, კონტრაქტი კი მიმდინარე სეზონის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. პრემიერლიგის გარდა, თანამშრომლობა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამაც შეაჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში FA თასის შეხვედრები აღარ გადაიცემა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, 2021 წლის ივლისში დადასტურდა, რომ 2022 წლის სეზონის დასრულების შემდეგ 6-წლიანი ლიცენზია Match TV-მ მოიპოვა, პრემიერლიგის განცხადებაში კი ამ თემას არ ახსენებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიტანული მედია.

შეგახსენებთ, რუსეთში საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრები 4 მარტიდან აღარ გადაიცემა.

მომზადებულია sport-ის მიხედვით

zura222
რა თქმა უნდა მატჩ ტვ ს 150 მილიონი ევროს დაკარგვა არ მოინდომეს და უკვე თითქმის ვადაგასული კონტრაქტი გაააუქმეს იმ "პრინციპულებმა" ! DD მაგ სისულელეებს იაფფასიან პიარებს ჯობია თავი დაანებონ და მართლა გააკეთონ საქმე და მოსთხოვონ ფიფას რუსეთში მოთამაშე ლეგიონერების კონტრაქტებისგან გათავისუფლება !
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის