"ბორჯღალოსნები" მესამე დღეა 12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთთან გასამართი 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის თამაშისთვის ემზადებიან.

გაფართოებულ შემადგენლობას "შავი ლომის" მესამეხაზელი ნიკო აფციაური დაემატა, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი პორტუგალიასთან მოიხვეჭა.

ტრადიციულ მეტოქესთან ჯახი ჩვენი დროით 19:30 საათზე იწყება და მას სამმაგი დატვირთვა აქვს.

ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან ანთიმოზ ივერიელის თასი თამაშდება, თუკი შეხვედრა მსოფლიო თასის ეგიდით არ ტარდება. აქამდე ის "ბორჯღალოსნებმა" 14-ჯერ დაისაკუთრა, მეტოქემ კი - 6-ჯერ.

მთლიანობაში, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია 1998 წლიდან იწყება. მაშინ მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი მეტოქემ 27:23 მოიგო, 2000 წლიდან კი სტეჟარს წელიწადში ერთხელ ვხვდებით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (და მის წინამორბედ ერთა თასზე), ორჯერ კი მის მიღმაც ვერკინეთ – 2006 წელს მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ხოლო 2011 წელს პამერსთონში (ახალი ზელანდია), უშუალოდ მსოფლიო თასზე.

წლების წინ რუმინეთი ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა და პირველი 9 რკენიდან 7 მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. 2007 წლიდან ეს მოცემულობა შეიცვალა და 16 თამაშიდან საქართველომ 13 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, მეტოქემ კი ორი მოიგო.

ჯამში რუმინეთთან ყველაზე მეტჯერ, 25-ჯერ (12 შინ, 11 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე) გვითამაშია და მათგან 15 გამარჯვებით დავასრულეთ, 9-ჯერ რუმინეთმა მოიგო და ერთიც ფრედ დასრულდა. საქართველოს გატანილი აქვს 48 ლელო და 504 ქულა, მიღებული კი 34 ლელო და 411 ქულა. „მუხებმა“ ბოლოს 2017 წელს, ბუქარესტში მოიგო – 8:7.

აქამდე ჩატარებულ მატჩებში რუმინეთს ყველაზე დიდი, 29 ქულის სხვაობით 2016 წელს, „დინამო არენაზე“ მოვუგეთ – 38:9. თითქმის მსგავსი სხვაობა დაფიქსირდა 2020 წელს – 41:13, შარშან კი მას 28:17 ვძლიეთ.

12 მარტის შეხვედრას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის გამოვლენის კუთხით. ამჟამად რუმინეთს 8 ქულა აქვს (3 თამაშიდან) და მეორე ადგილზეა, საქართველო კი 1 ქულით ჩამორჩება, ოღონდ მესამე ტურში რუსეთის წინააღმდეგ არ უთამაშია. შესაბამისად, ბუქარესტში მოგებით "ბორჯღალოსნები" მეორე ადგილზე აინაცვლებს და დასკვნით ტურში ლიდერ ესპანეთს პირველობისა და ტიტულის შენარჩუნებისთვის შეუტევს.

რადგან სამჯერ ჩემპიონი ორი წლის ჯამით გამოვლინდა, გუნდებმა ტიტული სულ 19-ჯერ მოიპოვეს და აქედან 13-ჯერ თასი საქართველომ შემართა, 5-ჯერ რუმინეთმა და ერთადერთხელ (2003-04 წლები) პორტუგალიამ. ბოლო 11 გათამაშებიდან საქართველომ მოიგო 10 და მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს დაუთმო ტიტული რუმინეთს.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, შარშანდელთან ერთად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. ევროპიდან საფრანგეთის პირდაპირ საგზურს პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები იღებენ, მესამე კი საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფში ჩაერთვება.

შესარჩევ ტურნირში საქართველოს 7 თამაშიდან 31 ქულა აქვს და უპირობო ლიდერია. 25 ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს, 22 - რუმინეთს და 21 - პორტუგალიას, ოღონდ მდევრებს 8-8 თამაში აქვთ ჩატარებული, ჩვენ კი - 7. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" მეტოქეებისთვის მიუწვდომელი იქნება და როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, საფრანგეთში ევროპა1-ის სტატუსით გაემგზავრებიან.

ასეთ შემთხვევაში 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე საქართველო "გ" ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და პლეი-ოფის გამარჯვებულ გუნდებთან მოხვდება.

გაფართოებული შემადგენლობა რუმინეთთან და ესპანეთთან

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 26 კეპი, 10 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი), გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 5 კეპი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 40 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14 კეპი, 20 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 25 კეპი, 15 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი), ნიკო აფციაური (შავი ლომი, 1 კეპი);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62 კეპი, 65 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 37 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30 კეპი, 210 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 82 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37 კეპი, 25 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 75 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 40 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, 1 კეპი), სანდრო თოდუა (შავი ლომი, 95 კეპი, 65 ქულა), დავით მესხი (ენისეი, 2 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).

rugby.ge

სოსო
რუსეთს, დარჩენილ თამაშებში წაგებები ჩაეთვალა, 0-28 და საქართველოს ნაკრებმა უკვე გაინაღდა მსოფლიოს თასის საგზური.
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო