როგორც ესპანური Marca წერს, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელი ნასერ-ალ ხელაიფი ნეიმარით უკმაყოფილოა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ფრანგული გუნდი მადრიდში "რეალთან" 1:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათმაშებას ნაადრევად დაემშვიდობა.

კატარელ ემირს სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი მობეზრდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 2017 წელს გადახდილი 222 მილიონი ევრო ნაკლებად გამართლდა. კი იყო რიგი წარმატებები, გაყიდული მაისურებიდან შემოსული დიდი ოდენობით თანხა, თუმცა ამ ყველაფერს ხაზს სხვა ფაქტორები უსვამს, როგორებიცაა მამამისის კლუბის წარმომადგენლებთან ცუდი ურთიერთობა, გამუდმებული ტრავმიანობა, მოედნის გარეთ უამრავი პრობლემა, ეს ყველაფერი კი, ლოგიკურია, რომ სპორტსმენის სათამაშო ხარისხს დაღს ასვამს.

ხსენებულ მადრიდულ შეხვედრაში ნეიმარმა და მესიმ მოედანზე, ფაქტობრივად, ვერაფერი შემოგვთავაზეს, იმავე Marca-ს ინფორმაციით კი, ხელაიფი მომდევნო წელს ბრაზილიელს ყველანაირი გამონაკლისის გარეშე გაყიდის. სიმართლე რომ ვთქვათ, ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავს, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ბრაზილიელის საფრანგეთში გადაბარგება, შესაძლოა, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სატრანსფერო შეცდომად ჩაითვალოს. ნეიმარისთვის 222 მილიონი ევროს გადამხდელი დღეს არავინაა, თუმცა დაახლოებით 100 მილიონის ფარგლებში რამდენიმე გუნდი სიამოვნებით წაიყვანს...

სრულდება ბრაზილიელის კარიერა?

სამწუხაროდ, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საფეხბურთო სამყარო უდიდეს კარიერას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მივიღეთ მსგავსება რონალდინიოსთან. ორივე ფეხბურთელი საუკეთესოდ "ბარსელონაში" გამოვიდა, "ბლაუგრანას" დატოვების შემდეგ კი დაღმასვლა დაეწყოთ. "სელესაოელი", შესაძლოა, სხვა გუნდში გადავიდეს, თუმცა ალბათ ისე ვერასდროს ითამაშებს, როგორც ამას კატალონიაში ახერხებდა.

ჯერჯერობით უცნობია ხელაიფის პოზიცია, რეალურად სურს თუ არა, რომ ნეიმარი გაყიდოს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

Labirinti...
დამთავრებულია ნეიმარის ფეხბურთი...ჯერ ერთი 30 წლისაა და ზოგადად ბარსელონადან რომ ფეხბურთელი წავა..თან ლიგა 1-ში..მისი კარიერა მორჩა...პლუს 2 ჯერ ისეთი ტრავმა მიიღო...დღესდღეობით ერთი საშუალო დონის ფეხბურთელია..
Levani
უმუშევარ ტრენერს ვერ ვიპოვიდი თუ რა?
levanis
აგაშენა ღმერთმა.. ჭკვიანი კაცი ხარ
უმუშევარი ტრენერი
აფსუს მართლა გყავდეს რამე გუნდი რას ავშენდებოდით.
Levani
მე რო გუნდის მფლობელი ვიყო 30 მილიონზე მეტს არ გადავიხდიდი და ამაზეც დავფიქრდებოდი.ჯერ ერთი მაგის მაიკებზე თავს არავინ გაიგიჟებს,მეორე თავისი პიჟონობით დიდი შანსია გუნდში სიტუაცია ამირიოს.სად მაქვს გადასაყრელი მილიონები,ძლივს დავალაგე სიტუაცია გუშინ მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი.აგერ 15 მილიონად რუბინი სიხარულით მომყიდის ხვიჩას და 2 მილიონად გენტისგან ჩაკვეს გამოვისყიდი-ნაკრებშიც სულ გავუშვებ ორივეს და ცივ ნიავს არ მივაკარებ(გამისწორდა და გავაგრძელებ) დაზოგილ მილიონებს ქველმოქმედებაში ჩავდებ,ამდენი გაჭირვებულია და რა არის ჩვენი წუთისოფელი.შიშვლები მოვდივართ-და შიშვლები მივდივართ. გამომიარეთ რამეს გაჩუქებთ:)
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა