ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჰიუსტონ როკეტსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 139:130 დაამარცხა. მატჩისთვის განკუთვნილი ძირითადი დრო ფრედ, 120:120 დასრულდა, დამატებით დროში კი ტეხასელებმა იმარჯვეს.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ჯეილინ გრინი გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 3 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა 23 ქულა, 14 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი, მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ლებრონს შეეძლო ორ ნაბიჯში შესვლით მარტივი 2 ქულა აეღო, თუმცა ბურთი პერიმეტრზე კარმელო ენტონის გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ვერ ჩააგდო.

რასელ უესტბრუქმა გუნდს 30 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ჰიუსტონი" 17 მოგებითა და 49 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს 12 მარტს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ლეიკერსი" 28 გამარჯვებითა და 37 მარცხით იმავე დასავლეთში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 12 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" პირისპირ გამართავს.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო